მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ახალი ამბები

2019 წლის  აფხაზეთის ა/რ განახლებული მთავრობის მიერ განხორციელებული  სტრუქტურული რეორგანიზაციის, ოპტიმიზაციის და საკადრო ცვლილებების გათვალისწინებით შემუშავებულმა სამთავრობო პროგრამამ ახალი რეალურ გამოწვევებზე ორიენტირებული მოთხოვნები წამოსწია  და დააყენა ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტის კანონის წინაშე.  ბიუჯეტის ფორმირებაში და განხილვაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სტრუქტურების  ხელმძღვანელები, ბიუჯეტთან დაკავშირებით გავლილ იქნა კონსულტაციები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს პარლამენტის  და მთავრობის შესაბამის სტრუქტურებში.

დამტკიცებული ბიუჯეტი ითვალისწინებს ახალ პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია სამშვიდობო ინიციატივებზე, სამოქალაქო ინტეგრაციაზე, დევნილებზე ადაპტირებული მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პროექტების ამოქმედებაზე, დევნილი მეწარმეების მხარდაჭერაზე, ნდობის აღდგენისა და დიალოგისაკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერებაზე. გრძელდება ჯამრთელობის  დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და აგრარულ სფეროებში წინა წლებში დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტები.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და  დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში ჩატარდა კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების  წესის პროექტის განხილვა, რომელსაც   სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად,  აფხაზეთის ა/რ  მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ სამინისტროების  წარმომადგენლები დაესწრნენ. განხილულ იქნა შესაბამისი მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით და აღინიშნა  წესის მიღების აუცილებლობა.

წარმოდგენილი ბრძანების პროექტის მიღება ხელს შეუწყობს რესპუბლიკური ნაერთი (კონსოლიდირებული) და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგებების საიმედოობისა და შესადარისობის გაუმჯობესებას, შესაძლებელს გახდის ბუღალტრული აღრიცხვის სათანადოდ წარმოებას და შესაბამისი რესპუბლიკური  ნაერთი (კონსილიდირებული) ბუღალტრული ანგარიშგების მომზადებას.

შეხვედრა შედგა 2019 წლის 24 დეკემბერს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში. სადაც აღინიშნა, რომ 2019 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ჩატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად საგრძნობლად გაფართოვდა სამინისტროს საქმიანობის არეალი.შეხვედრაზე განხილულ  იქნა შიდა აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის  დეპარტამენტის წარმომადგენლების მოსაზრებით, 2020 წელს შესაძლებელია განხორციელდეს პილოტური სისტემური აუდიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შიდა აუდიტის სუბიექტების მონაწილეობით.

 

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყო. დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას სიცოცხლის სკვერის სახელი მიენიჭა და ომში დაღუპული ქალბატონების ხსოვნას მიეძღვნა. ხსოვნის პატივსაცემად, სკვერის ტერიტორიაზე ტალღების ფორმის, ნარინჯისფერი, მოაჯირები განთავსდა. დასასვენებელი სივრცის გახსნას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, პარლამენტის, საკრებულოსა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები,  აფხაზეთის ა/რ მთავრობის, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და სოხუმის თეატრის მსახიობები დაესწრენენ.

მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და მინისტრის მოადგილე ვალერი ბასარია კომპანია Fall Creek-ის მოწვევით იმყოფებოდნენ ნიდერლანდებში ლურჯი მოცვის მოყვანის ტექნოლოგიების თანამედროვე სკოლაში. Fall Creek -ი ამ დარგში წამყვანი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ლურჯი მოცვის დაცული (ინტენსიური) გენეტიკური ჯიშების გამოყვანაზე. მათი ნერგები მიეწოდება „პრემიუმ“ ხარისხის მოცვის მწარმოებლებს მსოფლიო მასშტაბით. ღონისძიების ფარგლებში 23 სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების მიერ უშუალოდ მოცვის პლანტაციაში, ჩატარდა ტექნიკური ხასიათის პრეზენტაცია და პრაქტიკული სემინარები. ასამდე მონაწილე-სელექციონერმა ერთმანეთს გაუზიარა გამოციდლება და კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს  დარგში არსებული სიახლეები და მათთვის საინტერესო საკითხები.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა Fall Creek-ის კომერციულ დირექტორთან - ჰანს ლიკენსთან და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, განიხილეს შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები და დაგეგმეს შემდგომი სტრატეგიული ნაბიჯები.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, 5 დეკემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების პირველი სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრნენ. სტრატეგიული დოკუმენტის მიზანია ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის განვითარება, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება, გავრცელება და გამოყენების გაუმჯობესება. ასევე აღნიშნული დოკუმენტი განიხილება, როგორც ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მუშავდება დაინტერესებული მხარეების  აქტიური მონაწილეობით და მოიცავს საშუალო და გრძელვადიან ხედვას ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის.

მიმდინარე წლის 4-5 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი  დაწესებულების თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ -ის (People In Need - PIN) მიერ ორგანიზებულ ტრენინგში,  თემაზე - „პროექტის დიზაინი და დონორებთან ურთიერთობა“.

ტრენინგ-კურსზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება თანამშრომლებს დაეხმარებათ უფრო აქტიურად იმუშაონ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებით და წარმატებით გაართვან თავი ფონდების მოძიებასა და დონორებთან ურთიერთობას, შემდგომში დევნილი მეწარმეების მხარდასაჭერად.

მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტთან არსებული ეკონომიკური განვითარებისა და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „ბიზნეს–პროექტების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები".

კურსის მიზანი იყო ბიზნეს-პროექტების შედგენაში ცოდნის გაღრმავება, შემდგომში დევნილი მეწარმეებისათვის და „სტარტაპერებისათვის“ ხელშეწყობისა და კვალიფიციური კონსულტაციების უზრუნველსაყოფად. სემინარებზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიც არის:  კომერციული ბანკის სესხთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვა, ინვესტორების მიდგომა საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით, სრული ბიზნეს-გეგმის მოდელის შექმნა და სხვა.

ტრენინგს უძღვებოდა თიბისი ბანკის მიკროპორტფელის მართვის განყოფილების მონიტორინგის უფროსი (ექსპერტი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ნინო კუტიბაშვილი.პროექტში მონაწილეობა მიიღო სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სხვადასხვა უწყების 14-მა თანამშრომელმა, რომლებსაც ცენტრის დირექტორმა,  ეკონომიკის დოქტორმა, ქალბატონმა დალი სეხნიაშვილმა გადასცა კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მცირე ბიზნესის განვითარებისა და სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით იწყებს ბიზნეს პროექტებისა და ბიზნეს იდეების ბაზის შექმნას. შესაბამისი განხილვისა და გადარჩევის შემდეგ განხორციელდება პარტნიორის ან დონორის მოძიებაში მხარდაჭერა.

დაინტერესებულმა პირებმა ბიზნეს პროექტი/ბიზნეს იდეა გამოაგზავნეთ  ელექტრონულ ფოსტაზე ntoloraia.afsm@gmail.com ან მოგვაწოდეთ მისამართზე: ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. №15, მე-3 სართული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს აფხაზეთიდან დევნილთა დასაქმების ხელშეწყობა. ამ მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს   სტატისტიკის სამმართველო ქმნის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - სამუშაოს მაძიებელთა ელექტრონულ ბაზას.  ასევე, იქმნება შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიის, სპეციალობისა და უნარების მქონე პირთა  რეესტრი, რომელიც მიეწოდება  დამსაქმებლებს. სათანადო ვაკანსიის არსებობის  შემთხვევაში, სამინისტროს საშუალება ექნება დაეხმაროს  დაინტერესებულ ბენეფიციარებს დასაქმებაში.

დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე tiashvili.afsm@gmail.com

დანართი: სააპლიკაციო ფორმა

მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის ა/რ მთავრობის სისტემის თანამშრომლებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგება“ტრენინგის მიზანი იყო მსმენელების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება, უტყუარი და ზუსტი ფინანსური ანგარიშგების შესადგენად. კურსის მსვლელობისას განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

  • ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციების ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების მომზადება;
  • ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ბუღალტრული ანგარიშგების მომზადება;
  • საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და  სამუშაო ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა, ნაერთი (კონსოლიდირებული) ბუღალტრული ანგარიშგების მიზნებისთვის;
  • ბიუჯეტის შესრულების და ბუღალტრული ანგარიშგების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ბუღალტრული ანგარიშგების ანალიზი და შეფასების  კრიტერიუმები.

ა/წლის 23 მაისს სიონის საკათედრო ტაძარაში სვიმონ კანანელის (იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგან  ერთ–ერთი) ხსენების დღესთან დაკავშირებული წირვა–ლოცვა ჩატარდა. 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე – საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ს ლოცვა–კურთხევით  აფხაზეთის დღედ დადგინდა 2014 წელს. აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული  აფხაზეთის ა/რ მთავრობის ორგანიზებით ა/წლის 17 მაისს სოფელ რუხის სავაჭრო ტერიტორიაზე ღონისძიებით – ,,მე ვარ აფხაზეთი’’ გაიხსნა. ღონისძიების მხარდამჭერი იყვნენ: სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო–სამრეწველო პალატა  და სხვა. ზემოაღნიშნული  კვირეული  23 მაისს აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტით დასრულდა.ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს  აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ აფხაზეთის დღე ანუ ,,აფხაზეთობა’’ მიულოცეს და აფხაზებთან შერიგების, ქართულ–აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მთავრობის წევრები, ადგილობრივი და დევნილი საზოგადოება.

 

ა/წლის 20 მაისს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დაინიშნა ივანე დოლიძე. მან მადლობა გადაიხადა ნდობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ სამინისტროს კოლექტვთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის გზით მიაღწევენ წარმატებებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ანზორ მარგიანმა დაიკავა.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ივანე დოლიძე, განათლებისა და კულტურის მინისტრად როლანდ ნიჟარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ქეთევან ბაკარაძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად დავით გვაძაბია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ კონსტანტინე კუჭუხიძე, იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ იგორ კოპალიანი, ხოლო სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ვალერი ბასარია დაინიშნა.

 

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ სამინისტროების და უწყებების ხელმძღვანელები,მათ შორის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია.სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილება და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი.