საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჟიული შარტავას დაბადებიდან 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, მისი წიგნის „დისკრეტული წარმოების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის მოდელებისა და მეთოდების კვლევა და დამუშავება“ ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, ჟიული შარტავას მეგობრები და თანამებრძოლები.
მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ და ჟიული შარტავა გაიხსენეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ წვერაიძემ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა შალვა ნაჭყებიამ.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჟიული შარტავას დაბადებიდან 73 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებსა და ოჯახის წევრებთან გაიმართა შეხვედრა და მათ გმირების სახელების უკვდავსაყოფად შექმნილი წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში" გადაეცათ. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით გამოიცა, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების ბიოგრაფიებსა და მათი გმირობის ისტორიების მოგვითხრობს. წიგნების გადაცემა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, შვილმკვდარი დედები და აფხაზეთის ომის ვეტერანი ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა წუხილს გამოთქვამს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, გამყოფ ხაზზე, ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დახურვის გამო და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაკონსტრუქციულია და ეწინააღმდეგება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატით გათვალისწინებულ ქმედებებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების კუთხით.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლების, უხეში დარღვევაა და, ამავდროულად, წარმოადგენს სერიოზულ ხელის შემშლელ ფაქტორს იმ სულისკვეთებისა, რომლითაც განმსჭვალულია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი.
ამ გადასასვლელების ჩაკეტვა არის ღია მცდელობა აფხაზი და ქართული მოსახლეობის ხელოვნური გახლეჩის, გახლეჩილ საზოგადოებებს შორის კიდევ უფრო დიდი უფსკრულის გაჩენის, რაც თავისთავად კონტრპროდუქტიულია იმ ფუნდამენტური საწყისებისა, რომელსაც თვით კონფლიქტის მოგვარების პროცესი მოიაზრებს სახალხო დიალოგისა და მხარეთა შორის ნდობის აღდგენის ფორმატში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეებს, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს კონსენსუსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ამავდროულად, ვიმედოვნებთ რომ ეს ღონიძიება არის დროებითი ხასიათის და მივმართავთ აფხაზეთის დე-ფაქო ხელისუფლებას, რომ გადახედოს ამ საკითხთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას.
დღეს დილით აფხაზეის სეპარატისტულმა რეჟიმმა გალის რაიონის საზღვარზე ორი საფეხმავლო გადასასვლელი (ოტობაია, ხურჩა) დაკეტა, რომელიც წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის მნიშვნელოვნად აადვილებდა სყოფაცხოვრებო, საგანმანათლებლო თუ სხვა პირადი სახის საჭიროებების მეტნაკლებად უზრუნველყოფის გზებსა თუ კომუნიკაციის საშუალებებს.
გალის რაიონის „გამგებლის“ – თემურ ნადარაიას განცხადებით – „გამშვები პუნქტების გადაკეტვა მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა, ეს პრეზიდენტ ხაჯიმბას წინასაარჩევნო დაპირება იყო. ბევრი ამბობდა რომ მტრულ სახელმწიფოსთან მეტი საკონტროლო გამტარი პუნქტი გვაქვს ვიდრე მეგობარ ქვეყანასთან. აქამდე არ ვკეტავდით ამ პოსტს, რადგან ადამიანები წვალობდნენ და ვერ აღწევდნენ ცენტრალურ პოსტამდე, ახლა გზები გავაკეთეთ და ზემო ზონაში ორი პოსტი დაიხურა.“
შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა: – „საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტი იქნება, რომ მოხდეს ამ გადაწყვეტილებების უკუქცევა. ჩვენ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ ყველა ფორმატის გამოყენებით, რათა დავიცვათ ადამიანების უფლებები და მათი თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობები უზრუნველვყოთ.“
გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმაც – „ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და არავითარ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ათასობით ადამიანს დააზარალებს, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ფენას, ხანდაზმულებს, ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში წასასვლელად 50 კილომეტრის ფეხით გავლა მოუწევთ.“
ენგურის ხიდი დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან კავშირის ერთადერთი გამშვები პუნქტია.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთისავტონომიურირესპუბლიკისმთავრობისთავმჯდომარისმოვალეობისშემსრულებელმავახტანგყოლბაიამდააფხაზეთისავტონომიურირესპუბლიკისმთავრობისწევრებმააფხაზეთისკონფლიქტისდროსდაღუპულმეომართადედებსუმასპინძლეს, მათ დედის დღემიულოცეს და ორგანიზაცია „კამპუსლაიონსკლუბთბილისთან“ ერთად თანამშრომლობის ფარგლებშისაჩუქრებიგადასცეს.ვახტანგ ყოლბაიამ კიდევ ერთხელ გადაუხადა დედებს მადლობამათიშვილებისგმირულითავდადებისთვის.
აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისინიციატივითმსგავსისახის შეხვედრებიყოველწლიურად იმართება.
დედის დღესთან დაკავშირებით, დავით აბულაძის ქართულ-იტალიურმა კლინიკამ" იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი დედებისთვის უფასო გამოკვლევები ჩაატარა. ბენეფიციარებმა მიიღეს: გინეკოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, თერაპევტის, ნევროლოგისა და ენდოკრინოლოგის მომსახურება.
აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ და დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა ხათუნა გარდაფხაძემ მოაწერეს ხელი.
დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა" აღჭურვილია იტალიური, იაპონური და ესპანური წარმოების მაღალტექნოლოგიური თანამედროვე აპარატურითა და ლაბორატორიული დანადგარებით და ყველა კვლევა შეესაბამება ევროპულ სტანდარტს და მუშაობენ წამყვანი სპეციალისტები.
დედის დღესთან დაკავშირებით, დავით აბულაძის ქართულ-იტალიურმა კლინიკამ” იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი დედებისთვის უფასო გამოკვლევები ჩაატარა. ბენეფიციარებმა მიიღეს: გინეკოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, თერაპევტის, ნევროლოგისა და ენდოკრინოლოგის მომსახურება.
აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ და დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის” გენერალურმა დირექტორმა ხათუნა გარდაფხაძემ მოაწერეს ხელი.
დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა” აღჭურვილია იტალიური, იაპონური და ესპანური წარმოების მაღალტექნოლოგიური თანამედროვე აპარატურითა და ლაბორატორიული დანადგარებით და ყველა კვლევა შეესაბამება ევროპულ სტანდარტს და მუშაობენ წამყვანი სპეციალისტები.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკისმთავრობის თავმჯდომარისმოვალეობის შემსრულებელმავახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკისმთავრობის წევრებმა აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართადედებს უმასპინძლეს, მათ დედის დღე მიულოცეს და ორგანიზაცია „კამპუსლაიონს კლუბ თბილისთან“ ერთად თანამშრომლობის ფარგლებში საჩუქრებიგადასცეს.ვახტანგ ყოლბაიამ კიდევ ერთხელ გადაუხადა დედებს მადლობამათი შვილების გმირული თავდადებისთვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსისახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.
2017 წლის 02 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში შედგა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას შეხვედრა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და ამ დაწესებულებების თანამშრომლებით დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფის წევრებთან.
შეხვედრაზე დაიგეგმა მიმდინარე წლის მარტის თვეში წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „უფასო პროფილაქტიკური გასინჯვების“ ჩატარებისათვის და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესი”-თ დადგენილ ფარგლებში დახმარებით სარგებლობისათვის საჭირო ღონისძიებები.
აფხაზეთისავტონომიურირესპუბლიკისდევნილთასაქმეებისდეპარტამენტშიაფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმავახტანგყოლბაიამ ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისადასოციალურიდაცვისსამინისტროს, აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკისდევნილთასაქმეებისდეპარტამენტის, აღმოსავლეთსაქართველოშიაფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისწარმომადგენლობისხელმძღვანელთანამდებობისპირებთანდაამდაწესებულებებისთანამშრომლებითდაკომპლექტებულსამუშაოჯგუფისწევრებთანშეხვედრა გამართა.
სამოქმედო რეგიონში განთავსებულ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრების პროგრამის ფარგლებში, რომელის მიზანს დევნილთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მათ წინაშე არსებული პრობლემების შესწავლა და აღმოფხვრის ხელშეწყობა წარმოადგენს, იმერეთის, გურიის , რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, მიმდინარე წლის 1 მარტს შეხვდა ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას.
პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა და თანმხლებმა თანამშრომლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია და ბეჭდური მასალა იმ სერვისების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია სახელმწიფო სტრუქტურების პროგრამებით და რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ დევნილმა ბენეფიციარებმა. მოისმინეს და ადგილზე შეისწავლეს ის პრობლემები, რომლებიც მათი განსახლების ობიექტებში არსებობს. ძირითადად ისინი კომუნალური ხასიათისაა და ზოგიერთი მათგანის გამოსწორება შესაძლებელია წარმომადგენლობის რესურსებით. არის ისეთი სახის პრობლემები, რომლებიც სხვა წყაროების მოზიდვით უნდა მოგვარდეს, რაზედაც მოქალაქეებს მიეცათ შესაბამისი განმარტებები და რეკომენდაციები. ასევე კომპეტენციის ფარგლებში გაეცა პასუხები დევნილთათვის საინტერესო შეკითხვებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა, წერილობითი თხოვნით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, ქ.თბილისში დ.აღმაშენებლის გამზ.N138-ში განსახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა კოლექტიურ განცხადებაზე რეაგირების მიზნით, სადაც დევნილები გამოხატავდნენ პროტესტს მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ მისამართზე დ.აღმაშენებლის N136, სსიპ თბილისის გ.მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაციის დაქირავებული სამშენებლო კომპანიის მიერ სამუშაოების ჩატარების გამო, რაც დევნილების აზრით, ზიანს აყენებს მათთვის სახელმწიფოს მიერ კერძო საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ შენობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის შუამდგომლობის გათვალისწინებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, საქმის მასალების შესწავლის მიზნით მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების დროებით შეჩერების შესახებ, რაზეც დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, 2017 წლის 1 მარტს ადგილზე გასვლით, მიეწოდა ინფორმაცია განმცხადებლებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა დღეს“. ლექცია ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის თხოვნის საფუძველზე ჩატარდა და ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ და ამავე სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი პატაშურმა წაიკითხეს.
საჯარო ლექციას ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ნორჩ-ისტორიკოსთა სკოლის 120-მდე მსმენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ პედაგოგებიც. ლექციის შედეგად მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე აფხაზეთის ა/რ არქიტექტურის თავისებურებებზე.
ხელოვნებათმცოდნე გიორგი პატაშურმა ბიზანტიური და ქართული ხუროთმოძღვრების შედარება წარუდგინა დამსწრეთ. ყოველივე ამ თავისებურებების გათვალისწინებით, ლექციაზე ხაზგასმით ითქვა, რომ აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა არის ქართული ხუროთმოძღვრების განუყოფელი ნაწილი. შეხვედრის დასასრულ ბავშვებსა და პედაგოგებს საჩუქრად გადაეცათ აფხაზეთის რუკები.