აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში, ხონსა და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 450-მდე დევნილს გაეწია მომსახურება.

გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალ „ნიუ ვიჟენი“-ს, „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“, კლინიკა „ენმედიცი“-ს, თვალის კლინიკა შ.პ.ს. „ახალი მზერას“ და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერას“ წამყვანი კლინიკის სპეციალისტები. მოქალაქეებმა მიიღეს კარდიოლოგის, ექოსკოპისტის, ქირურგის, თერაპევტის, ბავშვთა ნერვოლოგის, ონკოლოგის, გინეკოლოგის, მამოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგისა და დერმატოლოგის მომსახურება და 150 ბენეფიციარს ჩაუტარდა სკრინინგული ტესტები C-ჰეპატიტზე. სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

გამოკვლევების პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზი მწერალი ალექსეი თარია ბათუმში დაკრძალეს

2017 წლის 18 ივნისს აფხაზი მწერალი აფხაზებისა და ქართველების ბედნიერი მომავლისათვის მებრძოლი, მშობლიური კუთხის უბედურებით გულდათუთქული პიროვნება ალექსეი თარია ბათუმში დაკრძალეს.

მწერალთან გამოსამშვიდობებლად და უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი რევაზ გერგედავა, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძე, ჟურნალ „ჭოროხის“ მთავარი რედაქტორი სანდრო ბერიძე, მწერლები ვახტანგ ღლონტი და ანზორ კუდბა, ჟურნალ „რიწის“ რედაქტორი ზაურ კალანდია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილე მანონ ბულისკერია და მწერლის მეგობრები იმყოფებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ ბათუმში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართა

ბათუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი. აჭარაში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, მთავრობის წარმომადგენლებთან არსებულ პრობლემურ საკითხებზე და მათ გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ასევ საუბარი შეეხო ღონისძიების ორგანიზებას, რომელიც ბათუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით გაიმართება.

გარდაიცვალა ალექსეი თარია

შესანიშნავი მწერალი, უაღრესად განათლებული, დიდსულოვანი ადამიანი, რომლის ბობოქარმა სულმა ვერ გაუძლო ღალატს, ტკივილს, უსამართლობას, დროში გაწელილ მოლოდინს...

წავიდა აფხაზებისა და ქართველების ბედნიერი მომავლისათვის მებრძოლი, მშობლიური კუთხის უბედურებით გულდათუთქული პიროვნება.

,,ჩემი განსასჯელი არ არის, რას ვემსახურებოდი მთელი ცხოვრების მანძილზე ქვეყანაში, სადაც დავიბადე და ვიცხოვრე 66 წლამდე - სიკეთეს თუ ბოროტებას, ამას უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლო განსჯის, მაგრამ ის კი აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ, ავად თუ კარგად, გონებისა და გულის ყველა შესაძლებლობა მივუძღვენი უკეთესი მომავლის იმედს, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის" - ალექსეი თარიას ეს სიტყვები ერთობ საინტერესო და გასათვალისწინებელია იმ ფაქტებისა და მოვლენების აღწერით, რაც იყო, არის და მომავალში შეიძლება მოხდეს საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში - აფხაზეთში.

ალექსეი თარია დარწმუნებული იყო, რომ აფხაზეთის მომავალი საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია, ისევე, როგორც ქართველის ბედნიერება აფხაზის გარეშე, რომ ეს ორი მოძმე ხალხი ერთი მიწის შვილია.

ალექსი თარია დაიბადა 1948 წელს აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკში. მან საშუალო განათლება სოხუმის სკოლა-ინტერნატში მიიღო. 1968 - 1974 წლებში ცხოვრობდა ესტონეთსა და ლატვიაში, რის შემდეგაც ბრუნდება გუდაუთაში. 1979 წელს ალექსი თარია ჩაირიცხა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1992- 2000 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სანკტპეტერბურგსა და მოსკოვში , 2000 წელს ის დაბრუნდა აფხაზეთში.

ალექსეი თარიამ - თხემით ტერფამდე აფხაზმა, ვერ გაუძლო აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას და ბათუმში პოვა თავშესაფარი... აქედან ცდილობდა ქართველთა და აფხაზთა შერყეული ძმობის აღდგენას.

2014 წლიდან სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ალექსეი თარია მოღვაწეობდა ქალაქ ბათუმში.

2015 წლის ნოემბერში ალექსეი თარიას მიენიჭა აფხაზეთის მთავრობასთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია წერილისათვის ,,გედის სიმღერა" ანუ სამუდამო დევნილის მოგონებები და ფიქრები".

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა აფხაზეთის თასის გათამაშება ჯომარდობაში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ბორჯომის ხეობაში (ჩითახევის ჰესის მიდამოებში) ჩატარდა აფხაზეთის თასის გათამაშება ჯომარდობაში. ტურნირში მონაწილეობდნენ:
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრის 3 გუნდი (18 მონაწილე); სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 გუნდი (12 მონაწილე); საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს 1 გუნდი (6 მონაწილე); სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 1 გუნდი (6 მონაწილე); აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის 1 გუნდი (6 მონაწილე); აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2 გუნდი (12 მონაწილე); აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის 1 გუნდი (6 მონაწილე); საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის 1 გუნდი (6 მონაწილე); აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 1 გუნდი (6 მონაწილე); აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის 1 გუნდი (6 მონაწილე); ვეტერანთა დეპარტამენტის 1 გუნდი (6 მონაწილე).


შეჯიბრების შედეგად, პირველ ადგილზე გავიდა და აფხაზეთის თასი ჯომარდობაში მოიპოვა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე დევნილთა ჩასახლების ცენტრის ერთ-ერთმა გუნდმა; მეორე ადგილზე გავიდ
ა აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცეტნრის გუნდი, მესამე ადგილზე კი აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდი.


გამარჯვებული გუნდები შესაბამისი კატეგორიის მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.


ტურნირს ასევე ესწრებოდა მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი. ისინი საკმაოდ ემოციურად შეხვდნენ თავიანთი ფავორიტი გუნდების გამარჯვებას.

საბურთალოს რაიონში ნუკრი გერგედავას სახელობის ქუჩა გაიხსნა

ქალაქ თბილისის საკრებულოსა და მერიის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, საბურთალოს რაიონში აფხაზეთში დაღუპული ნუკრი გერგედავას სახელობის ქუჩა გაიხსნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ნუკრი გერგედავას დედა და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. 

აფხაზეთის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ნუკრი გერგედავა სეპარატისტებმა წამებით გამოასალმეს სიცოცხლეს.

ბოლნისში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ ბოლნისში მცხოვრებ დევნილთათვის „ახალ სამედიცინო ცენტრში“ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. აქცია სამოქალაქო განვითარების ფონდის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ 15 სხვადასხვა წამყვანი კლინიკის სპეციალისტები.  მოქალაქეებმა მიიღეს  კარდიოლოგის, რევმატოლოგის, გინეკოლოგის, დერმატოლოგის, ტრავმატოლოგის, სახსრების ექიმის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, უროლოგის, ფიზიატრის, ნევროპათოლოგის, ენდოკრინოლოგის, ჰეპატოლოგის, პედიატრის, თერაპევტისა და ალერგოლოგის მომსახურება. გარდა ამისა, აფხაზეთიდან დევნილ პირებს უფასოდ გადაეცად მრავალი დასახელების მედიკამენტი.

გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია და ბოლნისი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი ესწრებოდნენ.

აფხაზეთის „ბიზნესინკუბატორში" პოლიმერული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ქ. ქუთაისში, აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის მთავრობის სსიპ „ბიზნესინკუბატორში", თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პოლიმერული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.

,,ბიზნესინკუბატორში" იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეტარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, რომელთაც წარმოების პროცესი ,,ბიზნესინკუბატორის" ხელმძღვანელმა - ალუ გამახარიამ გააცნო.

საწრმო შეუზღუდავად იბარებს გარემოს დამაბინძურებელ თითქმის ყველა სახის პოლიმერულ ნარჩენს. მათი გადამუშავებით იწარმოება გოფრირებული საკანალიზაციო მილების რამდენიმე სახეობა. ასევე კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის სხვა მილებს, რაც მსგავსი პროდუქციის იმპორტს ამცირებს.

პროექტის მიზანი იმერეთის რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარება, გარემოს დაცვა და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობაა.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამოზე მომღერლის ათამდე სიმღერა შესრულდა. ღონისძიება პატრიარქის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებული სამი საღამოსგან შემდგარი ციკლის დასვნითი ნაწილი იყო.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ხელოვნების სფეროს მოღვაწეები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენელთათვის

2017 წლის 9 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენელთათვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა. სადაც განხილულ იქნა: „ნორმატიული აქტების შესახებ“აფხაზეთის კანონში შეტანილი ცვლილებები („ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 25 მაისის N 243 კანონის განხილვა);  დევნილთა სოციალურ-სამართლებრივ პრობლემებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებები.  სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი ქალბატონი ელისო გვასალია.  სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში მსახიობ ლილი ხურითის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში მსახიობ ლილი ხურითის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მსახიობი გოგი ქავთარაძე და ხელოვნების სფეროს მოღვაწეები ესწრებოდნენ.

დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში მიმდინარეობს საჯარო სამსახურის რეფორმის განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში მიმდინარეობს საჯარო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების განხილვა. 2017 წლის 6 ივნისს დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შედგა  მოადგილეების, აპარატის უფროსის და ადამიანური რესურსების მართვის პასუხისმგებელი პირის მონაწილეობით შეხვედრა სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებთან, სადაც განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილებები ,,პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერერქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ; ,, პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების შესახებ“; ,,პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ და ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“. საჯარო სამსახურის ბიუროდან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით დაისახა საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები.

სამუშაო შეხვედრა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან

2017  წლის 6 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან კ. კუჭუხიძესთან შედგა უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურებში საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებთან დღის წესრიგით ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აღმასრულებელ დაწესებულებებში ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე (2017 წლის 1 ივლისამდე) განსახორციელებელი ღონისძიებები“.

თათბირზე აღინიშნა, რომ რეფორმის მიზანია ეფექტური და ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალიზმის წახალისებას, ხელშეწყობასა და დაფასებას. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული რეფორმის მოსამზადებელი ეტაპი, რაც გულისხმობს პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებების,  იერარქიულ რანგებში განაწილებისა და ახალი საშტატო ნუსხის პროექტის მომზადების მიზნით, ყველა დაწესებულებაში კომისიების შექმნას ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის, საფინანსო-იურიდიული სამსახურებისა და საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტების მონაწილეობით.

საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებაზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ გამახარიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარებაზე - ქართული ენის უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხებზე საპარლამენტო კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის 2016 წლის 19 აპრილის ერთობლივი სხდომის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში წარმოადგინა.

მისი თქმით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ყველა უფლება დაუფარავად ირღვევა. საოკუპაციო რეჟიმი ბოლო წლებში განსაკუთრებულად არ ცნობს ქართველთა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას. „ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირღვევა ადამიანის უფლებათა ყველა ნორმა, რომელიც ჩამოყალიბებულია გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში, გაეროს საერთაშორისო პაქტებში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებში".

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი 31 სკოლის მდგომარეობაზე, რომლებიც  რუსულ სწავლებაზე იძულებით გადაიყვანეს. „აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი, მიუხედავად იქ დარჩენილი და დაბრუნებული მოსახლეობის მოთხოვნისა, ცდილობს რეგიონიდან გააძევოს ქართული ენა თავისი უნიკალური დამწერლობით. აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ენა და მისი მატარებელი ხალხი კანონგარეშეა გამოცხადებული.

მიზანმიმართულად იცვლება და იშლება ქართველი და აფხაზი ხალხების ერთობლივი ეთნო-ლინგვისტური, საუკუნეების განმავლობაში შექნილი ერთობლივი სულიერი თუ მატერიალური ფასეულობები.

დღეისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მთლიანად არის აკრძალული ქართულ ენაზე სწავლება.

განადგურებულია ქართული სკოლები, ქართული წიგნები და დოკუმენტები.

2017-06-05    |   
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო   შეშფოთებას   გამოთქვამს   მიმდინარ წლის   31   მაისს   ქალაქ   გალში, „ინციდენტების   პრევენციისა   და   მათზე   რეაგირების   მექანიზმის” (IPRM) რიგით 46-ე შეხვედრაზე  აფხაზური მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამო, რომელიც ეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის    რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

როგორი საკვირველიც უნდა იყოს, მკვლელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ  განცხადება   გაკეთდა   ჟენევის   საერთაშორისო   მოლაპარაკებების   ფორმატში შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების   მექანიზმის  (IPRM) შეხვედრის   ფარგლებში,   რომლის   მიზანს   და   ამოცანას     მსგავსი კრიმინალური ფაქტების განხილვა და შემდგომი რეაგირება წარმოადგენს.  აღნიშნული მექანიზმის  ფარგლებში,  ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით, მხარეებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლთა აქტიური მონაწილეობით, ადგილზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, ბოლო ხანებში, ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა, ფაქტობრივად,  არ   მიმდინარეობს  ან   საგრძნობლად   შესუსტებულია. სოხუმის „არგუმენტები” იმის თაობაზე, თითქოს თბილისმა   სათანადოდ  მომზადებული  მტკიცებულებები და მასალები მათ არ გადასცა, მტკნარი სიცრუეა. სოხუმის მხარეს გადაეცა   სამართლებრივი მასალები, რომელშიც გამოწვლილვით არის შესწავლილი გამოძიებისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ, უტყუარ მტკიცებულებებზე -ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა და  დე-ფაქტო ხელისუფლებას ხელთ აქვს.

წინასწარვე გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის გაღიზიანებაზე ასეთი მიზანმიმართული ზრუნვა არავითარ შედეგს არ მოიტანს. ასე აშკარად,  ასობით ადამიანის თვალწინ ადამიანის მკვლელობაზე  გამოძიების უგულებელყოფა,  დამნაშავის  ქუჩაში დაუსჯელად გაშვება ახალი მკვლელობების ჩასადენად,  ცუდის მომასწავებელია. ამგვარი  უსამართლო სამართალი, ბუნებრივია, არაფერს მატებს არც აფხაზეთის  დე ფაქტო მმართველებს, რომელთაც „დამოუკიდებლობის” აღიარებაზე აქვთ პრეტენზია,  და არც რუსეთის  მმართველ ელიტას, რომელიც რუსეთის” სუპერ-სახელმწიფოდ” აღიარებას ესწრაფვის.  გიგა ოთხოზორიას მკვლელობა,  თავისი არსით, დიდი  მასშტაბის ტრაგედიად იქცა. მთელმა მსოფლიომ იხილა  ეს გაუგონარი მკვლელობა. ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ ადგას  მტკიცედ პროგრესული საერთაშორისო თანამეგობრობა არაღიარების პოლიტიკას.  დღევანდელ ეპოქაში ერთ-ერთ  დიდ საფრთხედ  ხომ სეპარატიზმი მიიჩნევა. მხოლოდ სეპარატისტულ წიაღში შეიძლება იშვას ასეთი გაუსამართლებელი დანაშაულებები.  სადაც სეპარატიზმი იმარჯვებს, იქ ქაოსი და უსამართლობა უზენაესი მსაჯული ხდება.  სეპარატიზმი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფალია,   სამართალზე და ობიექტურობაზე დაყრდნობა  მისთვის ხელის მოცარვაა,   სამართლებრივი დევნა კი – ამოუცნობ იეროგლიფთან გაჯიბრება.  სეპარატიზმის უპირველესი გამოვლინება კი ისაა, რომ  საქართველოს  მოქალაქეს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე    კლავენ, საკონტროლო ტყვიასაც ახლიან,  დღენიადაგ კი  „ცეცხლის განუახლებლობის შესახებ” დოკუმენტის ხელმოწერაზე  „ორიგინალურ აბრადაკაბრას” გვიკითხავენ. გამოდის, რომ  ქართული მხარე, რომელიც  სამშვიდობო ინიციატივების გაუმჯობესება- განახლებაზე  მუშაობს, მაგრამ ხელს არ აწერს  „ცეცხლის განუახლებლობის”  შესახებ  არახელსაყრელ დოკუმენტს,  სოხუმისთვის საფრთხედაა მიჩნეული.  თავად სოხუმი კი,  რომელიც უცოდველი კრავის სახელს მიელტვის, პირველი გვიხსნის ცეცხლს და მთელი მსოფლიოს თვალწინ  პირველი არღვევს სამშვიდობო შეთანხმებას. გამოდის, რომ  ქართველი გიგა ოთხოზორია ყოფილა სოხუმის და რუსეთის მთავარი  საფრთხე, ამიტომაც  ასე არაადამიანურად, გულდინჯად ხელყვეს მისი სიცოცხლე.  კანჯი-ოღლის „სამართლებრივი დევნის” ფარსის გათამაშება სახეზეა.  სახეზეა, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე, ორი კვირით ადრე, სოხუმისა და რუსეთის გამომწვევი ნაბიჯი,  რაც გამოიხატება, ერთი წლის თავზე მკვლელი კანჯი-ოღლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.   რა თქმა უნდა,   ეს ნაღმი,   ჟენევის მოლაპარაკების  წინ ასამოქმედებლად,  საგანგებოდ არის ჩაფიქრებული. მაგრამ, როგორც იტყვიან, თუ ინფორმირებული ხარ, არაკეთილმოსურნე განიარაღებულია და მოქმედების არეალი მათთვის  ძალზე შეზღუდულია.

მოვუწოდებთ აფხაზურ  და რუსულ მხარეებს,  დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება ქართული მხარის მოთხოვნაზე:  დაიწყოს ხელახალი სამართლებრივი დევნა  და გამოძიება მკვლელი კანჯი-ოღლის საქმეზე.  გამოძიების დასრულებამდე თავისუფლება  შეეზღუდოს რაშიდ კანჯი-ოღლის