კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საკუთრებაში ფართი გადასცა. ამ მოვლენის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში თეატრის ახალ ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თეატრმცოდნეები, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები და მსახიობები ესწრებოდნენ.

1993 წელს სოხუმის დატოვების შემდეგ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მოღვაწეობა თბილისში განაგრძო. მთელი ამ დროის განმავლობაში დევნილ თეატრს საკუთარი შენობა არ გააჩნდა და სხვადასხვა დროს შეკედლებული იყო რუსთაველის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თავისუფალ და ახმეტელის თეატრებში. ამიერიდან კი თეატრი უკვე საკუთარ შენობაში გააგრძელებს მოღვაწეობას.

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღას" პროფესიულ დღესასწაულს-ქართული თეატრის დღეს ულოცავს.

დევნილობაში მყოფი 2 თეატრი დღესაც აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას აგრძელებს, თავდაუზოგავად შრომობს, რათა არ ჩამორჩეს ქართული თეატრის განვითარების პროცესს და მის წინაშე მდგარ თანამედროვე გამოწვევებს. ქართული თეატრის ისტორიაში აფხაზეთიდან დევნილმა თეატრებმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს და შემოქმედებითი გამარჯვებით არაერთხელ გაახარეს მაყურებელი.

ვახტანგ ყოლბაიამ ჯანჯულიების მრავალშვილიან ოჯახს შობა-ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ ჯანჯულიების ოჯახს ესტუმრა.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახს შობა-ახალი წელი მოიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა, ხოლო ოჯახის ყველაზე პატარა წევრები კი საჩუქრებით გაახარა.

ვახტანგ ყოლბაიამ 103 წლის ლიდია ქებაძეს დაბადების დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია აფხაზეთიდან დევნილ 103 წლის ლიდია ქებაძეს ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცეს.

მთავრობის თავმჯდომარემ უხუცეს ქალბატონს დღეგრძელობა უსურვა და ყვავილები და საჩუქრები გადასცა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ იუბილარ ლიდია ქებაძეს ერთჯერადი ფულადი დახმარებაც გაუწია.

თანადგომის კიდევ ერთი დღე

დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები და პერიოდულად აგრძელებენ მონაწილეობას  ქ. თბილისში,   ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში. ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება.

მოზარდმაყურებელთა თეატრში გამართულ სპექტაკლს აფხაზეთიდან დევნილი 360 ბავშვი დაესწრო

მიმდინარე წლის 10, 11 და 12  იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით  ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში გამართულ სპექტაკლს “საახალწლო ნაძვის ხე”აფხაზეთიდან დევნილი 360  ბავშვი დაესწრო.

სტუმრად მედია-კავშირ ობიექტივის გადაცემაში ,,აფხაზეთის დრო”

დღეს,  მედია-კავშირ ობიექტივის გადაცემაში ,,აფხაზეთის დრო”  სტუმრად იყვნენ მიწვეულნი  დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი რომან კოკაია, რომლებმაც საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია დეპარტამენტისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობების ფუნქციური უფლებამოსილების, გაწეული საქმიანობის დადებითი და ნაკლოვანი მხარეების, პრობლემური საკითხების, მიღწეული შედეგებისა და პერსპექტივების შესახებ.  პასუხი გასცეს, კომპეტენციის ფარგლებში,  დაინტერესებულ ტელემაყურებელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

იხილეთ ვიდეო:

http://www.myvideo.ge/tv/obiektivi&seekTime=12-01-2017%2011:36

 

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურების წარმომადგენლებს შობა-ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის რამდენიმე დაწესებულებას ეწვია და შობა-ახალი წელი მიულოცა.

შეხვედრაზე დაწესებულებებში გასული წლის შედეგებზე, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მთავრობის თავმჯდომარემ სურვილი გამოთქვა, რომ დაწესებულების თანამშრომლებმა უფრო მეტი ინიციატივა გამოიჩინონ დევნილთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ხელი შეუწყონ საზოგადოებაში მათ აქტიურ ჩართულობას.

ვახტანგ ყოლბაიამ 2016 წელს გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის უწყებების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და სოციალურ პროექტებში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელები გადასცა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია ესწრებოდნენ.

მსგავსი ხასიათის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

2017 წლის 10 იანვარს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის აპარატის უფროსი ბატონი ოთარ გარმელია საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წ

2017 წლის 10 იანვარს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის აპარატის უფროსი ბატონი ოთარ გარმელია საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობას. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა ბატონ დემურ კეკელიას და წარმომადგენლობის თანამშროიმლებს 2016 წელს გაწეული საქმიანობისთვის. ამასთან, მთავრობის თავმჯდომარემ სურვილი გამოთქვა, რომ წარმომადგენლობის თანამშრომლებმა უფრო მეტი ინიციატივა გამოიჩინონ დევნილთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ხელი შეუწყონ საზოგადოებაში მათ აქტიურ ჩართულობას. შეხვედრის ბოლოს, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მოძრაობაში ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე’’-პროგრამის ფარგლებში აქტიური ჩართულობისათვის, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, მადლობის სიგელით დააჯილდოვა წარმომადგენლობის რიგი თანამშრომლები:
– სოციალური პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი ირმა ბეთაშვილი;
– რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლონდა საჯაია;
– წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წვევამდელთა აღრიცხვის განყოფილების უფროსი – გურამ ჯიქია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას შეხვედრა დეპარტამენტის თანამშრომლებთან

დღეს,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია შეხვდა დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებს, მიულოცა შობა-ახალი წელი.  თანამშრომლებთან დიალოგის დროს შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ნაკლოვან მხარეებს და პრობლემურ საკითხებს.  შეხვედრის დასასრულს  აფხაზეთის მთავრობის მიერ  ორგანიზებულ მოძრაობაში  ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე-საქართველო” აქტიური ჩართულობისათვის  დეპარტამენტის თანამშრომლებს:  გიზო თორდიას, მაკა ფიფიას,  ნინო კოტუას, ეკატერინე ბიგვავასა და ნანა აფაქიძეს გადაეცათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ერთობლივი სიგელები.

დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა ,,ალილოს'' მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა

 


 

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში.

ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ალილოს მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თვამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა და აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა და სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.

მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო. ალილოს მონაწილეები ჯერ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდნენ, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ტკბილეულით დახვდნენ. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება და შემოწირულობები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

2017-01-06    |   
აფხაზეთის მთავრობამ ალილოს მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თვამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო. ალილოს მონაწილეები ჯერ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდნენ, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ტკბილეულით დახვდნენ. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება და შემოწირულობები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ოჯახებს სადღესასწაულო ნობათი გადასცა

ნუცუბიძის პლატოზე კომპაქტურად  ჩასახლებულ  25 დევნილ ოჯახს   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აქციის  „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში    სადღესასწაულო ნობათები გადასცა და დამდეგი შობის დღესასწაული მიულოცა.

აქციას აფხაზეთის  მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია  ესწრებოდნენ.

2017-01-04    |   
სოხუმის საკათედრო ტაძარს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ   სოხუმის საკათედრო ტაძარს (ქ. სოხუმი, 4 მარტის/ლესელიძის ქუჩა) უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

სოხუმის საკათედრო ტაძარს ეს სტატუსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შესაბამის საბჭოსადმი წერილობითი  მიმართვისა  და მომზადებული სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე მიენიჭა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ  ქ. სოხუმის საკათედრო ტაძარი ამ დრომდე არ იყო შეტანილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. ამგვარი კვლევა კვლავაც გრძელდება და სავარაუდოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აფხაზეთში მდებარე კიდევ არაერთ ძეგლს მიენიჭება.