იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სსიპ - "კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს" მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 31 აგვისტოსა და 2 სექტემბერს ქალაქ ფოთსა და ზუგდიდში ჩატარდა ღონისძიება - "ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნებაზე ზრუნვა - ჩვენი არჩევანია".
ღონისძიების ფარგლებში 10-14 წლამდე ასაკის, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით გაიმართა მინი ფეხბურთის ტურნირები და მოეწყო დასუფთავების აქციები.
პროექტის - "ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნებაზე ზრუნვა - ჩვენი არჩევანია" მიზანია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათი ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება და გარემოს დაცვით აქტივობებში მონაწილეობით, ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერების ხელშეწყობა.
სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიულ შენობას, ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, უკრაინის სახელმწიფო ორდენის კავალერის, სენაკის საპატიო მოქალაქის დიმიტრი ჯაიანის სახელი მიენიჭა. ასევე, შენობაში განთავსდა დიმიტრი ჯაიანის მემორიალური დაფა, რომელიც ხელოვანის ვაჟმა და შვილიშვილმა - ჯაბა და გიორგი ჯაიანებმა გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში დიმიტრი ჯაიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
საზეიმო ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიმიტრი ჯაიანის ოჯახის წევრები, და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2020 წლის 3 სექტემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, 84 სახელმწიფოს მხარდაჭერით მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ეს არის საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა მხარდაჭერის მორიგი ძლიერი დადასტურება.
რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 54 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას, რაც ნათლად მეტყველებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ქართულ სახელმწიფოსთან ერთად აგრძელებს ძალისხმევას საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიული მთლიაობის აღდგენის, კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მშვიდობიანი მოგვარებისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო, ღირსეული, ნებაყოფლობითი და უპირობო დაბრუნებისათვისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, დევნილი საზოგადოების სახელით, მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი და იმედს გამოთქვამ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ახლო მომავალში გამოიღებს სასურველ შედეგს და დაასრულებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ ორგანოსთან არსებული მუდმივმოქმედი მცირე სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების კომისიის მიერ, პროგრამის ფარგლებში ქობულეთში, 9 აპრილის ქუჩა #109, ყოფილი მე-7 სკოლის პირველ კორპუსში, სადაც აფხაზეთიდან კომპაქტურად განსახლებული დევნილები ცხოვრობენ, მიმდინარეობს შენობის საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებელი სამუშაოები; პროექტის ფარგლებში განხორციელდება შენობის საერთო მოხმარების საკანალიზაციო სისტემაზე არსებული დაზიანებული მილების დემონტაჟი და ახალი მილების მონტაჟი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით სპორტული ღონისძიებები და დასუფთავების აქცია მოეწყო.
ღონისძიებები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მონაწილეობით გაიმართა და მასში სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლებებიდან აფხაზეთიდან დევნილი 10-14 წლის ასაკის ბავშვი მონაწილეობდა.
ორივე მუნიციპალიტეტში სამი დღის განმავლობაში საფეხბურთო ტურნირები ჩატარდა, სადაც 12 გუნდი ასპარეზობდა. მატჩების დასრულების შემდეგ გამარჯვებული გუნდები თასებით, მედლებით, სიგელებით და სპორტული ინვენტარით დაჯილდოვდა, ხოლო ტურნირის ყველა მონაწილეს საჩუქრად სპორტული ფორმები გადაეცა.
ღონისძიებებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის პროგრამის "ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნების დაცვა" ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათი ფუზიკური უნარ-ჩვევების განვითარება და გარემოს დაცვით აქტივობებში მონაწილეობით, ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერების ხელშეწყობა.
სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით „მთვარის მოტაცება“ (რეჟისორი გოჩა კაპანაძე) გაიხსნა.
ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვ.
რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი, პანდემიის გათვალისწინებით, ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.
სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით გაიხსნა. სოხუმის თეატრი მაყურებლის წინაშე გოჩა კაპანაძის სპექტაკლით „მთვარის მოტაცება“ წარსდგა.
ფესტივალის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეექვსედ იმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ტარდება, საფესტივალო სპექტაკლები სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე, ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
სენაკის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიულ შენობას, ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, უკრაინის სახელმწიფო ორდენის კავალერის, სენაკის საპატიო მოქალაქის დიმიტრი ჯაიანის სახელი მიენიჭა. ასევე, შენობაში განთავსდა დიმიტრი ჯაიანის მემორიალური დაფა, რომელიც ხელოვანის ვაჟმა და შვილიშვილმა - ჯაბა და გიორგი ჯაიანებმა გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში დიმიტრი ჯაიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
საზეიმო ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიმიტრი ჯაიანის ოჯახის წევრები, რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიულ შენობას, ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, უკრაინის სახელმწიფო ორდენის კავალერის, სენაკის საპატიო მოქალაქის დიმიტრი ჯაიანის სახელი მიენიჭა. ასევე, შენობაში განთავსდა დიმიტრი ჯაიანის მემორიალური დაფა, რომელიც ხელოვანის ვაჟმა და შვილიშვილმა - ჯაბა და გიორგი ჯაიანებმა გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში დიმიტრი ჯაიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
საზეიმო ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიმიტრი ჯაიანის ოჯახის წევრები, და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიმდინარე წლის 2 სექტემბერს სამინისტროში ჩატარდა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის“ მორიგი სხდომა. სამუშაო პროცესში, ონლაინ-რეჟიმის ფარგლებში მონაწილეობდნენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები.
სხდომის თავმჯდომარემ ბატონმა კონსტანტინე კუჭუხიძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში COVID 19-ის კუთხით არსებულ ვითარებაზე და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს მოუწოდა, ინფექციის გავრცელების თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, უზრუნველყონ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა, ასევე, სამოქმედო რეგიონებში მოქალაქეთა ინფორმირებულობა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და აზრთა შეჯერების შედეგად, კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო ხუთი (5) ობიექტთან დაკავშირებით.
ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქუჩა N1
ქ. რუსთავი, კოსტავას ქ.N35
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახალსოფელი (ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბინები),
ფოთის მუნიციპალიტეტი, ნ. ვაჩნაძის ქ. N24 (ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა);
ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ყოფილი კომაროვის სახ. ფიზიკა-მათემატიკური სკოლის შენობა.
კომისიის გადაწყვეტილებით, უმოკლეს ვადებში, განხორციელდება სამუშაოების შესყიდვის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ელექტრონული ტენდერის გამოცხადება.
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ ორგანოსთან არსებული მუდმივმოქმედი მცირე სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების კომისიის მიერ ქ. ბათუმში, აფხაზეთის ქუჩა #22 - ში მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში სარემონტო სამუშაოები დასრულდა. განხორციელდა შენობის ოთხ საერთო მოხმარების საკანალიზაციო სისტემაზე არსებული დაზიანებული მილების დემონტაჟი და ახალი მილების მონტაჟი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ბატონი კონსტანტინე კუჭუხიძე და სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე ქ. რუსთავში, კოსტავას # 35 მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. მინისტრი ადგილზე გაეცნო შენობაში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას და მათთან ერთად იმსჯელა არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე. შეხვედრისას დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია შენობაში სარემონტო (აღდგენითი) სამუშაოების ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და თანმდევი შედეგების შესახებ.
ახლახან მასმედიის რამდენიმე საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიისთვის „კინო და ღვინო“ ფილმის „მუჰაჯირები“ (ციკლიდან „სიმართლე აფხაზეთზე“) გადაღების დაკვეთის ბრძანება გამოსცა და გადაწყვეტილების შესათანხმებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა.
ფაქტი ისაა, რომ ბრძანება მართლაც გამოიცა, თუმცა ზოგიერთი ტელევიზია რეალობის ფარგლებს გასცდა და აღნიშნა: თითქოს ეს თანხა სამინისტრომ კომპანიის ანგარიშზე 7 აგვისტოს ჩარიცხა, მაშინ, როდესაც ხსენებული ბრძანება 13 აგვისტოს იყო გამოცემული. სიცრუე მას მერე გაცხადდა, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, წარდგენილ დოკუმენტაციაში გარკვეული ცვლილებების შეტანის მიზნით, სამინისტროს თანხმობის განაცხადის უკან გახმობა ურჩია. სამინისტრომ განაცხადი გამოიხმო, რასაც მასთან დაკავშირებული ბრძანების ბათილად ცნობა მოჰყვა. თუმცა შესაბამისი ინფორმაცია არ გავრცელებულა. სიცრუის გამო კი, რომ კომპანია „კინო და ღვინოს“ ანგარიშზე თანხა არ იყო ჩარიცხული, ბოდიშიც არავის მოუხდია.
ამიტომაც სამინისტროს, საკითხის არსში სიცხადის შეტანის მიზნით, მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რას ეფუძნებოდა ფილმის გადაღების გადაწყვეტილება:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აქვს „კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის“ პროგრამა, რომლის ქვეპროგრამაც „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია“ აფხაზეთთან დაკავშირებულ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გულისხმობს არა მხოლოდ კონკრეტულად ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციას, არამედ ქართულ-აფხაზური ერთიანი ისტორიული წარსულისა და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას საქართველოსა და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.
ამ შინაარსის განცხადების გავრცელების შემდეგ სამინისტროს მომართა კომპანიამ „კინო და ღვინო“ და წარმოადგინა პროექტი ფილმის „მუჰაჯირები“ (ციკლიდან „სიმართლე აფხაზეთზე“) გადასაღებად. პროექტის განხილვის შემდეგ სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, ფილმის სინოფსის, პროექტის შინაარსისა და ამოცანების განხილვის შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი პროექტის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება. პროექტისა, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთში რუსული იმპერიალიზმის ყველაზე მძიმე გამოვლინების - XIX საუკუნის მეორე ნახევრის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის - მუჰაჯირობის, ანუ მშობლიური მიწა-წყლიდან აფხაზებისა და ქართველების იძულებითი განდევნის, ხოლო ამ გზით უბიხების, შაფსუგებისა და აბაზგების მთლიანად გადაშენების რეალური სურათის ჩვენებას დოკუმენტური მასალებისა და ისტორიული წყაროების გამოყენებით. რუსული საოკუპაციო პროპაგანდა ისტორიის გაყალბებით, რეალობის დამახინჯებით, სიცრუითა და ცილისწამებით ცდილობდა და ცდილობს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს. დოკუმენტური ფილმი კი მსოფლიოს გააცნობს ისტორიულ სიმართლეს, რომლის თანახმადაც ქართველი და აფხაზი ერთნაირადაა დიდი იმპერიის მსხვერპლი. გარდა ამისა, დოკუმენტური ფილმი რეალობას გააცნობს მომავალ თაობებს - აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს და დასაბუთებულ პასუხს გასცემს მათ საერთო მტერს.
და ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ის მზად არის ნეიტრალური პოზიციის (და არა ტენდენციურ) საინფორმაციო საშუალებებს უფრო ვრცლად და საფუძვლიანად მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა, ბატონმა კონსტანტინე კუჭუხიძემ, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან დავით ძალამიძესთან ერთად ქ. რუსთავში, ლომოურის #6 მდებარე კომპაქტურად განსახლების ადგილას მცხოვრებ შ.შ.მ დევნილ ქალბატონს გადასაადგილებელი ეტლი გადასცეს.
აღნიშნული ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ დადებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტში აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა დავით ძალამიძემ და დევნილთა, ეკონიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შიდა-ქართლის, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსმა ოთარ სრესელმა ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ზაალიშვილთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში კომპატურად მცხოვრები დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების შესახებ და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე.
ასევე გაიმართა შეხვედრები ქ. ბორჯომში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებთან, რომელთაც გაეწიათ საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება.