აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში/სარგებლობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშემწყობმა კომისიამ 1019 წლის 06 დეკემბერს გამართა სხდომა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, დემურიას ქუჩა # 1-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, 2019 წლის 05 დეკემბერს სამინისტროში შემოსულ # 01/1516 განცხადებასთან დაკავშირებით.
კომისიამ განიხილა და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილებისთან დაკავშირებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თოჯინების თეატრის თანამშრომლობის შედეგად, აფხაზეთიდან დევნილი, რამდენიმე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები მოზარდები, სპექტაკლს - ,,სიმბას თავგადასავალი“ დაესწრნენ.
პროექტს კოორდინაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მთავარი მრჩეველი მალხაზ კორძახია უწევდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო თანადგომისათვის მადლობას უხდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ნიკოლოზ საბაშვილს, დირექტორს – კონსტანტინე ქარქაშაძესა და იურიდიული სამსახურის უფროსს გიორგი ბოლქვაძეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ქვეპროგრამის „საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისათვის“ ფარგლებში, ქ. თბილისში ყოველწლიურად, ტრადიციულად მართავს საახალწლო წარმოდგენას. წლეულს კი აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო მასშტაბური გახდა, ის გაიმართება ქ. ზუგდიდში, სადაც მრავალი დევნილი ოჯახია დასახლებული, რათა კიდევ უფრო მეტმა დევნილმა მოზარდმა მიიღოს საახალწლო საჩუქარი და მხიარულად შეეგებოს ახალ წელს.
კერძოდ, დაგეგმილია: დევნილი მოზარდებისთვის საახალწლო-საბავშვო წარმოდგენის გამართვა ქ. თბილისში, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში, „დიმიტრი ჯაიანის სახელობის“ დარბაზში, 28-29 დეკემბერს, დღეში 2-ჯერ 14:00 სთ. და 16:00 საათზე და ქ. ზუგდიდში მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში 11 იანვარს, დღეში 2-ჯერ, 12:00 და 14:00 საათზე.
საახალწლო წარმოდგენის გამართვისათვის მიმდინარეობს წარმოდგენის მოწყობის მსურველი იურიდიული პირების განცხადებების მიღება. განცხადების წარმომდგენმა პირმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:
4 დან 14 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის საახალწლო განწყობის შემქმნელი სპექტაკლის წარმოდგენა;
სპექტაკლის ჩატარება ქ. თბილისში 28-29 დეკემბერს, დღეში 2-ჯერ, 14:00 და 16:00 საათზე. ასევე ქ. ზუგდიდში 11 იანვარს, დღეში 2-ჯერ 12:00 და 14:00 საათზე.
სპექტაკლის ხანგრძლივობა არანაკლებ 1 საათისა;
მომსახურების გამწევმა პირმა უზრუნველყოს საკონცერტო დარბაზი ხმის აპარატურითა და დამატებითი განათების სისტემით, წარმოდგენის შემდეგ კი მისი დასუფთავება;
ბავშვებისათვის საახალწლო საჩუქრების სატვირთო მანქანით ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (ქ. ზუგდიდი, ქ. ქუთაისი) 185 ყუთი. ასევე წარმოდგენისათვის საჭირო დეკორაციის ტრანსპორტირება;
წარმოდგენისათვის საჭირო მსახიობებისა და ტექპერსონალის ტრანსპორტირება მიკროავტობუსით;
გამგზავრება 10 იანვარს. პერსონალის და მძღოლების დაბინავებით უზრუნველყოფა;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.
ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება.
მიმდინარე წლის 4-5 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულების თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ -ის (People In Need - PIN) მიერ ორგანიზებულ ტრენინგში, თემაზე - „პროექტის დიზაინი და დონორებთან ურთიერთობა“.
ტრენინგ-კურსზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება თანამშრომლებს დაეხმარებათ უფრო აქტიურად იმუშაონ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებით და წარმატებით გაართვან თავი ფონდების მოძიებასა და დონორებთან ურთიერთობას, შემდგომში დევნილი მეწარმეების მხარდასაჭერად.
მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურმა, გასვლითი ხასითის სამუშაო შეხვედრა გამართა ქ. ხაშურის და ქ.ქარელის მუნიციპალიტეტში კოლექტიურად მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან, სადაც მოისმინეს დევნილთა საჭიროებები. ინფორმაციის სახით მიაწოდეს ბ.მ.ა მხარდაჭერის პროგრამის არსი და მნიშვნელობა და დაათვალიერეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიმდინარეობა.
მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტთან არსებული ეკონომიკური განვითარებისა და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „ბიზნეს–პროექტების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები".
კურსის მიზანი იყო ბიზნეს-პროექტების შედგენაში ცოდნის გაღრმავება, შემდგომში დევნილი მეწარმეებისათვის და „სტარტაპერებისათვის“ ხელშეწყობისა და კვალიფიციური კონსულტაციების უზრუნველსაყოფად. სემინარებზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიც არის: კომერციული ბანკის სესხთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვა, ინვესტორების მიდგომა საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით, სრული ბიზნეს-გეგმის მოდელის შექმნა და სხვა.
ტრენინგს უძღვებოდა თიბისი ბანკის მიკროპორტფელის მართვის განყოფილების მონიტორინგის უფროსი (ექსპერტი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ნინო კუტიბაშვილი.პროექტში მონაწილეობა მიიღო სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სხვადასხვა უწყების 14-მა თანამშრომელმა, რომლებსაც ცენტრის დირექტორმა, ეკონომიკის დოქტორმა, ქალბატონმა დალი სეხნიაშვილმა გადასცა კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები.
აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სოლო-კონცერტი ქალაქ ბაქოში, მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართა. კაპელა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მსმენელის წინაშე ქართული და უცხოური კომპოზიციებით წარსდგა.
კონცერტის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ და საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ მიმართეს.
კონცერტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალაქ ბაქოში, მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიაში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სოლო-კონცერტი გაიმართა. კაპელა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მსმენელის წინაშე ქართული და უცხოური კომპოზიციებით წარსდგა.
კონცერტის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ მიმართეს.
კონცერტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორისა და აზერბაიჯანის კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილება დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირებს სთავაზობს ადვოკატირებას, რომელიც მოიცავს უფასო სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევას და შესაბამის ორგანოებში წარსადგენად დოკუმენტაციის მომზადებაში ხელშეწყობას შემდეგ საკითხებზე:
2019 წლის 4 დეკემბერს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმოადგენლობაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიის მეთექვსმეტე სხდომა გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის“ შესაბამისად, განხილული განცხადებებიდან ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კომისიამ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა 32 დევნილი ბენეფიციარი, რაზეც კვარტალური ბიუჯეტიდან გაიხარჯა 3950 ლარი. მიმდინარე წელს სულ დაკმაყოფილდა 896 დევნილი ბენეფიციარის განცხადება რაზეც დაიხარჯა 125000 ლარი. ამ დროისათვის განსახილველ განცხადებათა რაოდენობა და წლიური ფინანსური ასიგნებები ამოწურულია.
ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელი ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფის/ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში ამოქმედდა საპილოტე პროგრამა, რომელიც გულისხმობს კომპაქტურად განსახლებული დევნილი მოსახლეობისათვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობას (სანოტარო მომსახურების ხარჯების ანაზრაურება), შემდგომში მათთვის გადასაცემი საერთო სარგებლობის ფართების იდენტიფიცირებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემული საერთო სარგებლობის ფართებზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
რეზო ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა ჩასახლებებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შუამდგომლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით სოფელ ზედაეწერში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში (ყოფილი ვეტ-ლაბორატორიის შენობა) გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ობიექტზე იმყოფებოდნენ და სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა.