კოტე ბასარია ზუგდიდში ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კოტე ბასარია ქალაქ ზუგდიდში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში (კოსტავას № 30) ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო დევნილთა პრობლემებს და კომპეტენციის ფარგლებში მათ მოგვარებას დაჰპირდა. შეხვედრაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
2020 წლის 25 თებერვალს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის სხდომა გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობის, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება და სათანადო მატერიალური ბაზის შექმნა.
ასევე, გამოითქვა ქალთა ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე განვითარების ინიციატივა და ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობა აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებში.
შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე, რომელშიც აქტიურად იქნება ჩართული სსიპ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო.
შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდა.
ქ.ქუთაისში, შერვაშიძის #53-ში მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიამ“ სარემონტო სამუშაოები დაასრულა.
წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელმა კომისიამ“ მცირე და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, ქ.ქუთაისში, შერვაშიძის #53-ში არსებული დევნილთა საცხოვრებელი ობიექტის ამხანაგობის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე სარემონტო სამუშაოები ჩაატარა. კომისიის თავმჯდომარის გიორგი ლეკვეიშვილისა და კომისიის წევრების მიერ პრობლემის ადგილზე დათვალიერების, შესწავლისა და და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მოზადების შემდეგ, დაახლოებით 600 (ექვსას) ლარამდე ღირებულების სამუშაოები შესრულდა. კერძოდ, მოხდა შენობის მეორე სადარბაზოს მე-14, მე-15 და მე-16 სართულებზე წყალმიმღები მილების და წყალშემკრები ძაბრების მონტაჟი. ასევე, გადაიხურა და გამაგრდა ("დაშურუპდა") დაზიანებული სახურავის პარაპეტებზე არსებული თუნუქის სახურავი (შეიცვალა ერთი ცალი ახალი ფურცელი) 20 გრძივ მეტრამდე. შენობის პირველ სადარბაზოსთან დამონტაჟებულ წყალშემკრებ თუნუქის მილზე დამონტაჟდა თუნუქის მუხლი. სამუშაები დასრულებულია და მიმდინარე წლის 21 თებერვალს ჩაბარდა.
2020 წლის 23 თებერვალს წარმომადგენლობის თანამშრომლებმა თეიმურაზ წულაიამ და ირინე წიფიანმა, აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს, ქუთაისი, დადიანის ქ. #10-ში მცხოვრებ, პირველი ჯგუფის ინვალიდ ვალერი დოლბაიას ინვალიდის ეტლი გადასცეს. ვალერი დოლბაიამ 2019 წლის სექტემბრის თვეში მომართა წარმომადგენლობას აღეძრა შუამდგომლობა აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე ინვალიდის ეტლის დასამზადებლად. წარმომადგენლობის ჩართულობით, (კანონით დადგენილი წესით ზომების აღება, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება), წერილობითი შუამდგომლობისა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით უზრუნველყოფილი იქნა ეტლის ადგილზე მიწოდება და საექსპლუატაციო მდგომარეობაში მოყვანა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გურამ მისაბიშვილმა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხვა წევრებმა კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია თბილისში შემოიჭრა, საქართველოს დედაქალი დაიკავა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა.
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია იმ დღეების გაგრძელებაა, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება კი ტერიტორიების წართმევისადმი შეურიგებლობა.
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და წარმომადგენლობის თანამშრომლები თეიმურაზ წულაია და რომან ყოლბაია შერვაშიძის #53 - ში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
წარმომადგენლობის მიერ დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უშუალოდ წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებით გათვალისწინებული სოციალური, მცირე სარემონტო და სხვა პროგრამების შესახებ. (აღსანიშნავია, რომ "აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის" ფარგლებში აღნიშნულ ობიექტზე წარმომადგენლობამ ჩაატარა დაახლოებით 600 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები). წარმომადგენლობის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თხოვნით ობიექტებზე, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს საინფორმაციო ფურცლები, სადაც მითითებულია აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკონტაქტო ინფორმაცია (ოფიციალური ფეისბუქ გვერდი და ცხელი ხაზი) და ასევე დევნილი მოსახლეობის კანონიერი უფლებების დაცვისა და მზაობა მათ წინაშე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტის საქმეში დახმარების გასაწევად.
შეხვედრაზე, ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის სხვა პრობლემების შესახებაც და დაისახა გზები მათი მოგვარებისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ მემორანდუმის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ეტლები გადასცეს.
აღნიშნულ შეხვედრას აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი დავით ძალამიძე დაესწრო.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და წარმომადგენლობის ხელშეწყობით ეტლები გადაეცემათ ბენეფიციარებს.
წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული განყოფილების უფროსი, თანამშრომლებთან ერთად, ქ. გარადბანის მუინიციპალიტეტის მერის მოადგილეს ბატონ რევაზ ეგაძეს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქ. გარდაბანში მდებარე აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებ დევნილთათვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალიტეტში აღრიცხვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
ასევე შეხვედრის ფორმატის ფარგლებში განხილულ იქნნა, ამხანაგობების ჩართულობა სხვა და სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებესთან დაკავშირებით, ქ. გარდაბანის მუნიციპალიტეტის პროგრამების შესაბამისად.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების-ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დღეს ქ. თბილისში, გლდანის მე-7 მ/რ, მე-10ა და ქ. რუსთავში ბოსტან ქალაქის ქუჩა 1-ში მდებარე აფხაზეთიდან მცხოვრებთა საცხოვრებელ შენობებში სხვა და სხვა ხასიათის სარემონტო-სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში, ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის მეორე ეტაპის საჯარო განხილვა გაიმართა.
საჯარო განხილვას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობის უფროსი კოტე ბასარია, საპროექტო გუნდის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არქიტექტორები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გაიმართა, სადაც მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
დღეს, წარმომადგენლობის თანამშრომელმა ირინე წიფიანმა, ზეპირი მომართვების საფუძველზე, ორი დევნილ მოქალაქესთან ოჯახებში ვიზიტი განახორციელა. კერძოდ, ქუთაისში, ნიკეას პირველი შეს. #12-ში მცხოვრები ნატო გობეჩია (პირველი ჯგუფის ინვალიდი) და წყალტუბოში, სანატორიუმ "მეტალურგში" მცხოვრები ავთანდილ ბაბლიძე (მეორე ჯგუფის ინვალიდი) მოინახულა. დევნილი მოქალაქეები რამდენიმე წელია ლოგინად ჩავარდნილი არიან და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ. ისინი წარმომადგენლობაში მოქმედი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის" პროგრამით გათვალისწინებული ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიმღები ბენეფიციარები არიან, თუმცა, ამჯერად, დახმარება ინვალიდის ეტლების შეძენასთან დაკავშირებით ითხოვეს. ირინე წიფიანმა მოქალაქეებს კანონით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად აუღო ზომები ეტლების დასამზადებლად. წარმოამდგენლობა მათ წერილობით უშუამდგომლებს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე და მომზადებული შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე, სამინისტროს დაფინანსებით მათ დაუმზადდებათ და გადაეცემათ ინვალიდის ეტლები.
საერთაშორისო პროექტის „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის - სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“ ფარგლებში ნიდერლანდებსა და ბელგიაში ოფიციალური ვიზიტით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაცია „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
პროექტი ქალაქ ამსტერდამში 16 თებერვალს გალა კონცერტით გაიხსნა, რომელშიც ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანები და შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ. კონცერტის პარალელურად აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნახატების და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
17 თებერვალს ჰააგაში, საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტომასალა პროექტიდან „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“. საელჩოში მწერალ გურამ ოდიშარიას, ისტორიკოს ჯემალ გამახარიას წიგნების, ასევე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცემული წიგნის „საერთო წარსულით, საერთო მომავლისკენ“ წარდგენა და როტერდამის ერასმუსის პროექტის, ქართველი სტუდენტების კვლევის „How did Georgian civil wars shape Georgia's foreign policy identity?/ Civil wars means wars in Abkhazia“ პრეზენტაცია გაიმართა.
ოფიციალური მიღება გაიმართა ბრიუსელში საქართველოს საელჩოში, სადაც პროექტის „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“ გამოფენა მოეწყო. ვიზიტის ბოლოს ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში დიასპორის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე, აფხაზეთის საზოგადოების გაერთიანების პროცესში სახალხო დიპლომატიის როლზე, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასა და ინიციატივებზე ისაუბრეს. ეპარქიაში გამართული ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო ნიდერლანდებში მოღვაწე ცნობილი სოხუმელი მხატვრის, გიორგი შენგელიას ნამუშევრების და კომპანია “ფაფანაკის“ ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენა. შეხვედრაზე აფხაზეთის თემაზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა, საღამო კონცერტით დასრულდა.
ნიდერლანდებსა და ბელგიაში გამართულ ღონისძიებებში German Voice-ის გამარჯვებული, აფხაზეთიდან დევნილი ნათია თოდუა, „ქართული კულტურის ცენტრი ნიუ-იორკში“, „ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდი“ და ემიგრანტთა ბაღი “ფესვები“ მონაწილეობდნენ.
საერთაშორისო პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და ორგანიზაცია „ქართული კულტურის ცენტრი ნდერლანდებში“ ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა, ხოლო პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო, ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩო, საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია, კომპანია „TIKA TOURS GEORGIA“.
ქართული პროექტის ფარგლებში „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის - სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“ საქართველოდან ნიდერლანდებისა და ბელგიის სახელმწიფოებში, ოფიციალური ვიზიტით ქართული დელეგაცია იმყოფებოდა. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაცია „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონიძიებაში მიიღეს მონაწილეობა. პროექტი, ქალაქ ამსტერდამში 16 თებერვალს გალა კონცერტით გაიხსნა, რომელშიც ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონცერტის პარალელურად აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნახატების და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 17 თებერვალს ჰააგაში, საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტომასალა პროექტიდან „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“. საელჩოში მწერალ გურამ ოდიშარიას, ისტორიკოს ჯემალ გამახარიას წიგნების, ასევე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცემული წიგნის „საერთო წარსულით, საერთო მომავლისკენ“ წარდგენა და როტერდამის ერასმუსის პროექტის, ქართველი სტუდენტების კვლევის „How did Georgian civil wars shape Georgia's foreign policy identity?/ Civil wars means wars in Abkhazia“ პრეზენტაცია გაიმართა. ოფიციალური მიღება გაიმართა ბრიუსელში საქართველოს საელჩოში, სადაც პროექტის „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“ გამოფენა მოეწყო. ვიზიტის ბოლოს ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში დიასპორის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე, აფხაზეთის საზოგადოების გაერთიანების პროცესში სახალხო დიპლომატიის როლზე, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასა და ინიციატივებზე ისაუბრეს. ეპარქიაში გამართული ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო ნიდერლანდებში მოღვაწე ცნობილი სოხუმელი მხატვრის, გიორგი შენგელიას ნამუშევრების და კომპანია “ფაფანაკის“ ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენა. შეხვედრაზე აფხაზეთის თემაზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა, საღამო კონცერტით დასრულდა. საერთაშორისო პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და ორგანიზაცია „ქართული კულტურის ცენტრი ნიდერლანდებში“ ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა, ხოლო პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო, ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩო, საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია, კომპანია „TIKA TOURS GEORGIA“.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს:
German Voice-ის გამარჯვებულმა ნათია თოდუამ;
ანსამბლი „რუსთავის" სოლისტებმა გიორგი კალმახელიძემ და ნინო ჭყონიამ;