სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლების სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ, მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა და მინისტრის მოადგილემ დავით მიქავამ ალექსანდრე მოწერელიას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელი კოტე ბასარია წარუდგინეს.
შეხვედრის მონაწილეებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე და ერთობლივად განსახორციელებელ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და აპარატის თანამშრომლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩ მარია ვან კოლდამს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მთავრობის თავმჯდომარემ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს მთავრობის საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო.
რუსლან აბაშიძემ ნიდერლანდელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში განხილულ საკითხებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.
მთავრობის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელის წარდგენისა და სამინისტროსა და წარმომადგენლობების შერწყმასთან დაკავშირებით, ადგილზე იმყოფებოდნენ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და მინისტრის მოადგილე დავით მიქავა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კოტე ბასარია დაინიშვა. კოტე ბასარია წლების მანძილზე მუშაობდა ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილების უფროსად, შრომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების საკითხებში განყოფილების უფროსად, მრჩევლად ადგილნაცვალ პირთა განსახლების საკითხებში, ადგილნაცვალ პირთა სენაკის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. კოტე ბასარიას ჰყავს მეუღლე და შვილები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსტრაციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლების სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ და მინისტრის მოადგილეებმა ალექსანდრე მოწერელიას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელი კოტე ბასარია წარუდგინეს.
შეხვედრის მონაწილეებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე და ერთობლივად განსახორციელებელ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში ხელმძღვანელი პირები შეიცვალნენ.
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბესიკ ჭანტურია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში დავით ძალამიძე, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კოტე ბასარია დაინიშნენ.
წარმომადგენლობებში ახალი ხელმძღვანელი პირები მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ, მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა და მინისტრის მოადგილემ დავით მიქავამ წარადგინეს.
მთავრობის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელის წარდგენისა და სამინისტროსა და წარმომადგენლობების შერწყმასთან დაკავშირებით, ადგილზე იმყოფებოდნენ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და მინისტრის მოადგილე დავით მიქავა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კოტე ბასარია დაინიშვა.
კოტე ბასარია წლების მანძილზე მუშაობდა ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილების უფროსად, შრომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების საკითხებში განყოფილების უფროსად, მრჩევლად ადგილნაცვალ პირთა განსახლების საკითხებში, ადგილნაცვალ პირთა სენაკის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. კოტე ბასარიას ჰყავს მეუღლე და შვილები.
ბესიკ ჭანტურია წარმომადგენლობაში წლების განმავლობაში მუშაობდა ახალგაზრდობის საკითხებში სახელმწიფო მრჩევლად, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსად, აპარატის უფროსად, ბოლოს კი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ბესიკ ჭანტურიას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
მთავრობის წარმომადგენლობების ახალი ხელმძღვანელების წარდგენის, სამინისტროსა და წარმომადგენლობების შერწყმასთან დაკავშირებით, ადგილზე იმყოფებოდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი.
აფხაზეთის ა/ რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით ძალამიძე წარადგინეს. დავით ძალამიძე წლების განმავლობაში მუშაობდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროის თანამდებობაზე, ქ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად. დავით ძალამიძე გახლავთ აფხაზეთიდან, ქალაქ ოჩამჩირედან. დავით ძალამიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით ძალამიძე დაინიშნა. დავით ძალამიძე წლების განმავლობაში მუშაობდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროის თანამდებობაზე, ქ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად. დავით ძალამიძე გახლავთ აფხაზეთიდან, ქალაქ ოჩამჩირედან. დავით ძალამიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრში შედგა გაცნობითი სახის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ტატიანა კოვპაკი, ლიეტუვური ენის ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში ვიდას კავალიაუსკასი და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ირმა ჯანგირაშვილი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ხელშეკრულება დაიდო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრსა და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორს შორის. მარტის თვიდან იგეგმება სხვადასხვა პროექტები იძულებით გადაადგილებულ მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის. კერძოდ, წარჩინებული დევნილი სტუდენტები, ლიეტუვურ-ინგლისური სასწავლო კურსის უფასოდ გავლის შემდეგ, ენის კვალიფიკიციის ასამაღლებლად გაემგზავრებიან ლიეტუვაში ერთი თვის ვადით (სტიპენდიის ანაზღაურებით) და ჩაერთვებიან სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში.
ასევე, უკრაინის საელჩოს პირველი მდივნის, ტატიანა კოვპაკის პატრონაჟით, ხელი მოეწერა საგანმანათლებლო გაცვლით პროექტს, რომელიც ითვალისწინებს 8-14 წლამდე ასაკის დევნილ მოსწავეთა გამგზავრებას უკრაინაში, საზაფხულო კულტურულ-საგანმანათლებლო ბანაკებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში მოქმედ აფხაზეთიდან დევნილ ნორჩ ძიუდოისტებს სპორტული ინვენტარი (კიმანოები) გადასცა.
აფხაზეთიდან დევნილი ნორჩი ძიუდოისტები სასწავლო წვრთნებს თბილისში, სპორტკომპლექს ,,მართვეში“ ზაზა მახათაძის ხელმძღვანელობით გადიან.
დევნილ ახალგაზრდებს სპორტული ინვენტარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა დაურიგა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 3 თებერვალს თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელის, სპორტის ოსტატის ალექსეი ილიადის სახელობის ტურნირი ჩაატარა მინი-ფეხბურთში. ტურნირი ალექსეი ილიადის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა და მისი გამართვის იდეა ალექსეი ილიადის მეგობარს ლავრენტი ბიბლაიას ეკუთვნოდა.
ალექსეი ილიადი 1945 წელს ქ. სოხუმში დაიბადა. 17 წლის ასაკში იგი ჯერ სოხუმის ,,დინამოში“, შემდგომ კი თბილისის ,,დინამოში“ თამაშობდა. ალექსეი ილიადი სამგზის ბრინჯაოს მედალოსანი და სპორტის ოსტატია ფეხბურთში. იგი ამჟამად ცხოვრობს საბერძნეთში.
ალექსეი ილიადის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი ,,ვიტ ჯორჯიასა“ და ,,ლომებს“ შორის, ,,ვიტ ჯორჯიას“ სასარგებლოდ 1-0 დასრულდა. საპრიზო ადგილდები კი ასე გადანაწილდა:
I ადგილი - "ვიტ ჯორჯია"; II ადგილი - ,,ლომები“ (თბილისი); III ადგილი - ,,იბერია 2017“.
ტურნირში აგრეთვე გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები: ,,საუკეთესო მეკარე“ - საბა ტარტარაშვილი (,,ვიტ ჯორჯია“); საუკეთესო ფეხბურთელი - დავით რამაზაშვილი (,,იბერია 2017“); საუკეთესო თავდამსხმელი - დავით ახავეტიანი (,,ლომები“).
ტურნირის გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა, აფხაზეთის ა/რ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა დააჯილდოვეს.
ალექსეი ილიადის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭოს საპატიო სიგელი მიენიჭა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პაველ ვიზდალს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
რუსლან აბაშიძემ სლოვაკ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სლოვაკეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის ორგანიზებით განხორციელდა პროექტი „გამარჯობა აფხაზეთო შენი“. პროექტის ფარგლებში14 აფხაზი მხატვრის ნამუშევარი შეირჩა და კალენდრის სახით რამდენიმე ასეულ ეგზემპლარად გამოიცა. ღონისძიების მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხელოვნების წარმომადგენლებზე ზრუნვა, მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობა და დაკარგული ურთიერთობების აღდგენა. კალენდრის პრეზენტაციას ცნობილი მხატვრები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს გამოითქვა მოლოდინი, რომ ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს დიალოგს ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით, მომავალშიც არაერთხელ გაიმართება. შეხვედრაზე მოწვეულ საზოგადოებას, ასევე სხვა და სხვა დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებს კალენდრები საჩუქრად გადაეცათ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის და აფხაზეთის მხატვართა კავშირის ორგანიზებით „მაგთი კლუბში“ აფხაზი მხატვრების ნამუშევრებით შექმნილი კალენდრის „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ პრეზენტაცია გაიმართა.
ნაბეჭდი 14 ხელოვანის ნამუშევარს აერთიანებს. პროექტის მიზანია ნდობის აღდგენისა და ხელოვანთა შემოქმედებითი ურთიერთობების განვითარების პროცესის ხელშეწყობა.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა, დევნილი მხატვრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.