მიმდინარე წლის 21 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის“ მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე მოსმენილ იქნა ინფორმაცია სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების მიმდინარეობის/შედეგების შესახებ. ასევე, განხილულ იქნა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს მიერ დამატებით წარმოდგენილი მასალები დევნილთა საცხოვრებელი შენობების შესახებ (სამი ობიექტი). კომისიაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, წარმოდგენილი ობიექტების მდგომარეობის შესწავლისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, ადგილზე იქნან მივლინებული კომისიის წევრები და დარგის სპეციალისტები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს ჯაბა სამუშიას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ისაუბრეს ფონდის საქმიანობაზე, სახელმწიფო საგრანტო კონკურსებსა და მიზნობრივ პროექტებზე. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური პრემიის მოსაპოვებლად კონკურსს წელს პირველად ატრებს. კონკურსი ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურის განვითარებას, ლიტერატურაში ახალი სახეების, ახალგაზრდა ნიჭიერი ავტორების აღმოჩენას. ახალგაზრდა თაობამ მხოლოდ გადმოცემით იცის აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შესახებ. ეს ის თაობაა, რომელმაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს პრობლემის გადაჭრაში, რისი ერთერთი საუკეთესო გზაც სწორედ კალამია. კონკურსი ერთგვარი მოტივაციაა ახალგაზრდა მწერალთათვის. საგულისხმოა, რომ ეს ჯილდო არ აღიქმება როგორც მხოლოდ მატერიალური მხარდაჭერა, არამედ ის გულისხმობს ახალგაზრდების დამოკიდებულებას ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისადმი, მათ სამშვიდობო როლს პრობლემის მოგვარების საკითხში.
კონკურსში მონაწილეობა და პირობები:
• პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ახალგაზრდა (16-დან 35 წლამდე) ავტორებს, რომლებიც კონკურსზე წარმოადგენენ მშვიდობის, სიყვარულის და პატრიოტიზმის თემაზე შექმნილ პოეტურ ნაწარმოებს (არაუმეტეს 3 ლექსი);
• კონკურსი ცხადდება 07 სექტემბერს, ხოლო ნაწარმოებებისა და საჭირო დოკუმენტების მიღება გაგრძელდება 21 სექტემბრამდე.
განაცხადის ფორმა და ნაწარმოებების წარდგენის პირობები ქვეყნდება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე, მწერალთა კავშირის საინფორმაციო გვერდზე და ,,მწერლის გაზეთში“.
• კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს;
• საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაშრომები სასურველია ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას.
• საკონკურსოდ პოეტური ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან აფხაზურ ენებზე (ქართული თარგმანის თანხლებით).
პრემიის მინიჭების პირობები:
• ნაწარმოებების შეფასება მოხდება ათბალიანი სისტემით;
• ჟიურის მიერ გამოვლენილი 7 საუკეთესო ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით, თითეული 375 (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით და გადაეცემათ დიპლომები.
• კომპეტენტური ჟიური შეარჩევს საუკეთესო ნაწარმოებებს, რომლებიც შევა კატალოგში და დაურიგდებათ ავტორებს.
კონკურსის შედეგი:
• კონკურსის საბოლოო შედეგი და გამარჯვებულთა სია ქვეყნდება არაუგვიანეს 01 ოქტომბრისა, რომელსაც ამტკიცებს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი.
• მონაწილეები მიწვეული იქნებიან პოეზიის ფესტივალზე, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში, (წყნეთი, დიმიტრი ამილახვარის ქუჩა #29, ჰ. გონაშვილის სახელობის #29 ხელოვნების სკოლა).
საკონკურსო მასალების მიღების პირობები:
ახალგაზრდა მწერალთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა 2020 წლის 21 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინოს:
• განცხადება;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• საკონკურსო ნაშრომი: წიგნი, კრებული ან თაბახზე ამობეჭდილი საკონკურსო მასალა.
განცხადებები მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მისამართზე: ქ.თბილისი, უზნაძის №68.
ან შევსებული განცხადება და ნაშრომის ელექტრონული ვერსია (ფონტი – Sylfaen; შრიფტის ზომა – 11) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: iamotsapia@yahoo.com
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სასტუმრო „მუზაში“, ონლაინ კონკურსის - ,,ენგურს იქით სანაპირო“ გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება გაიმართა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ, ჟურნალისტებისთვის გამოცხადებულ ონლაინ კონკურსის - ,,ენგურს იქით სანაპირო“ ფარგლებში გამოვლენილ საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორებს, ფულადი ჯილდო და სამახსოვრო საჩუქრები გადაცათ.
I ადგილი - ქეთი ხატიაშვილი - „19 წლის აფხაზი სტუდენტი გოგოს სამირას დღიურებიდან“
II ადგილი - თამარ ბუბაშვილი - „აფხაზეთი იმედის დილაში“ (ვიდეო სიუჟეტი)
III - ადგილი - გულიადა ჭკადუა - „რამდენიმე ფრაგმენტი სურათისათვის“
ასევე, სპეციალური სახელობითი საჩუქრები გადაეცათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აღნიშნული თემის ინტენსიურად გაშუქებაში.
ჟურნალისტები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ დააჯილდოვა.
პროექტის მიზანია, ჟურნალისტების ჩართულობით, აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესების ხელშეწყობა, სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების განვითარება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით სასტუმრო „მუზაში“ონლაინ კონკურსის ,,ენგურს იქით სანაპირო“ გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება გაიმართა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საკონკურსო ჟიურის მიერ გამოვლენილ საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორებს ფულადი ვაუჩერები და სერტიფიკატები გადაეცათ. ასევე, სპეციალური სახელობითი ჯილდოები გადაეცათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აღნიშნული თემის ინტენსიურად გაშუქებაში.
პროექტში მონაწილე ჟურნალისტები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ დააჯილდოვა.
ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული ონლაინ კონკურსის ,,ენგურს იქით სანაპირო“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია, ჟურნალისტების ჩართულობით, აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებაში ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესების ხელშეწყობა, სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების განვითარება.
განსაკუთრებულად მინდა ეს დღე მივულოცო რეგიონებში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რომლებიც ახალი გამოწვევების პირობებში, დისტანციური სწავლებისას მიღებული გამოცდილებით აღჭურვილნი, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად შეაღებენ მონატრებული მშობლიური სკოლების კარებს და მერხებს მიუსხდებიან.
მოსწავლეებო, გილოცავთ და გისურვებთ, განსაკუთრებით წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისათვის ეს წელი! თავიდანვე უნდა გაითავისოთ, რომ გულმოდგინედ სწავლასა და დისციპლინას, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის ყურის დაგდებას ამიერიდან ახალი ვალდებულებებიც უნდა შეუთავსოთ – საკუთარ თავზე უნდა აიღოთ ახალი რეგულაციების დაცვაზე ზრუნვა და გაუფრთხილდეთ როგორც პირად, ისე გვერდით მყოფთა ჯანმრთელობას. ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გამომუშავებასაც ნიშნავს, რათა მალე სხვა ქალაქების ბავშვებიც მიუსხდნენ სკოლის მერხებს. მასწავლებლებს კი ვუსურვებ, თავიანთი აღსაზრდელებისა თუ აღზრდილების წარმატებებით ეამაყოთ მუდამ!
განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს პირველკლასელებს, რომელთა ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი იწყება.
როლანდ ნიჟარაძე,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ დიღომში, ბ. პაიჭაძეს ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართა, საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.
რუსლან აბაშიძემ დევნილებს აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში არსებული პროექტების და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი დავით ძალამიძე მონაწილეობდა.
ერთობლივ დოკუმენტს ხელი უწყების ხელმძღვანელებმა მოაწერეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმაც. ივანე დოლიძის თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი ღონისძიებები და თემატური ხასიათის შეხვედრები. მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს თანამშრომლები მათთვის საჭირო სტატისტიკური მონაცემების, გადამუშავების და სხვა საკითხების შესახებ საქსტატისგან პროფესიულ კონსულტაციებს და რჩევებს მიიღებენ.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მემორანდუმი ორი უწყების თანამშრომლობას კიდევ უფრო განამტკიცებს და მხარეები ერთმანეთისთვის საჭირო ინფორმაციას გაცვლიან. კერძოდ კი, დოკუმენტის თანახმად, დაინტერესების შემთხვევაში საქსტატი უწყებაში არსებულ სტატისტიურ ინფორმაციას, კვლევებს და სხვა მონაცემებს მიაწვდის სამინისტროს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელ - ლუიზა ვინტონთან სამუშაო შეხვდრა გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად არსებულ ვითარებას, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთში COVID-19 -ით ინფიცირებულ პაციენტთა მზარდ დინამიკაზე და ზოგადად COVID-19 -ით გამოწვეულ გამოწვევებზე. ასევე, განიხილეს არსებული და სამომავლო გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დევნილთა საკითხებზე.
შეხვედრას, მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია და UNDP-ის კრიზისების პრევენციის და რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვარდიშვილი ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მზიურის პარკში ღონისძიება „აფხაზეთი ფერებში“-მოეწყო. ღონისძიებაზე ონლაინ კონკურსების მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში“ და ფოტოკონკურსი „საერთო ტრადიციებით, საერთო მომავლისკენ“. გამრჯვებულების დაჯილდოება გაიმართა .
ღონისძიების ფარგლებში კონკურსებში გამარჯვებულებს სიგელები, სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ასევე, მზიურის პარკში საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის „აფხაზეთი ფერებში“ პრეზენტაცია გაიმართა.
გამარჯვებულ კონკურსანტებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ გადასცეს.
2020 წლის 8 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე - გურამ მისაბიშვილი და ფოთის მუნიციპალიტეტის მერი - გოჩა კურდღელია, ფოთის მუნიციპალიტეტში, ნატო ვაჩნაძის ქ. N24-ში (ყოფილი საბავშვო ბაგა-ბაღი) მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ. შეხვვედრაზე მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ შენობას ჩაუტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შეხვედრაზე ასევე მოსმენილ და განხილულ იქნა დევნილთა მიერ დასმული ყოფითი საკითხები, რის შესახებაც მათ მიეწოდათ ინფორმაცია და გაეწიათ შესაბამისი კონსულტაციები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა შენგელია სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში მოქმედ აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვია, ახალი სასწავლო წლისთვის მათ მზადებას გაეცნო და აღნიშნა: მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან საგანმანათლებლო რესურსებით.
გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სავალდებულო რეკომენდაციების გათვალისწინებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სკოლები აღჭურვილია პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერისა და ზედაპირების სადეზინფექციო სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელ ლუიზა ვინტონთან სამუშაო შეხვდრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად არსებულ ვითარებას, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთში COVID-19 -ით ინფიცირებულ პაციენტთა მზარდ დინამიკაზე და ზოგადად COVID-19 -ით გამოწვეულ ჰუმანიტარულ გამოწვევებზე.
რუსლან აბაშიძემ და ლუიზა ვინტონმა ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და საერთო მიზნებზე, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დევნილთა საკითხებზე.
შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, UNDP-ის კრიზისების პრევენციის და რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვარდიშვილი და მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მზიურის პარკში ღონისძიება „აფხაზეთი ფერებში“-მოეწყო. ღონისძიებაზე ონლაინ კონკურსების მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში“ და ფოტოკონკურსი „საერთო ტრადიციებით, საერთო მომავლისკენ“. გამრჯვებულების დაჯილდოება გაიმართა .
ღონისძიების ფარგლებში კონკურსებში გამარჯვებულებს სიგელები, სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო გადაცათ, ასევე მზიურის პარკში საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის „აფხაზეთი ფერებში“ პრეზენტაცია გაიმართა.
გამარჯვებულ კონკურასნტებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა დავით ფაცაციამ გადასცეს.
2020 წლის 31 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ,,ერთი სამუშაო დღე ტერიტორიულ ორგანოში“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გურამ მისაბიშვილი გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეულ მუშაობას, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისგან მიეწოდა ინფორმაცია მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
დღის ბოლოს ჩატარდა შემაჯამებელი სხდომა სადაც განხილული იქნა რიგი საკითხები, კერძოდ:
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბების პროცესის მიმდინარეობისა და შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ურთიერთობის შესახებ;
დევნილი მოსახლეობის სოციალური საკითხების შესაწავლისა და ბენეფიციართათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ;
დევნილთა საცხოვრებელი შენობებში მცირეფასიანი და გადაუდებელი და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ;
ტერიტორიული ორგანოს წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის საქმიანობისა და 2020 წლის საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ტერიტირიული ორგანოს ახალ ოფისში მიმდინარე და დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ.
შემაჯამებელ შეხვედრაზე ინფორმაციები წარადგინეს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა კოტე ბასარიამ, ტერიტორიული ორგნოს ხელმძღვანელის მოადგილე თეიმურაზ ბოკუჩავამ, ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსმა ბესიკ გეგიამ, სამსახურის უფორისის მოადგილე რამაზ აბლოთიამ, ამავე სამსახურის სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსმა გიორგი რიგვავამ და ტერიტორიული ორგანოს წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა გელა ბეჭვაიამ.
შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება და არსებობს მზაობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში დევნილი მოსახლეობისთვის გასვლითი მიღებების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში ადგილზე განხორციელდება დევნილებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა.
შეხვედრის ბოლოს გაანალიზდა ზემოთ ხსენებულ სფეროებში გაწეული მუშაობა და დაისახა სამომავლო გეგმები, რის შემდგომაც გურამ მისაბიშვილი გაეცნო ტერიტორიული ორგანოს ოფისში მიმდინარე და დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს.