მიმდინარე პროექტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს აფხაზეთიდან დევნილთა დასაქმების ხელშეწყობა. ამ მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს   სტატისტიკის სამმართველო ქმნის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - სამუშაოს მაძიებელთა ელექტრონულ ბაზას.  ასევე, იქმნება შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიის, სპეციალობისა და უნარების მქონე პირთა  რეესტრი, რომელიც მიეწოდება  დამსაქმებლებს. სათანადო ვაკანსიის არსებობის  შემთხვევაში, სამინისტროს საშუალება ექნება დაეხმაროს  დაინტერესებულ ბენეფიციარებს დასაქმებაში.

დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე tiashvili.afsm@gmail.com

დანართი: სააპლიკაციო ფორმა

შეხვედრა უფსალას უნივერსიტეტის სტუდენტებთან

20 ნოემბერს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია უფსალას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტები დაინტერესებული იყვნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მინისტრის აპარატის საქმიანობით მათ შორის, კონფლიქტის დარეგულირებისა და ადამიანის უფლებების სფეროში.
დავით ფაცაციამ სტუდენტებს აფხაზეთის ტერიტორიაზე დღევანდელი სიტუაციის, არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების კუთხით, მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზეც და აღნიშნულ საკითხებზე მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლებს მიღება მოუწყო

ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლებს მიღება მოუწყო

შეხვედრის დასაწყისში დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ. მან ქვეყნის განვითარებაში ზოგადად პედაგოგების წვლილზე ისაუბრა და კონკრეტულად კი ხაზი გაუსვა აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგების იმ განსაკუთრებულ როლს, რაც მათ დევნილობამ დააკისრა.

შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ უმაღლესი საბჭოს სიგელი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის გადასცა თბილისის №137 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს ნანი ჯიჯელავას.

სამინისტროს შესაბამისი სიგელები და საჩუქრები გადაეცათ აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებს: ჟენია გასვიანს, მარო გამყრელიძეს, ვაჟა მარგველანს, რაისა სონგულიას, თინა ყურაშვილსა და ელენა ფხაკაძეს; აფხაზეთის წლის საუკეთესო პედაგოგებს: აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ფოთოლა ბენდელიანს, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს სოფიო გოგოხიას; აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელს ქეთო კახიანს.

შეხვედრაზე მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

წარმომადგენლობაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების მორიგი სხდომა გაიმართა

2019 წლის 20 ნოემბერს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიის მეთხუთმეტე  სხდომა გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების  გაცემის წესის“ შესაბამისად, განხილული განცხადებებიდან ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კომისიამ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა 36 დევნილი ბენეფიციარი, რაზეც კვარტალური ბიუჯეტიდან გაიხარჯა 5800 ლარი. კომისია დარჩენილი განცხადებების განსახილველად კვლავ შეიკრიბება.

რუსლან აბაშიძე ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ არად ბენკოს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ავსტრიელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის შესახებ, ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის  სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს შესაძლო სამომავლო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

თავის მხრივ ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.

სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ. გვერდის www.hr.gov.ge -ზე გამოცხადდა კონკურსი სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე.
განცხადების მიღების ვადა სრულდება 2019 წლის 22 ნოემბერს.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლით იხილოთ ბმულზე https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/58443?active=1

სამინისტროში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

19 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში, აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომისიის წევრებმა მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ იმსჯელეს.

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეების მონაწილეობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, უკანონო დაკავების საკითხზე, გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დაუყოვნებლივ, ფუძემდებლური პრინციპების სრული დაცვით, აღდგენის აუცილებლობაზე. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების მიზანმიმართულ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე.

საქართველოს დელაგაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე. განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობა.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას.

თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლოს დროს ადგილზე გართულებული მდგომარეობის გამო და ხაზი გაუსვეს შექმნილი რთული ვითარების გადაჭრის აუცილებლობას.

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი 2019 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართება.

წყალტუბოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის პარტნიორობით და იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ჩართულობით  აიპ სამშენებლო კოლეჯმა "კონსტრუქტ 2"  აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან

წყალტუბოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის პარტნიორობით და იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ჩართულობით  აიპ სამშენებლო კოლეჯმა "კონსტრუქტ 2"  აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა თეონა გაბუნიამ აღნიშნა, რომ კოლეჯში სწავლა უფასოა და სამშენებლო მიმართულების მოკლევადიაანი მომზადების პროგრამები  მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე ანაზღაურებადი პრაქტიკის  კომპონენტს. წარმატებული კურსდამთავრებულები "m2" -ის უძრავი ქონების "შვილობილი კომპანიის ბკ კონსტრაქშენის" მშენევბლობაზე საქმდებიან.

კოლექჯის მიზანია მომზადების პროგრამებში ჩართონ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რათა მომზადდეს მაღალკვალიფიციური და სერთიფიცირებული კადრები სამშენებლო კომპანიაში დასაქმებისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ნანა გოგოხია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მარი ზაქარაია, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და წარმომადგენლობის თანამშრომლები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესტუმრნენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ოჯახის წევრებთან ერთად  ესტუმრნენ.  მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები, სამშობლოსათვის კვლავაც ერთგული მსახურება და წარმატებული ცხოვრება უსურვა.

წყალტუბოს რაიონის სოფ. გუმბრინის სკოლას, გარდაცვალებიდან 27 წლის შემდეგ, აფხაზეთის ომის გმირის გოჩა წულაიას სახელი მიენიჭა.

წყალტუბოს რაიონის სოფ. გუმბრინის სკოლას, გარდაცვალებიდან 27 წლის შემდეგ, აფხაზეთის ომის გმირის გოჩა წულაიას სახელი მიენიჭა. შეკრებილებმა ისაუბრეს გოჩა წულაიას საბრძოლო პოზიციებზე გამოჩენილ გმირობასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაცვის საქმეში შეტანილ წვლილზე. გუმბრინის სკოლის აღსაზრდელებმა გოჩა წულაიას ხსოვნისადმი მიღძვნილი ღონისძიება წარმოადგინეს და აფხაზეთისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი გენადი მარგველაშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი.

მოწვეულმა სტუმრებმა ომში გმირულად დაღუპულის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

რუსლან აბაშიძე ბაღდათში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესლუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ბაღდათში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე დევნილებმა მთავრობის წარმომადგენლებს მათ წინაშე არსებულ პრობლემურ საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. მთავრობის თავმჯდომარემ და მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სფეროებში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და გეგმებზე რომლებიც დევნილთა თვითდასაქმებას და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

დღესვე, რუსლან აბაშიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერ არჩილ გოგსაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ბაღდათში მცხოვრებ დევნილთა საჭიროებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრებში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს დევნილთა წინაშე არსებულ პრობლემებზე და  მათი  მოგვარების გზებზე.  რუსლან აბაშიძე ასევე,  ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერს არჩილ გოგოსაძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს შალვა მშვილდაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალურ და სოციალურ  პროგრამებში დევნილთა ჩართულობის საკითხებზე.  

შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წარმომადგენლობის თანამშრომლები და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნუნუ ჩაბრავა  მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ხონში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ხონში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. ის ადგილობივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო დევნილთა პრობლემებს და იმსჯელეს მათი ერთობლივად მოგვარების გზებზე. რუსლან აბაშიძემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომელიც მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.  მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო ხონის #2 ბაგა-ბაღში და #4 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რომელიც დევნილ ბავშვებს მოემსახურება.

შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ბაჩანა ბასილაია მონაწილეობდნენ.

რუსლან აბაშიძე ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ხონში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებაში არსებულ პრობლემურ საკითხებს, დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. რუსლან აბაშიძემ დევნილ მოსახლეობას იმ პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.  

რუსლან აბაშიძე ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯურხაძესთან  ერთად გაეცნო ხონის №2 ბაგა-ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის დასრულების შემდეგაც ბაღი ძირითადად აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს მოემსახურება. ასევე მოინახულეს ხონის №4 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, სადაც 200-მდე დევნილი მოსწავლე სწავლობს.

შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ბაჩანა ბასილაია მონაწილეობდნენ.