აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მდებარე დევნილთა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. იმერეთის რეგიონში სამუშაოები ჩატარდა ს/ს ინტურისტსა (ხვამლი) და სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დეზინფექცია ზუგდიდის ვექტორის დასახლებსა და სენაკის სამხედრო დასახლებაში განხორციელდა.
მომდევნო დღეებში სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა სხვა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებშიც ჩატარდება.
დარჩით სახლში და სხვა ონლაინმუზეუმებთან ერთად დაათვალიერეთ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ონლაინ-მუზეუმი“
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროც გირჩევთ, დარჩეთ სახლში და სხვა ონლაინმუზეუმებთან ერთად დაათვალიეროთ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური მუზეუმი“. ონლაინ-მუზეუმი რამდენიმე წლის წინათ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით შექმნა.
აფხაზეთთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა მუზეუმსა და საცავშია დაცული. მათი ერთობლივად, ერთ სივრცეში წარმოსაჩენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ონლაინ მუზეუმების შექმნის საერთაშორისო პრაქტიკა გამოიყენა. შესაბამისად, ონლაინ-მუზეუმში შეიქმნა ვირტუალური ალექსანდრე შერვაშიძის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების, ეთნოლოგიის, ისტორიული დოკუმენტებისა და ჟიული შარტავას დარბაზები.
აფხაზეთის არქიტექტურის, არქეოლოგიის, ხელნაწერების, ალექსანდრე შერვაშიძის და აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების საგამოფენო დარბაზებს. ამ დარბაზებში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მასალები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლა“ იწყებენ.
„ტელესკოლა“ საქართველოს მეორე არხის ეთერში 30 მარტიდან გავა. პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას.
„ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.
საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.
„ტელესკოლის“ გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.
პროექტის პირველ ეტაპზე, ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩატარდება ქართულის, როგორც მეორე ენის, აზერბაიჯანული და სომხური ენების ტელეგაკვეთილები, ეტაპობრივად კი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატება.
პროექტი აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც შესაბამისი დარგის სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის გაუწევენ კონსულტაციას.
გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება და ყოველ დღე დილის ცხრა საათზე დაიწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება. ტელესკოლის გაკვეთილების განრიგი და სხვა დეტალური ინფორმაცია განთავსდება შემდეგ ვებგვერდებზე ➡http://mes.gov.ge/➡https://1tv.ge/ და ➡https://stopcov.gov.ge/
პროექტი „ტელესკოლა“, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გრძელვადიანი იქნება და კორონავირუსის საფრთხის დაძლევის შემდეგაც გაგრძელდება. ახალი პროექტისთვის გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა მედიაპლატფორმაც – ვებპორტალი 1tv.ge , საქართველოს პირველი არხის Youtube და Facebook გვერდები.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს მეორე არხი საგანმანათლებლო პლატფორმად „პირველი არხი – განათლება“ გადაკეთდება, რომელიც სამომავლოდ მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამების თარგმნასა და პროექტის ფარგლებში ჩვენებას უზრუნველყოფს.
მოგეხსენებათ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. აღნიშნულმა საბჭომ, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაავალა მაქსიმალურად გაზარდოს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანი ჯვარის დევნილთა ამბულატორიაში იმყოფებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ იქ არსებულ მდგომარეობას და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის განსახორციელებელ ღონისძებებზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით, ქალაქ ჯვარსა და ფოცხო-ეწერის დასახლებაში მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სადიზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრო მუნიციპალიტეტისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი პირები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარებულ ე. წ. არჩევნებს სამართლიანად გმობს მსოფლიოს პროგრესული საზოგადოება, რომელიც არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და მას იმ საზღვრების შემადგენელ ნაწილად განიხილავს, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული. აქედან გამომდინარე, იგი არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ ე.წ. ახალი რეალობის სამართლებრივად დამკვიდრების მცდელობებს.
ბუნებრივია, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებაც, ისევე, როგორც სრულიად საქართველო, ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პირობებში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს, ვინაიდან იგი ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას, მაშინ, როდესაც აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილის უფლებები უხეშად ირღვევა რუსეთის ფედერაციის და მათ მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული რეჟიმის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად. ერთმნიშვნელოვნად ცხადია - აფხაზეთში დღეს მიმდინარე პროცესები სხვა არაფერია, თუ არა მორიგი ძალადობა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის საზოგადოების მიმართ.
აქვე მინდა განვაცხადო, რომ აფხაზეთის მთავრობა, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მზად არის, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს სრული დახმარება აღმოუჩინოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც უშუალოდ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით.
მსოფლიოში შექმნილი დღევანდელი, ახალი რეალობიდან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო ენგურის იმ მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს - განვავითაროთ ურთიერთობები, ვიფიქროთ მომავალზე და ერთობლივად ვეძებოთ საერთო მიდგომები და გზები არსებული ვითარებიდან მშვიდობიანი გამოსავლის საპოვნელად!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით თბილისში მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა თბილისის ზღვაზე მდებარე ჩასახლებებში „ქართლი“, „ოქროს საწმისი“ და „ტურბაზა“. ასევე, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ტერიტორიაზე კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის ხელის სადეზინფექციო დისპენსერები დამონტაჟდება.
მომდევნო დღეების განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოები თბილისში, იმერეთისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონებში მდებარე მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში ჩატარდება.
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაში შემავალ ყველა სამინისტროსა და სტრუქტურულ ერთეულზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში განცხადებების, დოკუმენტებისა და სხვა საქმიანი შეტყობინებების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: finabx@mof.ge,ან marigitolendia.afsm@gmail.com.საკონტაქტო ტელეფონებია: 599505298, 599902348.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერიების ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით, დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავცელების პრევენციისა და რისკების ეფექტურად მართვის ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეისათვის, სამუშაოები სრულად დასრულებულია სენაკის, ხობის, ჩხოროწყის, აბაშის, მარტვილისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალაქის ტერიტორიაზე სამუშაოების დასრულებულია და მიმდინარეობს სოფლად არსებული ჩასახლებებში, რომელიც დასრულდება უახლოეს დღეებში.
მერიების ხელმძღვანელებთან ერთად სადიზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი პირები.
მოქალაქეებს შეუძლიათ სამინისტროში განცხადებები გადმოაგზავნონ სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: idp@abkhazia.gov.ge ან devnilta.info@gmail.com ან დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 231 32 28. მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა აქვთ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით დისტანციური რეჟიმის პირობებში მიმართონ სამინისტროს და ტერიტორიულ ორგანოებს:
რომან კოკაია - 595309838 სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი;
დევნილთათვისსამართლებრივიდახმარებისგაწევის პროგრამის ფარგლებში:
ვიტალიკიკნაველიძე - 577555705 სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილების უფროსი;
დევნილთათვის გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობის (დაფინანსება) პროგრამის ფარგლებში:
ეთერ ძიმისტარაშვილი - 599855282 სამინისტროს ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი;
მუდმივისაცხოვრებელიადგილისდადგენაან/დაფოტოიდენტურობისდადასტურების, ცნობების/დასკვნებისგაცემის პროგრამის ფარგლებში:
აღმოსავლეთსაქართველოსტერიტორიულიორგანო:
საკონტაქტო პირი: მურთაზბერულავა 599-441-407 დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი და სამსახურის უფროსი სპეციალისტი თინათინკივილაძე 599-545-986;
ელექტრონული ფოსტა:astotbilisi@gmail.com. skype-აღმოსავლეთსაქართველოსტერიტორიულიორგანო. აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირებთან.
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო:
საკონტაქტო პირი: ბესიკ ჭანტურია 599767154 beso1112@gmail.com, სამსახურის უფროსი გიორგილეკვეიშვილი 595657090, ან უფროსი სპეციალისტი ლელა სახელაშვილი 591302130. ელექტრონული ფოსტა:amragovimeri@gmail.com. skype(იძებნებაორნაირად): 1- სახელით: „იმერეთისტერიტორიულიორგანო“ და 2. ელფოსტით: amragovimeri@gmail.com აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირებთან.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო:
საკონტაქტო პირი: ბესიკ გეგია 577-09-24-55 დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი და სამსახურის უფროსი სპეციალისტი ლელა კვეკვესქირი 591-810-202; ელექტრონული ფოსტა:stozugdidi@gmail.com. skype-stozugdidi სამეგრელო-ზემოსვანეთისტერიტორიულიორგანო. აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირებთან.
საკონტაქტო პირი: დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ირმაბეთაშვილი 599-855-087. ელექტრონული ფოსტა: astotbilisi@gmail.com. skype-მისამართი:“აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო“. აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირთან.~
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო:
ერთჯერადი მატერიალური სახის დახმარებაზე განცხადებების მიღება. საკონტაქტო პირი:ტეროტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე ნათია კოპალიანი 599247027, ან უმცროსი სპეციალისტი დალილა თამაზოღლი 599873870
ელექტრონულიფოსტა:amragovimeri@gmail.com
სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო:
საკონტაქტო პირი: დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის სოციალური განყოფილების უფროსი გიორგი რიგვავა 577092439 და დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მარინა პოტაპენკო 591810210 ელექტრონული ფოსტა:stozugdidi@gmail.com skypeმისამართი: stozugdidi სამეგრელოზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო. აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირებთან.
აღმოსავლეთსაქრთველოშიმდებარეობიექტებშიმცხოვრებდევნილებისთვისლევანბარათელი, ტელ. 599477922 ელექტრონული ფოსტა:astotbilisi@gmail.com. skypeმისამართი: აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო. აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირებთან.
იმერეთის, გურიის, რაჭალეჩხუმისადაქვემოსვანეთისრეგიონებსადააჭარისავტონომიურრესპუბლიკაშიმდებარეობიექტებშიმცხოვრებდევნილებისთვის გიორგი ლეკვეიშვილი 595657090 და თეიმურწულაია, 595016061
დღეს, 1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.
️️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაცნობებთ, რომ სამინისტრო 2020 წლის 11 მარტიდან გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. ბენეფიციარების განცხადებების მიღება განხორციელდება ონლაინ რეჟიმში, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე - : contactus@mhsa.gov.ge
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 551 08 09 84
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელი ხაზი: - 143
ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან დარეკონ ნომერზე 143 ან 2371998 (საზღვარგარეთიდან +995 32 2371998).
ცხელი ხაზით სარგებლობა შეუძლიათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ მოქალაქეებს.
ცხელი ხაზის დახმარებით მოსახლეობა შეძლებს მიიღოს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოციალური, ჯანდაცვის და განათლების პროგრამების შესახებ, გაიაროს იურიდიული კონსულტაციები საჭირო საკითხებზე.
ასევე, აფხაზეთიდან დევნილებს შეუძლიათ დისტანციურად გააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ნებისმიერი განცხადება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@abkhazia.gov.ge; განცხადების ელექტრონულად გაგზავნასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობით.
1. ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით დადგენილი წესის მიხედვით პირის თვითიზოლაციაში მოხვედრისას დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები:
ა) იზოლაციაში ყოფნა დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში და საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლი;
ბ) თვითიზოლაციის სივრცეში აკრძალულია ვიზიტორების და სტუმრების მიღება;
გ) დასაშვებია არაპირდაპირი კონტაქტით საკვების გადაცემა.
დ) საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტის მინიმუმამდე შეზღუდვა. 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე დიდ ხანს არაა დასაშვები.
ე) იზოლაციის პერიოდში განცალკევებული ჭურჭელის (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცის, საწოლის ქონა;
ვ)სატელეფონო კავშირი და ინტერნეტით სარგებლობა არაა შეზღუდული:
ზ)თვითიზოლაციის პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყებები განახორციელებენ მონიტორინგს. ჯანმრთელობის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს უშუალო კონტაქტის გარეშე - ტემპერატურის თვითგაზომვით, სიმპტომების გამოვლენისას - თვითანგარიშგებით;
თ) ცხელების და ან რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური ნიშნების შემთხვევაში, ინფექციური პროფილის სტაციონარისთვის დაუყოვნებლივ მიმართვა;
ი) არაგადამდები დაავადების (მაგ; ქირურგიული, გინეკოლოგიური და სხვა) სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში ტრანსპორტირება განხორციელდება სპეციალური ავტოტრანსპორტით, და სტაციონარში განთავსება ბოქსირებულ პალატაში საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე;
კ) თამბაქოს, ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების გამოყენებისგან თავის შეკავება;
ლ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა - ჯანსაღად კვება, დასვენება, ფიზიკური აქტივობა და სოციალური კონტაქტის შენარჩუნება ძვირფას ადამიანებთან; სახლში და ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით ოჯახის სხვა წევრებსა და მეგობრებთან კონტაქტი
2. თუ თვითიზოლაციაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი შედეგების მქონე ცნობა.
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 13 მარტიდან გადადის დისტანციური შრომის რეჟიმზე. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაში შემავალ ყველა სამინისტროსა და სტრუქტურულ ერთეულზე.
საქართველოს მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველა შესაძლო საშუალებით ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას პრევენციული ზომების გასატარებლად როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ინფორმირებისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, მათი დიაგნოსტირების და მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მოქალაქეებს ცხელ ხაზთან დაკავშირება შეეძლებათ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან ნომერზე 143 ან 2371998 (საზღვარგარეთიდან +995 32 2371998), სადაც ნებისმიერ საკითხზე ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებენ. აფხაზეთიდან დევნილები დისტანციურად შეძლებენ გააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ნებისმიერი განცხადება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@abkhazia.gov.ge.
ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 551 08 09 84, ბენეფიციარების განცხადებების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: contactus@mhsa.gov.ge.