რუსლან აბაშიძე TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორ ნეჯლა დემირდაღს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ნეჯლა დემირდაღს თურქეთის მთავრობის მიერ წლების განმავლობაში დევნილების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს და სხვადასხვა მიმართულებით დევნილთა საჭიროებებისათვის მორგებული პროექტების მომავალში განხორციელების საკითხებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე ესწრებოდნენ.

„წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2020 წლის I ეტაპი დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2020 წლის I ეტაპის განხორციელებას იწყებს

სამიზნე ჯგუფებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები წარმოადგენენ, კერძოდ:

  • ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები;
  • ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები;
  • ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

რუსლან აბაშიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერ ნიკოლოზ თოფურიძესთან ერთად დევნილი მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო. გამოიკვეთა კონკრეტული საკითხები, რომელთა მოგვარებაზე მთავრობის წარმომადგენლები კოორდინირებულად იმუშავებენ. შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

დევნილებთან შეხვედრაში იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, დევნილთა პრობლემების გადაჭრის მიზნით კოორდინირებულ მუშაობასა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, დევნილთა პრობლემების გადაჭრის მიზნით კოორდინირებულ მუშაობასა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე ესწრებოდა.

რუსლან აბაშიძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

რუსლან აბაშიძემ ბრიტანელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდის ფარგლებში განხილულ საკითხებსა და შედეგებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშმრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და აფხაზეთის საზოგადოების ერთმანეთთან დაახლოების პროცესს.

გაერთიანებული სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მეორე პოლიტიკური მდივანი მარგარეტ ბელოფი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

სახელმწიფო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ მხარდასაჭერად

2020 წლის 22-25 იანვარს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს  ეკონომიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, იმყოფებოდნენ ქ. ზუგდიდში, ბათუმსა და ქობულეთში.

დევნილ მეწარმეთა, მცირე და საოჯახო ბიზნესის წარმომადგენლებთან  შეხვედრაზე განხილული იყო მათი წინადადებები და იდეები სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროექტში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ’’ მონაწილეობასთან დაკავშირებით.  მცირე ბიზნესის დაწყების მსურველებს აღნიშნულ პროექტში ჩართვის კუთხით გაეწიათ კონსულტაციები და მიეცათ სათანადო რეკომენდაციები. მათ მიერ ჩამოყალიბებული ბიზნეს პროექტები გამოგზავნილი იქნება აფხაზეთის ა/რ მთავრობის ერთიანი პორტალის სამინისტროს გვერდზე მითითებულ ელ. ფოსტაზე, განსახილველად და შემდგომი პრაქტიკული დახმარების აღმოსაჩენად.

რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის და 2020 წლის გეგმების წარდგენას დაესწრო.

ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა და მას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა თბილისის ზოოპარკი დაათვალიერეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები და აფხაზეთის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლების მოსწავლეები თბილისის ზოოპარკს ეწვივნენ. მოსწავლეებმა გიდის - საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანლის ირმა ბოჭორიშვილის თანხლებით, დაათვალიერეს თბილისის ზოოპარკი და მისი  ბინადრები - ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ფაუნის წარმომადგენლები, სულ 200-მდე სახეობის 800-ზე მეტი ცხოველი და ფრინველი, მათ შორის იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობები.

მოსწავლეებს ახლდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მთავარი მრჩეველი მალხაზ კორძახია, მშობლები და პედაგოგები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო დიდ მადლობას უხდის თბილისის ზოოპარკის დირექტორს ზურაბ გურიელიძეს გაწეული ქველმოქმედებისათვის.

აფხაზეთის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს,  თურქეთში მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს  დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს, თანაუგრძნობს დაზარალებულებს და მორალურ მხარდაჭერას უცხადებს თურქ ხალხს.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დევნილ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდ ,,საირმეს“ სპორტული ინვენტარი გადასცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში მოქმედ აფხაზეთიდან დევნილ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდ ,,საირმეს“ სპორტული ინვენტარი - ფორმები და ბურთები გადასცა.
 
საფეხბურთო გუნდი ,,საირმე“ 2019 წლის თბილისის ღია საფეხბურთო ლიგის გამარჯვებულია. გუნდში აფხაზეთიდან დევნილი 20 ახალგაზრდა ვარჯიშობს და ისინი სასწავლო წვრთნას თბილისში, ზაზა კარსანიძეს ხელმძღვანელობით გადიან. მწვრთნელები: დავით თაქთაქიშვილი და ილია ხიპაშვილი.
 
დევნილ ახალგაზრდებს სპორტული ინვენტარი დაურიგეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა და მისმა მოადგილემ ბეჟან ქვილითაიამ.
სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობაზე მოხელეთა შერჩევის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა.

2020 წლის 20 იანვარს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში,დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე მოხელეთა შერჩევის მიზნით, სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

 

ქუთაისში დევნილი ბავშვებისათვის სპექტაკლის "ბრემენელი მუსიკოსები" ჩვენება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ მთავრობის განათლებსა და კულტურის სამინისტროს და იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის  ორგანიზებით ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის სპექტაკლის "ბრემენელი მუსიკოსები" ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და წარმომადგენლობის თანამშრომლები. სპექტაკლის ბოლოს 500 - მდე მოზარდს საჩუქრად ტკბილეული გადაეცა.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის მუსიკალური სპექტაკლების ჩვენება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის მუსიკალური სპექტაკლების  „ბრემენელი მუსიკოსები“ და  „თოვლის დედოფალი“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიების ბოლოს აფხაზეთიდან დევნილ 1000-მდე მოზარდს საჩუქრად ტკბილეული გადაეცა.

საახალწლო ზეიმი აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს რეგიონებშიც მოუწყვეს

საახალწლო ზეიმი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის საახალწლო ზეიმი თბილისის შემდეგ ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში გამართა.

დევნილ მოზარდებს უჩვენეს: ქ. ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მუსიკალური ზღაპარი „ბრემენელი მუსიკოსები“; ქ. ზუგდიდში, სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა“ „ბრემენელი მუსიკოსები“; ხოლო ქ. ფოთში კი ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრმა ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარი „თოვლის დედოფალი“.

წარმოდგენების ბოლოს აფხაზეთიდან დევნილ ათასამდე ბავშვს ტკბილეული დაურიგდა.