2018 წლის 21-22 ივნისს სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძის ინიციატივით , ქალაქ ზუგდიდში, დევნილთა ახალ ჩასახლებაში ( ლაღიძის # 4 ) საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება ორდღიანი იყო და წრიული სისტემით ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 60 მდე მოზარდმა. პრიზები დააწესეს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მამუკა ყურაშვილმა. საჩუქრები შესაბამისად გადაეცათ ტურნირის ბომბარდირს გიორგი სირგინავას და გამარჯებული გუნდის - „დიოსქურიას „ კაპიტანს. ტურნირის მონაწილეები და მათი მშობლები მადლიერებას გამოხატავენ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაში. შეჯიბრებას ესწრებოდნენ ზუგდიდის მინიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებიც შემდგომშიც გეგმავენ დევნილი ახლგაზრდების მხარდაჭერას და ლეგიტი მურ ხელისუფლებასთან ერთად აქტივობების განხორციელებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია რიყის პარკში გაგრის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის" ორგანიზებით გაიმართა და მასში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა მონაწილეობდა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები და ფერწერული ნამუშევრები. ასევე ქართული ესტრადის ვარსკვლავებისა და გაგრიდან დევნილი მოსახლეობის მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მინი-ფეხბურთში გენო ზარიას სახელობის ტურნირის გამარჯვებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი გახდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის გენო ზარიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა.
ტურნირი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისაგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდები დაუპირისპირდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდი გავიდა.
ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებით, მედლებით, საჩუქრებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ტურნირის მონაწილე სპორტსმენები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებულ გუნდებსა და სპორტსმენებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ და გენო ზარიას შვილმა – დათო ზარიამ გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის გენო ზარიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა.
ტურნირი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისაგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდები დაუპირისპირდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდი გავიდა.
ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებით, მედლებით, საჩუქრებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ტურნირის მონაწილე სპორტსმენები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებულ გუნდებსა და სპორტსმენებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ და გენო ზარიას შვილმა - დათო ზარიამ გადასცეს.
გენო ზარიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის დასრულდა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისაგან შემდგარი გუნდები.
სამდღიანი სპორტული პაექრობის შემდეგ ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის დევნილთა დეპარტამენტის გუნდები. აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. შესაბამისად, მეორე ადგილის მფლობელი გახდა აფხაზეთის დევნილთა დეპარტამენტის გუნდი, მესამე ადგილი დაიკავა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდმა. მინი-ფეხბურთის ტურნირზე გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, ბურთებით, შესაბამისი ხარისხის დიპლომებით.
სიგელებით დაჯილდოვდნენ ტურნირის მსვლელობისას სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სპორტსმენები. გამარჯვებულ გუნდებსა და სპორტსმენებს ჯილდოები გადასცეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ და გენო ზარიას შვილმა - დათო ზარიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით 2018 წლის 13-15 ივნისს ტარდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო სტრუქტურებს შორის ტურნირი მინი ფეხბურთში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის საფეხბურთო გუნდი წარმატებით მონაწილეობს ტურნირში, 13-14 ივნისს ჩატარებული მატჩების შედეგებით გასულია ფინალში . ფინალური მატჩი გაიმართება 15 ივნისს. ვუსურვებთ გამარჯვებას არაერთგზის პრიზიორ ჩვენს გუნდს!
10 ივნისს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში რეჟისორ ლევან ქობლიანიძის სპექტაკლს ,,ემილის თავგადასავალი’’, აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 30 მოზარდი, კომპაქტური ჩასახლებიდან, (მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი, ხიზანიშვილის # 57-დან) დაესწრო. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შაბთაი ცურს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო - ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ისაუბრა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე რომლის წინაშეც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა დგას. საუბარი შეეხო კონფლიქტის შედეგად აფხაზეთში არსებული უძრავი ქონების უკანონო გასხვისების ფაქტებს.
„ჩვენ ერთნაირად ვიბრძვით ადამიანის იმ ფუნდამენტური უფლებების დასაცავად რასაც საკუთრების უფლება ჰქვია. მნიშვნელობა არ აქვს ეს ქონება ეკუთვნის ქართველს, ებრაელს, ბერძენს თუ უკრაინელს მისი ხელყოფა დაუშვებელია და მისდამი შეუფერხებელი წვდომა თითოეული მესაკუთრის უფლებაა", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის ამაღლებისა და ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში ისრაელის მთავრობის როლის გაზრდის შესაძლებლობას.
შეხვედრის მონაწილეებმა დაგმეს სირიის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტი.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, გლდანის სპორტულ კომპლექსში მინი-ფეხბურთში მურად ანჯაფარიძის სახელობის ტურნირი გაიმართა.
ტურნირში მოზარდებით დაკომპლექტებული 8 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ მატჩში თბილისის 8 და 9 წლამდელთა გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გამარჯვებული 8-წლამდელთა გუნდი გახდა. გამარჯვებული მურად ანჯაფარიძის შვილმა დააჯილდოვა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია და სახალისო ფეხბურთის კახი ასათიანის ფონდის თავმჯდომარე ვალერი ჩოლარია ესწრებოდნენ.
ტურნირში მონაწილე გუნდები თასებით, მედლებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ისტორიკოსი და ეკონომისტი, სპორტის ექსპერტი მურად ანჯაფარიძე 1949 წლის 10 ივნისს დაიბადა. დაამთავრა სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის I საშუალო სკოლა და სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი.
1998 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 1991 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენები გადასცეს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობ სერგო პაჭკორიას, 1987-1989 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ზუხბაიასა (სიკვდილის შემდეგ) და ღვაწლმოსილ პედაგოგ მერი გეგეჭკორს (სიკვდილის შემდეგ).
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სერგო პაჭკორიას, ოთარ ზუხბაიასა და მერი გეგეჭკორის კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები რომლებმაც მათი მოღვაწეობის პერიოდები გაიხსენეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და დაჯილდოებულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
საქართველოს სახალხო არტისტს, საქართველოსა და აფხაზეთის დამსახურებული არტისტ სერგო პაჭკორიას ნახევარ საუკუნეზე მეტი აკავშირებს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, რომელსაც შარშან 130 წელი შეუსრულდა. მის მიერ შესრულებულ თითქმის 150 როლში ასახულია მსახიობის მთელი თანამედროვეეპოქა თავისიჭირ-ვარამითა და ქარტეხილებით.
ცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ოთარ ზუხბაიას გმირობის დახასიათებისათვის მის მიერ ლიხნის ცნობილ მიტინგზე წარმოთქმული სიტყვებიც საკმარისია: „მე საქართველოს მხარეზე ვარ, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს აფხაზეთი" ამ სიტყვებით, მან რისკის ქვეშ დააყენა თავისი პოლიტიკური კარიერა, თუმცა, დარჩა ყველაზე მთავარი პრინციპის, ერთიანი საქართველოს ერთგული.
ღვაწლმოსილი პედაგოგი მერი გეგეჭკორი წლების მანძილზე მუშაობდა გალის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ. მოგვიანებით აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა აფხაზეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებთან, დიდი ნდობით სარგებლობდა აფხაზ მოსახლეობაში.
დიდუბეში, ვახუშტის ხიდსა და ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის ილია მეორის კურთხევით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება. ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები , რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში. დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და ამავე უწყების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობაში და ეს პროცესი პერიოდულად მშენებლობის დასრულებამდე გაგრძელდება.
ხელოვნების სკოლა „აფხაზეთის №1“-მა, 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში საზეიმო კონცერტი გამართა. კონცერტის მხარდამჭერები იყვნენ: აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
ხელოვნების სკოლა „აფხაზეთის №1“ კონცერტზე წარადგინა აკადემიური მიმართულებები, როგორიცაა: საფორტეპიანო, კამერული ანსამბლი, სიმებიანი, სოლო-სიმღერა, საგუნდო, სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილებები და „საოპერო სიმღერის სახლი“. კონსერვატორიის მცირე დარბაზის ფოიეში, ასევე გაიმართა ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
კონცერტს ესწრებოდა ახაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც პედაგოგებსა და სკოლის დირექტორს თამარ ახალიას, კონცერტის ორგანიზატორსა და სულისჩამდგმელს, გადასცა მადლობის სიგელები, ბავშვთა და მოზარდთა მხატვრულ-ესთეტიკურ აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის.
„დღევანდელმა კონცერტმა დადებითი შთაბეჭდილებები დატოვა თითოეულ ჩვენთაგანში. მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ თამარ ახალაიას ამდენი წლის დაუღალავი შრომისათვის და ჩვენს მხარდამჭერებს გვერდში დგომისათვის“, - განაცხადა მუსიკოსმა ნათია ბედენაშვილმა.
სკოლა ქ. თბილისში 2018 წელს დაფუძნდა ქ. სოხუმის №1 და №2 მუსიკალური სკოლების ბაზაზე. სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა დიდ ნაწილს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები წარმოადგენენ. ამიტომაც თითოეული მათგანი დიდი ყურადღებითა და სიყვარულით ეკიდება აფხაზურ სიმღერებსა და ცეკვებს, მის ტრადიციებს. ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა დღევანდელ საიუბილეო კონცერტზეც.
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1"-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი გამართა. ასევე დარბაზის ფოიეში მოეწყო ხელოვნების სკოლის სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ბავშვთა და მოზარდთა მხატვრულ-ესთეტიკურ აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1"-ის პედაგოგები და სკოლის დირექტორი თამარ ახალია მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
კონცერტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.
4 ივნისს, კინოთეატრ ,,კავეა ისთ ფოინთში’’, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 30 ბავშვი დაესწრო ფილმის ჩვენებას ,, სუპერ აგენტი ძაღლები’’.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „კონგრეს-ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში, აფხაზეთის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების კონკურსი-დათვალიერება გაიმართა. ჟიურის წევრები იყვნენ: აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ მთავარი ქორეოგრაფი ანგული ქავთარაძე; აფხაზეთის ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარე თეიმურაზ დარჯანია; ანსამბლ „ერისიონის“ ყოფილი სოლისტი და ამჟამად ანსამბლ „სიონის“ მთავარი ქორეოგრაფი მაია მამალაძე; ჟიურის თავმჯდომარე იყო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი. ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების კონკურს-დათვალიერებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანa ქვაჩახია ესწრებოდა.
ჟიურიმ კონკურს-დათვალიერებაში მონაწილე ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლებს შორის გამარჯვებულები 6 ნომინაციაში გამოავლინა: 1. ქ.თბილისის მერიის ხელოვნების №7 სკოლასთან არსებული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერიონი“. ქორეოგრაფი - ბადრი უგრეხელიძე (ჟიურის რჩეული); 2. ქართული ცეკვის კომპანია „იბერი“ სამხატვრო. ხელმძღვანელი - დევი ადეიშვილი. ქორეოგრაფები: ნინი სიმონიშვილი და თემურ სილაგაძე (საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევარი); 3. გალის ოკუპირებული ზონის ერთ-ერთი სკოლის ქორეოგრაფული ანსამბლი (აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამიონისტროს რჩეული); 4. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთთან“ არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია „ხალისი“. ქორეოგრაფები სერგო გეგეჭკორი და ელგუჯა ქირია (აფხაზური ცეკვის საუკეთესო შესრულება); 5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ანსამბლი „შარათინ 1“. ქორეოგრაფი ოლია წურწუმია (აფხაზეთის ქორეოგრაფიული კავშირის რჩეული); 6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“ -ის ანსამბლი „ალაშარა“. ქორეოგრაფი: მაია მახარობლიძე და დავით ჭანტურია (მაყურებლის სიმპათია); 7. ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „კავკასიონი“ ქორეოგრაფი ანგული ქავთარაძე ( მადლობის სიგელი). ამასთანავე, კონკურს-დათვალიერებაში მონაწილე შვიდივე კოლექტივს მონაწილის სიგელი გადაეცა. კონკურს-დათვალიერების მიზანი იყო აფხაზეთის დამსახურებული ქორეოგრაფების საქმიანობისა და მათ მიერ ხელოვნების ამ დარგში მიღწეული შედეგების წარმოჩენა, ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაცია აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებში.