აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე სტეფანო კრეშენცი, საქართველოში აკრედიტებული, კონფლიქტის მოგვარების კუთხით მომუშავე საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ იტალიის ელჩს ეუთოს თავმჯდომარეობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ. საუბარი შეეხო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე ვითარებას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
ასევე განიხილეს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში შესაძლო განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქართველი და აფხაზი ახალგარდების დაახლოებას და მათ შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
თავის მხრივ იტალიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლები აგრძელებენ აქტიურ ჩართულობას ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობაში.
ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები, რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაარსებიდან 10 წლისთავი აღინიშნა სლოგანით: „ერთად აფხაზეთისათვის".
შეხვედრაზე ოკუპირებული გალის რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, საბავშო ბაღებისა და სახელოვნებო სკოლების მიმართულებით 10 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და მიღწეული შედეგები ვრცლად წარმოადგინა გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნონა შონიამ. რესურსცენტრის საქმიანობა და გალის რაიონში ქართული სკოლების და ქართული ენის სწავლების მძიმე მდგომარეობა თავიანთ მხრივ შეაჯამეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და სხვ. გამომსვლელებმა გალის ოკუპირებული ზონის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს არსებულ რეალობაში გამოვლენილი უდიდესი ძალისხმევის გამო მადლობა გადაუხადეს.
შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. გალის რაიონის სკოლების საბაზო საფეხურის 11 წარჩინებულ მოსწავლეს კი ლეპტოპები, ხოლო 4 წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.
არტ-გალერეაში გამოფენილი იყო გალის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა ნახატები და ხელნაკეთი ნივთები. გალის სახელოვნებო და საშუალო სკოლების მოსწავლეებმა საფორტეპიანო ნაწარმოებები შეასრულეს და ქართულ და აფხაზურ ენებზე ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თამარ მალაზონია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ინდოეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლეს და კორპორაცია ,,BREEZE"-ს ხელმძღვანელებს ბატონ კუმორს და იუსტინა ჩუდრის შეხვდა. შეხვედრას აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ბასარია, საქართველოში აკრედიტებული, კონფლიქტის მოგვარების კუთხით მომუშავე საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია და ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" ხელმძღვანელი ალუ გამახარია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საქმიანობაზე, განხორცილებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა ,,სსიპ" - ების აქტიურ ჩართულობას სხვადასხა პროექტებში, რომლის განხორციელებასაც ზემოაღნიშნული ორგანიზაციები გეგმავენ საქართველოში.
„შეხვედრა საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იყო, შედეგზე რომელიც მიზნად ისახავს წარმატებულ ბიზნეს პროექტებში დევნილი მოსახლეობის აქტივის გამოყენებას, რასაც მივესალმები და მომავალშიც მაქსიმალურად მხარს დავუჭერ" - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მუშაობის ათი წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ერთად აფხაზეთისთვის" ჩატარდა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ოკუპირებული გალის რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, საბავშო ბაღებისა და სახელოვნებო სკოლების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების ანგარიში.
ოკუპირებული აფხაზეთის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. აგრეთვე გალის სხვადასხვა სკოლის საბაზო საფეხურის 11 წარჩინებული მოსწავლე ლეპტოპით, ხოლო 4 წარჩინებული კურსდამთავრებული კი ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
არტ-გალერეაში გამოფენილი იყო პროექტ „გზავნილები აფხაზეთიდან" ფარგლებში გალის სამხატვრო სკოლაში შექმნილი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები. შესრულდა საფორტეპიანო ნაწარმოებები და ქართულ და აფხაზურ ენებზე წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თამარ მალაზონია და სამინისტროს თანამშრომლები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანიზებით ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში პოეტისა და მწერლის ნაირა მარშანიას წიგნის „ადრე თუ გვიან" პრეზენტაცია გაიმართა.
ნაირა მარშანიას ახალი წიგნი „ადრე თუ გვიან" ქართულ-აფხაზურ ტრადიციებსა და ურთიერთთანადგომას ეძღვნება.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
საქართველოს მწერალთა კავშირმა ნაირა მარშანიას ქართული კულტურის დესპანის წოდება მიანიჭა.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის ოფისის კოორდინატორი ჰუსეინ შანლი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
მთავრობის თავმჯდომარემ თურქ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებსა და მათ სიმტკიცეს. აგრეთვე გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები. ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის განხორცილებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
თავის მხრივ ფატმა ჯერენ იაზგანმა, მადლობა გადაუხადა ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის, დაადასტურა თურქეთის რესპუბლიკის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, გმირობისა და თავდადებისთვის აფხაზეთის ომში მონაწილე მებრძოლები, სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი გმირების ოჯახებისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა.
დაჯილდოებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მიიღო მონაწილეობა.
ქ. თბილისში, “ვახუშტის” ხიდთან, გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებს შორის, ხუთშაბათობით, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხალისე თანამშრომლები.
ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები, რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მეორე პოლიტიკური მდივანი მარგარეტ ბელოფი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
თავმჯდომარემ ბრიტანელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარებისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
შეხვედრაზე განიხილეს გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ხელშეწყობით საქართველოში უკვე განხორცილებული და აგრეთვე სამომავლოდ გასახორციელებელი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთთან დაახლოების პროცესს.
თავის მხრივ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიასა და UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა, აგრეთვე ისაუბრეს ერთობლივ სამომავლო პროექტებზე და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიასა და UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა, აგრეთვე ისაუბრეს ერთობლივ სამომავლო პროექტებზე და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
14 იანვარი დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეა. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო 2012 წლიდან 14 იანვარს დროშის დღეს აღნიშნავს. წლეულს ეს თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს რამდენიმე რეგიონში აღნიშნა და ბოლოს სენაკში განთავსებულ აფხაზეთის თემურ ბოკიჩავას სახელობის მეშვიდე საჯარო სკოლაში დაასრულა. სკოლის ეზოში დროშა აღმართეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას შვილმა, მე-4 კლასის მოსწავლემ ალექსი ბოკუჩავამ, მეუღლემ მაია ცეცხლაძემ და მასწავლებელმა ეკა სიჭინავამ. სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა ანსამბლმა „სენაკმა“.
გიორგი მარგველაშვილმა დაათვალიერა სკოლის ბიბლიოთეკა, რომლის რეაბილიტაცია 2016 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს სკოლის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
ცერემონიალში მონაწილეობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენელი ალიკა ჩიკვაიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველი რამინ საჯაია და სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ 2-დან 5 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 70-მდე მოზარდს საახალწლო საჩუქრები გადაეცა.
დევნილ მოზარდებს საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ გადასცეს.
საქველმოქმედო აქცია სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭიტა"-სა და სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის" მხარდაჭერით განხორციელდა.
ფრიდონ თოდუას დღეს 74 წელი შეუსრულდებოდასულ რაღაც ოთხი თვეა, რაც ჩვენს შორის არ არის ფრიდონ თოდუა, საყოველთაოდ ცნობილი ქართველი, უმაღლესი დონის პროფესიონალი, მსოფლიო აღიარების მქონე მეცნიერი, ევროპის, ამერიკისა და რიგი საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრი, მრავალი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, უბადლო ორგანიზატორი და, ამავე დროს, თითქოს ერთი რიგითი ქართველი, უზომოდ შეყვარებული თავის ხალხსა და ქვეყანაზე, გამორჩეული პიროვნული თავმდაბლობით, გულმოწყალებით, კაცთმოყვარეობით, სხვისი ჭირისა და ტკივილის გათავისებით.ბატონი ფრიდონის ამ ადამიანურ ღირსებებზე შემთხვევით არ გამიმახვილებია ყურადღება. მასთან მრავალწლიანმა საქმიანმა და მეგობრულმა ურთიერთობამ დამარწმუნა, თუ რაოდენ დიდი იყო მასში უბრალო, ხელმოკლე, დაუცველი ადამიანების დახმარების სურვილი და რა დიდ ბედნიერებას ანიჭებდა თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე, მადლიერი პაციენტების ბედნიერი სახეები.ის იყო ადამიანი, რომელიც ყველაფერში გიქმნიდა კომფორტს, თავიდან აგაცილებდა ყოველგვარ უხერხულობას და თუ იქით ვერ გაუბედავდი, ან ვერ შეკადრებდი, აქეთ შემოგთავაზებდა მისთვის ჩვეულ უანგარო დახმარებას, თანადგომას... ასე შემოგვთავაზა მან მის მიერ დაარსებულ, საქართველოს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობა, ანუ ფრიდონ თოდუა ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შორის, რომელსაც ჩვენი დახმარების სურვილი თავად გაუჩნდა. სამხრეთ კავკასიის ამ ყველაზე წარმატებულ კლინიკაში სამედიცინო კონსულტაციებს და მაღალტექნოლოგიურ კვლევებს დღესაც უსასყიდლოდ იტარებენ ჩვენი დევნილები, ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩამოსული ბენეფიციარები, რომელთა შორის უმეტესობა ეთნიკური აფხაზია.ბატონი ფრიდონი იყო ადამიანი, რომელიც კარგად იცნობდა აფხაზ ეთნოსს, მის ისტორიულ და გენეტიკურ წარმომავლობას. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების საქმეში განსაკუთრებულ როლს ჯანდაცვას ანიჭებდა და ეს კარგად იცოდა ყველამ როგორც თბილისში, ასევე სოხუმშიც, გალშიც და სამაჩაბლოშიც. სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე აფხაზ კოლეგებთან, რომლებიც ენდობოდნენ და უაღრესად დიდ პატივს სცემდნენ ამ მსოფლიო მასშტაბის მედიკოს-მეცნიერს, ეამაყებოდათ მასთან ურთიერთობა, ითვალისწინებდნენ მის პროფესიულ რჩევებს.ბატონი ფრიდონის აქტიური მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყარა მისი მშობლიური, ზუგდიდის რაიონის რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობას. კლინიკა, მისი თქმით, ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების ნათელი დასტური უნდა ყოფილიყო და მას ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის ერთ-ერთი მძლავრი ბურჯის ფუნქციაც უნდა ეტვირთა. მძიმე ავადმყოფიც კი ხშირად უბრუნდებოდა ამ თემას და ამით მიგვანიშნებდა მისი ცხოვრების უმთავრეს ნიშნულზე - დიდი ხელოვნებაა, დანერგო მშვენიერი იდეები, რომლებიც ადამიანთა ბედნიერებისთვის ყველაფრის შეწირვას მოითხოვს. ფრიდონ თოდუას, საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ხალხის კეთილდღეობას შეწირულ ადამიანს ზედმიწევნით მიესადაგება ერთ-ერთი ბრძენის სიტყვები - ექიმს ეპატიება, უმკურნალოს სხვას, მაგრამ თვითონ არ იყოს ჯანმრთელი. სხვის ჯანმრთელობაზე მზრუნველს საკუთარი დაავიწყდა -მოულოდნელად დაგვტოვა.ფრიდონ თოდუას მსგავსი ადამიანები ქმნიან ეპოქას, განურჩევლად იმისა, სადაა მათი ასპარეზი - მსოფლიოს წამყვან ქირურგიულ ცენტრებში, ასოციაციებსა თუ მშობლიური ქვეყნის ჯანმრთელობის სადარაჯოზე.
ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი