საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ორგანიზებით სამთავრობო ინიციატივა „პირველი ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ" მიძღვნილი შეხვედრა-დიალოგი გაიმართა. შეხვედრის თემა - „ქალთა როლი სამთავრობო ინიციატივების განხორციელებაში" იყო. მოწვეულმა სტუმრებმა ამ საკითხის მიმართ სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, ქალთა და ომის ვეტერანთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, მწერლები, მეცნიერები, იურისტები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას სარეპეტიციო დარბაზი დღეს საზეიმოდ გაიხსნა დღეს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სარეპეტიციო დარბაზი გაიხსნა.
ახალგარემონტებული დარბაზის გახსნაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელმა ზვიად ბოლქვაძემ ლენტი საზეიმოდ გაჭრეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელასა და ნუკრი კაპანაძის მონაწილეობით კონცერტი მოეწყო. 2015 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სარგებლობაში არსებული დარბაზი, რომელიც დიმიტრი ჯაიანის ინიციატივით გარემონტდა, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გადაეცა. მიმდინარე წელს განხორციელდა დარბაზში ხმის რევერბერაციის დროის გაზომვა და დარბაზის აკუსტიკის კამერული გუნდისთვის სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად გადაწყდა, დარბაზის ჭერის დაფარვა Sonaspray K-13 აკუსტიკური მასალით. ამ მიზნით, ჰოლანდიიდან სპეციალურად იქნა ჩამოყვანილი სპეციალისტი, რომელმაც საქართველოში პირველად განახორციელა აკუსტიკის მოწყობა აღნიშნული ტექნოლოგიით. დარბაზში ასევე დამონტაჟდა გამათბობელ-გამაგრილებელი სისტემა. სარეპეტაციო დარბაზის გარდა მოეწყო შემოქმედებითი საქმიანობისათვის განკუთვნილი დამატებითი სამუშაო სივრცე.
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას უკვე აქვს შესაძლებლობა თანამედროვე სტილის დარბაზში გააგრძელოს შემოქმედებითი საქმიანობა. დარბაზის სრული რეაბილიტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
გუშინ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად მოწყობილი სარეპეტიციო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. ლენტი გაჭრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელმა ზვიად ბოლქვაძემ.
ზვიად ბოლქვაძემ მადლობა გადაიხადა დარბაზის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად მოწყობისათვის და აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს კაპელას მომავალი წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გამორჩეულობას ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, იმ სიხარულისა და სიამაყის განცდას, რასაც მათი შემოქმედება იწვევს და კვლავაც თანადგომა აღუთქვეს. გულისტკივილით გაიხსენეს ამქვეყნიდან ნაადრევად გასული ადამიანები: აფხაზეთის საგუნდო კაპელის შემქნელი, გამორჩეული მუსიკოსი გურამ ყურაშვილი და კაპელის დიდი გულშემატკივარი და ამ დარბაზის გარემონტების ინიციატორი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 2015 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სარგებლობაში არსებული დარბაზი დიმიტრი ჯაიანის ინიციატივით გარემონტდა და აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გადაეცა. ვინაიდან დარბაზი მუსიკალური კოლექტივისთვის სარეპეტიციოდ მორგებული სივრცე არ იყო, წლეულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დარბაზის სრული რეაბილიტაცია მოხდა.
კერძოდ, დარბაზში ხმის რევერბერაციის დროის გაზომვის შემდეგ გადაწყდა, რომ დარბაზის აკუსტიკის კამერული გუნდისთვის სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად დარბაზის ჭერი დაფარულიყო Sonaspray K-13 აკუსტიკური მასალით. ამისთვის ჰოლანდიიდან ჩამოყვანილ იქნა სპეციალისტი, რომელმაც აღნიშნული ტექნოლოგიით საქართველოში პირველად მოაწყო დარბაზის აკუსტიკა. აფხაზეთის სარეპეტიციო სივრცეში ასევე დამონტაჟდა გამათბობელ-გამაგრილებელი სისტემა და მოეწყო შემოქმედებითი საქმიანობისათვის საჭირო ოთახები. დასასრულ აფხაზეთის საგუნდო კაპელამ მომღერალ ნუკრი კაპანაძესთან ერთად მოწვეული სტუმრებისათვის კონცერტი გამართა.
შეხვედრა დევნილთა პრობლემატური საკითხების მიმართ სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2018 წლის 20 დეკემბერს სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თემაზე: „სასამართლო პრაქტიკა დევნილთა პრობლემატური საკითხების მიმართ“. შეხვედრაზე მოწვეული იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ირინა ზარქუა, რომელმაც აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენლებს სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი შეეხო აფხაზეთის ხელისუფლების ინიციატივას დევნილთა უფასო ადვოკატირებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იუსტიციის დეპარტამენტს ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილების უფროსმა გიორგი პარკაიამ შეხვედრის მონაწილეების წინაშე გააკეთა მცირე პრეზენტაცია იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევასა და შესაბამის ორგანოებში წარსადგენად დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენლებმა წარმოაჩინეს დევნილების საკითხების განხილვისას მათ პრაქტიკაში არსებული პრობლემები. შეხვედრა კითხვა-პასუხისა და კონკრეტული კაზუსების ამოხსნის რეჟიმში ჩატარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყოველ წელს, ტრადიციულად, მართავს საახალწლო ზეიმს 4-14 წლამდე ასაკის დევნილი ბავშვებისათვის, რათა მათ შეექმნათ საახალწლო განწყობა და მხიარულად შეეგებონ ახალ წელს.
წლეულს, 27-28 დეკემბერს, 14:00 და 16:00 საათზე, საახალწლო ზეიმი გაიმართება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რეაბილიტირებულ საკონცერტო დარბაზში (დ. უზნაძის 68), სადაც სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“ წარმოადგენს კარლო კოლოდის ზღაპარს „პინოქიო“. სპექტაკლის დასასრულს თოვლის ბაბუა ბავშვებს გადასცემს სასაჩუქრე პაკეტებს.
ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „გენი ქართული" აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია „ბავშვის ჯანსაღი კვება და უსაფრთხო ბავშვობა" (რა იწვევს ტყვიის მაღალ შემცველობას ბავშვის ორგანიზმში, უსაფრთხო სათამაშო) გამართეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, საქველმოქმედო პროგრამის ხელმძღვანელი, ექიმი პედიატრი, პროფესორი ნინო თოთაძე და პროფესორი რევაზ სულუხია ესწრებოდნენ. საქველმოქმედო აქცია კლინიკაში "ბაზი" გაიმართა.
აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ათ მრავალშვილიან ოჯახს 6 თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და სათამაშოები გადაეცა.
ასევე, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კომპანია „ისი-პარის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხატია შამუგიამ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დღეს სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართულ დიალოგში „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება" მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მარტა ფრიმანი, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდებზე განხილულ საკითხებსა და მომავალ რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე. იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასა და მის როლზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში, სამშვიდობო პროცესებში არასამთავრობო სექტორის, განსაკუთრებით ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებობს.
ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე. კერძოდ, უკანონო დაკავებების, ადამიანის უფლების შეზღუდვის შემთხვევებზე. ამ ჭრილში მიმოიხილეს დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები.
დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ჩართულობით დღეს სასტუმრო „რუმსში" გაიმართა.
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული 28 მეომრის ოჯახს სახელმწიფო ჯილდოები - ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენები და მედლები - მხედრული მამაცობისთვის გადაეცა.
ჯილდოები დაღუპულთა ოჯახის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ გადასცეს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდნენ:
ვახტანგ ღვინჯილია (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი), ლევან თოდუა (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი), მერაბ ქვილითაია (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი), შოთა ფაჩუაშვილი (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი), თენგის კოპალიანი (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), შერმადინ ქობალია (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), მურმან ლეთოდიანი (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), რომან ლეთოდიანი (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), ავთანდილ გოგუა (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), რეზო ღვინჯილია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), ხვიჩა სულაკაძე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), ბადრი შელეგია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), თამაზ მიქაძე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), გიორგი თვალავაძე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), თენგიზ ვეკუა (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), გია ლიპარტია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), ელგუჯა მანაგაძე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), მერაბ ზარანდია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), რევაზ გელაშვილი (მედალი), გენადი გაბუნია (მედალი), მამუკა ჯელაძე (მედალი), დათო ბენდელიანი (მედალი), ვახტანგ ხურცილავა (მედალი), თემურ ხასია (მედალი), გია ჯახია (მედალი), გივი უგრეხელიძე (მედალი), მაცი ქირია (მედალი), ვალტერ ღვინჯილია (მედალი).
დაჯილდოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები, ახლობლები და ვეტერანები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრები აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 29 ნოემბრის განკარგულებით დააჯილდოვა.
მიმდინარე წლის 17-18 დეკემბერს სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით HR ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და სამინისტროების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები. HR ფორუმს დაესწრო აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართელოს უფროსი მ. ჩაკვეტაძე. აღნიშნულ ფორუმზე განხილული იყო პროფესიული საჯარო მოხელის უწყვეტი სწავლების სისტემასთან და შეფასების სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. კერძოდ, პროფესიულ საჯარო მოხელეთათვის სწავლების საჭიროებების გამოვლენის წესები, ტრენინგების დაგეგმვის შესაძლებლობები და ვადები.
ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „გენი ქართული" აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია „ბავშვის ჯანსაღი კვება და უსაფრთხო ბავშვობა" (რა იწვევს ტყვიის მაღალ შემცველობას ბავშვის ორგანიზმში, უსაფრთხო სათამაშო) გამართეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, საქველმოქმედო პროგრამის ხელმძღვანელი, ექიმი პედიატრი, პროფესორი ნინო თოთაძე და პროფესორი რევაზ სულუხია ესწრებოდნენ. საქველმოქმედო აქცია კლინიკაში "ბაზი" გაიმართა.
აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ათ მრავალშვილიან ოჯახს 6 თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და სათამაშოები გადაეცა.
ასევე, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კომპანია „ისი-პარის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხატია შამუგიამ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცა.
დღეს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების დაჯილდოება გაიმართა. სპორტსმენებს საპატიო სიგელები და ფასიანი საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გადასცეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და სპორტსმენებს წარმატება მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა.
დაჯილდოვებულთა შორის იყვნენ: მიხეილ ჯიშკარიანი, სოსო მალანია, დავით ხურცია, სიმონ დარახველიძე, მიხეილ ცანავა, ვაჟა რეჭია, მარიამ ჭანტურია, ზურაბ სოხაძე და ლაშა მიქავა.
ღონისძიების ფარგლებში ქართველი და აფხაზი სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების მეგობრობის ამსახველი ძველი ფოტოების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები.წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2018 წლის პროგრამის „ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დაჯილდოება" ფარგლებში მოეწყო და მიზნად ისახავს წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების მოღვაწეობის დაფასებას და წარმოჩენას.
თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმზე (TISIFF 2018) მკაფიოდ იქნა ხაზგასმული, რომ ინოვაციური დაფინანსების ინსტრუმენტები მნიშვნელოვანი კატალიზატორებია მდგრადი განვითარების მიზნების დასაფინანსებლად მაშინ, როდესაც შიდა საბიუჯეტო რესურსები დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში შეზღუდულია. ფორუმის (რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებმა, საეღთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა ნიდერლადებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლდა მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსების ახალი ინსტრუმენტების მიმოხილვა. ამ ახალ ინსტრუმენტებად კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინები განისაზღვრება. განხილულ საკითხებს შორის იყო მდგრადი განვითარების ისეთი მიმართულებებში, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა და სოფლის მეურნეობა - ინოვაციების დანერგვის პროცესში ბლოქჩეინის პლატფორმების დანერგვა. ნიშანდობრივია ის, რომ მსოფლიოს სხვა სხვა ქვეყნებში უკვე ინტენსსიურად მიმდინარეობს დისკუსიები სოფლის მეურნეობის სექტორში ბლოკჩეინის აპლიკაციების გამოყენებაზე, მათ შორის გაყიდვებისა და მიწოდების სფეროებშიც. არაერთი ბიზნესი ცდილობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საერთაშორისო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებას. უფრო მეტიც, რიგი კვლევები ადასტურებს, რომ ბლოკჩეინმა შეიძლება რევოლუცია მოახდინოს სოფლის მეურნეობასა და სურსათის მიწოდების ჯაჭვში.
ფორუმს ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობბის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვ. ბასარიამ
მიმდინარე წლის 14 დეკემბერს აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის მუშაკები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ დღეს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების დაჯილდოება გაიმართა. სპორტსმენებს საპატიო სიგელები და ფასიანი საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გადასცეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და სპორტსმენებს წარმატება მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მურმან ფარფალიამ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა. დაჯილდოვდნენ მიხეილ ჯიშკარიანი, სოსო მალანია, დავით ხურცია, სიმონ დარახველიძე, მიხეილ ცანავა, ვაჟა რეჭია, მარიამ ჭანტურია, ზურაბ სოხაძე და ლაშა მიქავა. ღონისძიების ფარგლებში ქართველი და აფხაზი სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების მეგობრობის ამსახველი ძველი ფოტოების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები. წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2018 წლის პროგრამის „ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დაჯილდოება“ ფარგლებში მოეწყო და მიზნად ისახავს წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების მოღვაწეობის დაფასებას და წარმოჩენას.
11-12 დეკემბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი გაიმართა. ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე. საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის პროცესზე, გახშირებულ სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე. ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრებაზე და დაგმეს სოფელ ატოცთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის გაძლიერების ფონზე, ქართულმა დელეგაციამ კვლავ დააყენა მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების საჭიროება და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსების აუცილებლობა. მოლაპარაკებებისას საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს საკითხი არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროების შესახებ. 46-ე რაუნდის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ვრცლად განიხილეს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, საკუთრებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საკითხები. განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ამ გამოწვევის დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობა. აღინიშნა, რომ არსებული დისკრიმინაციული შეზღუდვები და შედეგად ადგილზე შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, ქმნის ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის საფრთხეს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას. ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კვლავ ხაზგასმით აღინიშნა გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დროულად, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენის აუცილებლობა. რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის - ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვა. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 2-3 აპრილს გაიმართება.
სტამბოლში, ნაზიმ ჰიქმეთის სახელობის კულტურის ცენტრში, მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის ,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრი.
პრეზენტაციაზე სიტყვებით გამოვიდნენ და წიგნისა და სტამბოლში მისი წარდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ფეჰმი უზალმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.
საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ქართული დიასპორის წარმომადგენლები თურქეთში, გერმანიასა და საფრანგეთში მცხოვრებ აფხაზ დიდგვაროვანთა შთამომავლები.
,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" დოკუმენტური ხასიათის წიგნია. ის 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ქვეყნიდან ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ადამიანებისა, რომლებიც ქართველ ემიგრანტებთან ერთად ცდილობდნენ საქართველო ბოლშევიკური ოკუპაციისგან დაეხსნათ. წიგნი თურქულ ენაზე თარგმნა ეკა ირემაძე-მელაშვილმა (ჰაჯერ ოზკან).
დარბაზში გამოფენილი იყო აფხაზი არისტოკრატებისა და მათი ოჯახის წევრების ფოტოები. აქვე უჩვენეს აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფილმი.
პრეზენტაციის ბოლოს სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „იბერიამ“ კონცერტი გამართა. დასასრულ წიგნის ავტორმა ნატო მარშანიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრს საინტერესო საღამოს მოწყობისათვის, დამსწრე საზოგადოებას კი მობრძანებისათვის