აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2019 წელს სპორტის მიმართულებით გაწეული საქმიანობა შეაჯამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის გამოჩენილი სპორტსმენების ფოტოგამოფენა და წიგნის - „აფხაზეთის სპორტი“ პრეზენტაცია გაიმართა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ვრცელი ანგარიში სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა წარადგინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს აფხაზეთის ვეტერანი სპორტსმენები, სპორტის მუშაკები და წარმატებული სპორტსმენები.

ღონისძიებას ცნობილი სპორტსმენები და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონსტანტინე კუჭუხიძე იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე 2019 წლის 11 და 12 დეკემბერს იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.

11 დეკემბერს ხონის მუნიციპალიტეტში შედგა შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან, შეხვედრაზე შეფასდა დევნილთა საცხოვრებელი შენობის (ყოფილი სამხედრო დასახლება) სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები. მოსმენილ იქნა ინფორმაცია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ასევე, ისაუბრეს სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებზე.

12 დეკემბერს კი მინისტრი შეხვდა ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას და დაათვალიერა სტალინის ქ.N4-ში მდებარე შენობაში (ყოფილი 64-ე პროფსასწავლებელი) სამინისტროს დაფინანსებით ჩატარებული სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები.

აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულ ალექსანდრე ვაჩეიშვილის მემორიალური კუთხის გახსნას სამინისტროს ხელმძღვანელობა დაესწრო.

     12 დეკემბერს, მცხეთის რაიონის სოფ. ძველი ქანდის საჯარო სკოლაში მემორიალური კუთხე საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც ეძღვნებოდა იმავე სკოლის ხატვის მასწავლებელს, აფხაზეთის ომში დაღუპულ ალექსანდრე ( სანდრო) ვაჩეიშვილს. გასული საუკუნის 90-იან წლებში იგი მოხალისედ იბრძოდა ჯერ სამაჩაბლოში, შემდეგ კი აფხაზეთში. 1992 წლის 15 აგვისტოს, სოფ. განთიადში გმირულად დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა სახელმწიფო მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის~.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თვმჯდომარე ჯემალ გამახარია, მან მადლობა გადაუხადა სკოლის პედ. კოლექტივს და საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების კავშირს ,,სამშობლოს’’, რომლებმაც ორგანიზატორობა გაუწიეს სოფ: ქანდის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას.

     მემორიალის გახსნას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ- პირთა დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია  და ომის ვეტერანები დაესწრნენ.

     ღონისძიების ბოლოს სასულიერო პირებმა ალექსანდრე ვაჩეიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 135-ე სეზონი პრემიერით „ტროა, დაკარგული სამოთხე“ გახსნა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 135-ე სეზონი პრემიერით გახსნა - „ტროა, დაკარგული სამოთხე“ (ევრიპიდესა და ჟან-პოლ სარტრის „ტროელი ქალების“ მიხედვით). პროექტი განხორციელდა  თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, საქართველოში  თურქეთის რესპუბლიკის  საელჩოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  მხარდაჭერით. ტექსტის ავტორი და სპექტაკლის დამდგმელია  მოწვეული თურქი რეჟისორი - გამზე თანრივერმიშია.

სპექტაკლი დოკუმენტურია და მასში აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებში მონაწილე ქალთა რეალური ამბებია მოთხრობილი, რომელსაც თან ახლავს   ომის შემდგომ პერიოდში გადაღებული ფოტოებიც. ომმა მათი ცხოვრება დაანგრია, ყველაფერი დაკარგეს: ქმრები, შვილები, სახლ-კარი. ახლა ისინი დევნილობის რთული რეალობის წინაშე დგანან და არ იციან რას უმზადებს მათ ბედისწერა. ნანგრევებად ქცეული ქალაქისა და დამსხვრეული ოცნებების ფონზე, სცენაზე მდგარი ქალები ინარჩუნებენ სიცოცხლის სიყვარულს და რაც მთავარია იმედს, იმედს საკუთარ სახლებში  დაბრუნებისა.

პრემიერას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) საქართელოს ოფისის კოორდინატორი ნეჯლა დერმიდაგი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები,  საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის  საელჩოს თანმშრომლები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და  დევნილი საზოგადოება დაესწრო.

სამინისტროში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშემწყობი კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა

2019 წლის 12 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში ჩატარდა ,,აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში/სარგებლობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშემწყობი კომისიის“ მეორე სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამი და ქ. თბილისში არსებული ერთი ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესაქმნელად საჭირო დოკუმენტაცია.

     კომისიამ განცხადებების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ დოკუმენტაცია არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი და საჭიროდ ჩათვალა სხდომის გადადება. ხარვეზებისა და მათი გამოსწორების მექანიზმებზე მიეთითა აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობებს. შედეგად გადაწყდა, რომ კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების შემდეგ.

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდში მიიღო მონაწილეობა

10-11 დეკემბერს  ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრებზე საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.

საუბარი შეეხო სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო და სეპარატისტული ძალების უკანონო მოქმედებებს - მავთულხლართების აღმართვას, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვას და ადამიანთა გატაცებების გახშირებულ შემთხვევებს, რის კულმინაციასაც წარმოადგენდა ექიმი გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება.

თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან, მკაცრად დაგმეს 24 ოქტომბერს საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორების უკანონო დაკავება და კიდევ ერთხელ მოითხოვეს  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხაზი გაესვა, ასევე. გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) მუშაობის განახლების აუცილებლობას.

საქართველოს დელეგაცია შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას, გააქტიურებულ მილიტარიზაციასა და მუდმივ სამხედრო წვრთნებს.

კვლავ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.

დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას ტრადიციულად, წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი,  თუმცა  მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავ სცადეს აღნიშნული თემის პოლიტიზირება და მოლაპარაკებები დატოვეს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2020 წლის 31 მარტსა და 1 აპრილს გაიმართება.

გურამ ვეკუა ეილატში მიმდინარე ძალოსნობის ტურნირის ევროპის ჩემპიონი გახდა

აფხაზეთის მე–15 საჯარო სკოლის მე–10 კლასის მოსწავლე გურამ ვეკუა ისრაელის ქალაქ ეილატში მიმდინარე ძალოსნობის ტურნირის ჭაბუკთა შორის (15 წლამდე) ევროპის ჩემპიონი გახდა. მან 118, 122 და 126 კილოგრამი დაძლია და გამარჯვება მოიპოვა.

ახალგაზრდა ძალოსანმა მეორე მისვლაზე საქართველოს რეკორდი 2, ხოლო ევროპის სარეკორდო ზღვარი 1 კილოგრამით გაზარდა, მესამე მისვლაზე კი სპორტსმენმა ევროპის რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა.

გურამ ვეკუა აკვრაშიც საუკეთესო იყო. ძალოსანმა 144, 148 და 151 კილოგრამი დაძლია და აქაც ოქროს მედალი დაისაკუთრა. ძალოსანმა ყველა მისვლაზე ევროპის რეკორდი დაამყარა და ორჭიდის ჯამში მოგროვებული 277 კილოგრამით ოქროსმედალოსანი გახდა, რაც ასევე ევროპის რეკორდს უდრის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ულოცავს გურამს ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ბესარიონ სიმონიშვილი ანაკლიასა და განმუხურში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ იძულებით გადაადგილებული ოჯახების საჭიროებებს და მოსახლეობას მათი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები გააცნეს.

შეხვედრა საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის (2020–2023წ.წ.) პრეზენტაციაზე

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, 5 დეკემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების პირველი სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრნენ. სტრატეგიული დოკუმენტის მიზანია ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის განვითარება, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება, გავრცელება და გამოყენების გაუმჯობესება. ასევე აღნიშნული დოკუმენტი განიხილება, როგორც ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მუშავდება დაინტერესებული მხარეების  აქტიური მონაწილეობით და მოიცავს საშუალო და გრძელვადიან ხედვას ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის.

წარმომადგენლობის მიერ, ქ. თბილისში, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებში მიმდინარეობს მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის შემდეგი სამუშაოები.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ. თბილისში, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებში მიმდინარეობს მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის შემდეგი  სამუშაოები:

 

  1. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N-138: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის მე-4 სართულზე სველი წერტილის დაზიანებული წყლის სისტემის მოხსნა და ახალი წყლის სიტემის მოწყობა.

 

  1. ქ. თბილისი, ოქროყანა, ზონა ,,ა’’, ბესიკის ქ.N-2ა: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის, 1-ლი და მე-2 სადარბაზოს შესავლელებთან ქარსაჩეხების გადახურვის მოწყობა.

 

  1. ქ. თბილისი, ვარკეთილი-3, მე-2 მ/რ, კორპუსი N-34: მიმდინარეობს შენობის მე-2 სადარბაზოში შესასვლელი კიბის მარშის და მოაჯირების მოწყობა. სადარბაზოს იატაკის ქვიშა-ცემენტის ხსნარით მოჭიმვა.
წარმომადგენლობის მიერ, ქ. თბილისში, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებში მიმდინარეობს მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის შემდეგი სამუშაოები.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ. თბილისში, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებში მიმდინარეობს მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის შემდეგი  სამუშაოები:

  1. ქ.თბილისი, ვარკეთილი-3, მე-4 მ/რ, კორპუსი N-42ა: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის შესასვლელი კიბის მარშის აღდგენა.

 

  1. ქ. თბილისი, ვარკეთილი-3, მე-3 მ/რ, რ. დვალის ქ. N-11 : მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის შესასვლელი კიბის მარშის მოაჯირების მოწყობის სარემონტო სამუშაოები.

 

  1. ქ. თბილისი, ქერჩის ქ. N-12: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედის მოაჯირების მოწყობის სარემონტო სამუშაოები.

 

  1. ქ. თბილისი, პოლიციის ქ. N-13/15: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის მე-2 სართულის დერეფანის ლესვითი და სამღებრო სამუშაო.

 

წარმომადგენლობის მიერ, ქ. თბილისში, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებში მიმდინარეობს მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის შემდეგი სამუშაოები:

 

 

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ. თბილისში, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებში მიმდინარეობს მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის შემდეგი  სამუშაოები:

 

  1. ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, დავით აღმაშენებელის N-58: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის შესასვლელი დაზიანებული ორფრთიანი კარის მოხსნა და ახალი ლითონის ორფრთიანი კარის მოწყობა.

 

  1. ქ. თბილისი, ქერჩის N-6 ბ: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის სადარბაზოში მეტალო-პლასტმასის ფანჯრების მოწყობა.

 

  1. ქ. თბილისი, ჭიჭინაძის N-9: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის არსებული დაზიანებული წყალსადენის სისტემის მოხსნა და ახალი წყალსადენის სისტემის გაყვანა.

 

  1. ქ. თბილისი, ზღვის უბნის, მე-11 მ/რ, მე-2 კვარტალი, კორპუსი N-21ა: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის არსებული დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის მოხსნა და ახალი საკანალიზაციო სისტემის მოწყობა.
სახელმწიფო სერვისების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტულია.

სახელმწიფო სერვისების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტულია. აფხაზეთის მოსახლეობას: ✔️გრძელვადიანი განსახლების მიზნით განაცხადის შევსება; ✔️სტატუსთან; ✔️შემწეობასთან;✔️სხვა სოციალურ საკითხებთან; დაკავშირებული განცხადებების წარდგენა, საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში შეუძლიათ.

 
თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.

თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 07-12-19 აფხაზეთის მოსახლეობის ყველაზე პატარა და მნიშვნელოვანი წარმომადგენლებისათვის გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება, რომელზეც მოეწყო სპექტაკლ ,, სიმბას"-ს ჩვენება. წარმომადგენლობა დიდ მადლობას უხდის გამოჩენილი ყურადღებისა და სითბოსათვის თბილისის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ ნიკოლოზ საბაშვილს, თეატრის ხელმძღვანელს ბატონ კონსტანტინე ქარქაშაძეს და თეატრის მთელ შემადგენლობას, აფხაზეთიდან პატარებისათვის, კიდევ ერთი თბილი და დასამახსოვრებელი დღის წარმოდგენისათვის.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში აფხაზეთიდან 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში აფხაზეთიდან 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.
საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდეგ, სურამში, ორი ნგრევადი ობიექტი იხურება, სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახები, წლების განმავლობაში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ.
ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ბინები სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის, მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შეისყიდა.
2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 154 ნგრევადი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებმა 2000-მდე დევნილმა ოჯახმა ბინა ახალაშენებულ კორპუსებში მიიღო.