აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე” საქართველოს რეგიონებშიც გაგრძელდა. აქციის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს და მრავალშვილიან ოჯახებს სადღესასწაულო ნობათი გადაეცათ. დევნილებს საახალწლო ნობათი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა.
სადღესასწაულო ნობათები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.
საქველმოქმედო აქციაში „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ განსაკუთრებული წვლილი ქალაქ თბილისის მერიამ შეიტანა, ასევე, ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო და სს „ნიკორა“.
საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს რეგიონებში გაგრძელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყოველ წელს, ტრადიციულად, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, ატარებს საახალწლო ზეიმს დევნილი ბავშვებისათვის.
წლეულსაც, 28-29 დეკემბერს 14:00 სთ. და 16:00 საათზე სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა“ დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში დევნილი მოზარდებისთვის გამართა გივი ჭიჭინაძის პიესის მიხედვით დადგმული საახალწლო-საბავშვო სპექტაკლი „ციცქნა იას დღეობა“.
წარმოდგენის დასასრულს 1000-მდე ბავშვს გადაეცა საახალწლო საჩუქარი-ტკბილეული. ზეიმს ასევე ესწრებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 50 ბავშვი, რომელთაც ტკბილეულთან ერთად საახალწლო სუვენირები გადაეცათ. სამინისტრო წლებია ახორცილებს ქვეპროგრამას: „თანაბარი შესაძლებლობები - თანაბარი მზრუნველობა", რომლის მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლელობების მქონე მოზარდთა სოციალიზაციის პროცესს.
ბოლოს ბავშვებმა სპექტაკლის - „ციცქნა იას დღეობა“ გმირებთან ფოტოები გადაიღეს.
2019 წლის 30 დეკემბერს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ, ხელმძღვანელის მოადგილემ მედეა აბლოთიამ და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსხურის წარმომადგენლებმა.
2019 წლის 30 დეკემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სამხატვრო გამოფენის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ, ხელმძღვანელის მოადგილეებმა ალეკო ჩიკვაიძემ, მედეა აბლოთიამ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით დევნილი ბავშვებისათვის ტრადიციული საახალწლო ზეიმი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში დევნილი მოზარდებისთვის ნაჩვენები იყო სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის „თეთრი ტალღა“ საახალწლო-საბავშვო სპექტაკლი „ციცქნა იას დღეობა“, რომელიც გივი ჭიჭინაძის პიესის მიხედვით დაიდგა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.
ღონისძიებას, ასევე, შეზღუდული შესაძლელობების მქონე 50 ბავშვი ესწრებოდა, რომლებსაც ტკბილეულთან ერთად საახალწლო სუვენირებიც გადაეცათ.
ზეიმში 1000-მდე დევნილმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ბავშვებმა ღონისძიების ბოლოს სპექტაკლის გმირებთან ერთად სურათები გადაიღეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის ინიციატივით და ორგანიზებით მიმდინარე წლის 25 დეკემბერს შიდა ქართლის რეგიონში, ქ. ქარელის და ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტებში, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბატონი დემურ კეკელიას და რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსის დავით ძალამიძის მიერ ქ. ქარელის მუნიციპალიტეტში ვაჟა ფშაველას 117 ( ყოფილი პროფტექნიკუმი, სადაც გაზსადენის მილის აფეთექებუს შედეგად დაზარალებული დევნილები არიან განსახლებული, ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტში, გ. სასკაძის 2 ( ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო) და რუსთაველის 38 ( ყოფილი სავადმყოფო) სადაც მცოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არის რეგისტრირებული,მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.
ზუგდიდში განახლებული საჭადრაკო სკოლის გახსნას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ ზუგდიდში განახლებული საჭადრაკო სკოლა გაიხსნა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა სკოლის შენობა. შეიცვალა მთლიანად ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა წყალგაყვანილობა, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა. საჭადრაკო სკოლის საზეიმო გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოჭადრაკეებთან ერთად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა დედებს აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლა. შვილების გმირობისთვის მადლობა გადაუხადა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა.
შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე იმყოფებოდნენ.
2019 წლის აფხაზეთის ა/რ განახლებული მთავრობის მიერ განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის, ოპტიმიზაციის და საკადრო ცვლილებების გათვალისწინებით შემუშავებულმა სამთავრობო პროგრამამ ახალი რეალურ გამოწვევებზე ორიენტირებული მოთხოვნები წამოსწია და დააყენა ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტის კანონის წინაშე. ბიუჯეტის ფორმირებაში და განხილვაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სტრუქტურების ხელმძღვანელები, ბიუჯეტთან დაკავშირებით გავლილ იქნა კონსულტაციები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის შესაბამის სტრუქტურებში.
დამტკიცებული ბიუჯეტი ითვალისწინებს ახალ პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია სამშვიდობო ინიციატივებზე, სამოქალაქო ინტეგრაციაზე, დევნილებზე ადაპტირებული მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პროექტების ამოქმედებაზე, დევნილი მეწარმეების მხარდაჭერაზე, ნდობის აღდგენისა და დიალოგისაკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერებაზე. გრძელდება ჯამრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და აგრარულ სფეროებში წინა წლებში დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, აქცია - „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" გაიმართა.
აქციის ფარგლებში აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.
საახალწლო ნობათი დაურიგდათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მათ შორის: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, მრავალშვილიან ოჯახებს და სხვ.
საქველმოქმედო აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში ჩატარდა კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების წესის პროექტის განხილვა, რომელსაც სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ. განხილულ იქნა შესაბამისი მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით და აღინიშნა წესის მიღების აუცილებლობა.
წარმოდგენილი ბრძანების პროექტის მიღება ხელს შეუწყობს რესპუბლიკური ნაერთი (კონსოლიდირებული) და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგებების საიმედოობისა და შესადარისობის გაუმჯობესებას, შესაძლებელს გახდის ბუღალტრული აღრიცხვის სათანადოდ წარმოებას და შესაბამისი რესპუბლიკური ნაერთი (კონსილიდირებული) ბუღალტრული ანგარიშგების მომზადებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა.
სადღესასწაულო ნობათი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.
საქველმოქმედო აქციაში „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ განსაკუთრებული წვლილი ქალაქ თბილისის მერიამ შეიტანა, ასევე, ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო და სს „ნიკორა“.
საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს რეგიონებში გაგრძელდება.
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტმა და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობამ, 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, 2001-2019წწ. დაბადებულ ბავშვებს, ომში დაღუპული პირის ოჯახის წარმომადგენელს, ხანდაზმულ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მარტოხელა პენსიონერებს დამდეგი შობა - ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და გადასცა საახალწლო საჩუქარი - სასურსათო პაკეტი (ფქვილი, შაქარი, ზეთი, მაკარონი).
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე მათი საყვარელი ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ასევე, მათ საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.
დღესვე, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით ფოცხოეწერში გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით კავკასიური სოჭის ნერგები და 70 ძირი ელდარის ფიჭვი დაირგო.
ფოცხოეწერში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.