აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადასცა.
ღონისძებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, გორის კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადასცა.
აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა. აქციის უზრუნველყოფაში ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები გლდანში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ, რომელიც კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო რამდენიმე დღეა კარანტინში იმყოფება. მთავრობის წარმომადგნელებმა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ასევე 5-9 წლამდე ასაკის 19 მოზარდს „აფხაზეთის სულიერების ცენტრის“ მიერ გადმოცემული სასაჩუქრე ყუთები დაურიგდათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცათ.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
სურსათი ასევე კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს გადაეცემათ.
შიდა ქართლის რეგიონში აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა.
კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის სტრატეგიიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით შეიქმნა სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს სახით, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის სასურსათო დახმარების პროგრამა განახორციელოს.
მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.
პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი ბენეფიციარებს მთელი საქართველოს მასშტაბით გადაეცემათ. დარიგების პროცესში აქტიურ მონაწილეობას სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები მიიღებენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ მრვალშვილიან ოჯახებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადასცა.
დღესვე რუსლან აბაშიძემ ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი, აფხაზეთიდან დევნილი ვლადიმერ (სიომა) ბარქაია მოინახულა და სასურსათო პროდუქტი გადასცა.
.პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების დარიგების აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. პროდუქტს 10000-მდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველი პირი მიიღებს.
კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის სტრატეგიიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით შეიქმნა სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს სახით, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის სასურსათო დახმარების პროგრამა განახორციელოს.
მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.
პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი ბენეფიციარებს მთელი საქართველოს მასშტაბით გადაეცემათ. დარიგების პროცესში აქტიურ მონაწილეობას სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები მიიღებენ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის სტრატეგიიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შეიქმნა სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს სახით, რომელიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით უზრუნველყოფს ერთიანი პოლიტიკის გატარებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა აქტიურ დახმარებას.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის პრევენციისთვის არაერთი ღონისძიება განხორციელდა. დახმარება გაეწიათ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ დევნილთა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და გადაეცათ სადეზინფექციო დისპენსერები.
მომდევნო დღეების განმავლობაში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 10 000-მდე ბენეფიციარს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცემათ. დარიგების პროცესში აქტიურ მონაწილეობას სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები მიიღებენ.
ასევე, აღდგომის დღესასწაულზე დევნილებს სადღესასწაულო ნობათები და აფხაზეთის მთავრობის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ბზის ნერგები დაურიგდებათ. აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოხალისეები, რომლებიც „წითელი ჯვრის“ მიერ არიან დატრენინგებული, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ. მოხალისეთა შორისაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე. მან გუშინ ვაკე-საბურთალოს რაიონის სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს პირველადი მოხმარების საგნებისა და პროდუქტებისგან შემდგარი პაკეტები დაურიგა.
აქცია თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმდინარეობს.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი უერთდება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ინიციატივას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც, მინისტრმა, დავით ფაცაციამ განაცხადა, ის საკუთარი ხელფასის 1/3 StopCoV ფონდში გადარიცხავს. ინიციატივას, მინისტრის აპარატის თანამშრომლებიც შეუერთდნენ და გამოთქვეს სურვილი, თავადაც გადარიცხონ თანხა მოქალაქეების დასახმარებლად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები უერთდებიან „ქართული ოცნების“ ინიციატივას და სახელფასო ანაზღაურებიდან თანხის ნაწილს კორონოვირუსთან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ხელფასების ნაწილი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ. აფხაზეთის მთავრობის პარალელურად სოლიდარობის აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოც ერთვება. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ და წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში“ -განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ორგანიზებით მიმდინარე აქციას, რომელიც მარტოხელა მოხუცების, ყველაზე მეტად შეჭირვებული ადამიანების დახმარებას გულისხმობს, ჩვენი სამინისტროც შეუერთდა, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ.
გუშინ „წითელი ჯვრის“ მიერ დატრენინგებულმა მოხალისეებმა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველმა მალხაზ კორძახიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს თანამშრომელმა დავით შალამბერიძემ, ამ აქციის ფარგლებში, სამგორის რაიონის ხანდაზმულებს პირველადი მოხმარების საგნების პაკეტები დაურიგეს. პაკეტები საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებებისგან შედგება და ისინი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთადაა შედგენილი.
პაკეტები რაიონული გამგეობების თანამშრომლების საშუალებით გაიცემა. ღონისძიება კი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.
დარჩით სახლში და გაეცანით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კვარტალური გაზეთის - ,,ჩემი აფხაზეთის” ელექტრონულ კატალოგს.
#კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროც გირჩევთ, #დარჩეთსახლში და გაეცნოთ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კვარტალური გაზეთის - ,,ჩემი აფხაზეთის” ელექტრონულ კატალოგს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. განცხადებაში თანათავმჯდომარეებმა დისკუსიების ყველა მონაწილე მხარეს მოუწოდეს, უნდობლობა და შუღლი გვერდზე გადადონ, შეიკავონ თავი ანტაგონისტური რიტორიკისგან და ერთთობლივად იმუშაონ იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ასევე, განცხადების ავტორები მხარეებს მოუწოდებენ, ყველაფერი გააკეთონ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, განსაკუთრებით იზოლაციაში მყოფი ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების დასაცავად. იმის მიუხედავად, თუ სად ცხოვრობენ ადამიანები, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები მიიჩნევენ, რომ მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჯანდაცვაზე მათ გააჩნდეთ რთნაირი და თანასწორი წვდომა. ეს შეეხება წვდომას ტესტირებასა და მკურნალობაზე. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 31 მარტსა და პირველ აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო.
კორონავირუსთან დაკავშირებით, მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის დავალებით, ნებისმიერ იურიდიულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციისა და მომსახურეობისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი: (+995) 577 947 553; (+995) 577 947 817 ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, მინისტრის აპარატის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: justice@abkhazia.gov.ge
საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელ ხაზთან დაკავშირება მოქალაქეებს შეეძლებათ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან ნომერზე 143 ან 2371998 (საზღვარგარეთიდან +995 32 2371998), სადაც ნებისმიერ საკითხზე ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებენ. აფხაზეთიდან დევნილები, დისტანციურად შეძლებენ გააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ნებისმიერი განცხადება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@abkhazia.gov.ge.