აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 38-ე რაუნდი მიმდინარეობს

ჟენევაში მოლაპარაკებების 38-ე რაუნდი იმართება. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ყოფილი სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.

მიმდინარე რაუნდზე ქართული მხარე დააყენებს გამყოფ ხაზებზე მოქალაქეების უკანონო დაკავებების, გადაადგილების თავისუფლების, მათ შორის მოსწავლეების გადაადგილების საკითხს და გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის საკითხებს,

ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მთავარი საკითხი დევნილების დაბრუნების თემა იქნება.

სამუშაო შეხვედრა შრომით ურთერთობებთან დაკავშირებით

2016 წლის 13 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირთათვის  ჩატარდა  ღონისძიება  (ტრენინგ-სემინარი) თემაზე: – „შრომითი ურთიერთობის წარმოშობა და შრომითი ურთიერთობების სუბიექტები“.  ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების  იურისტი თამარ სურმავა.ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის  აპარატისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად, განხილულ იქნა შრომითი ურთიერთობების წარმოშობისა და შეწყვეტის  სამართლებრივი ნორმები, დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები, შრომის საერთაშორისო სტანდარტები  და რეკომენდაციები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება თურქულ ენაზეც გახდება შესაძლებელი

აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური ვებ-გვერდი ხუთენოვანი გახდა და ამიერიდან ქართულის, აფხაზურის, ინგლისურისა და რუსულის გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება უკვე თურქულ ენაზეც გახდება შესაძლებელი.

აღნიშნულ ენაზე საიტის ამოქმედება განპირობებულია თურქეთში მცხოვრები ქართული და აფხაზური დიასპორების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ობიექტური ინფორმაცია მათთვის პრიორიტეტულ თურქულ ენაზე მიიღონ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის ქალაქ სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა.

მომხდარი ფაქტი, ტრაგედიაა არა მარტო თურქეთისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, სრულიად თურქეთის მოსახლეობასა და თურქეთის ხელისუფლებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ასოციაციის თავმჯდომარემ მაია კვეზერელი-კოპაძემ მოაწერეს ხელი.

შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შშმ პირთათვის ეტლებით დახმარებასა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია ვაჩე რაინდელის ფოტოგამოფენას დაესწრო

გალერეა „Black & White"-ში ვაჩე რაინდელის პერსონალური ფოტოგამოფენა სახელწოდებით „დასაბრუნებელი ტერიტორიები" გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტომასალა აფხაზეთის, სამაჩაბლოს, ტრაპიზონის, ტაო-კლარჯეთის, ლორესა და ჰერეთის შესახებ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია ესწრებოდნენ.

დანიურმა ფონდმა "დანიდამ" ახალგაზრდა ქართველი ფერმერებისთვის 5 მილიონ დოლარამდე გრანტი გამოყო

დანიურმა ფონდმა "დანიდამ" საქართველოში აგრარულ სფეროში ახალგაზრდების წასახალისებლად 5 მილიონ დოლარამდე გრანტი გამოყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ "ბიზნესკონტრაქტისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, საგრანტო პროგრამა IFAD-ის პროექტთან ერთად განხორციელდება.  

პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეებისთვის გამოიყოფა მცირე და საშუალო მოცულობის გრანტები 15 ათასიდან 100 ათას დოლარამდე, რაც დამატებით სტიმულს შექმნის აგრობიზნესის განვითარებისთვის და ახალგაზრდებისთვის ამ სფეროთი დაინტერესების მიზნით.

ვახტანგ ყოლბაია სპექტაკლ „ანტიგონე“-ს წარმოდგენას დაესწრო

 

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმათეთრი ტალღა“-მ, რეჟისორ დავით კობახიძის ერთმოქმედებიანი ტრაგედია „ანტიგონე“ წარუდგინა მაყურებლებს.

სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი ესწრებოდნენ.

კონკურსის შედეგები

2016 წლის 30 ნოემბერს დღის 11 საათზე გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო  კომისიის სხდომა დღის წესრიგით: 1. კონკურსის წესით დასაკავებელი ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე –  ტესტირებაზე  დაშვებული  კონკურსანტისათვის ტესტირების ჩატარება, ტესტირების პასუხის შემოწმება და შედეგების შეჯამება; 2. კონკურსის მესამე ეტაპის- გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრა.

    ტესტირების დასრულების შემდგომ გამოვლინდა კონკურსანტი ინგა გოგუა, რომელმაც წარმატებით გადალახა კონკურსის მეორე ეტაპი.

     2016 წლის 2 დეკემბერს 11 საათზე ჩატარდა კონკურსის  მესამე ეტაპი – ინდივიდუალური გასაუბრება. კონკურსანტ ი.გოგუას კომისიის წევრების მიერ დაესვა საკონკურსო თემატიკის მიხედვით, ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული ფუნქციების შესაბამისი კითხვები. კომისიის წევრებმა კონკურსანტის მიერ გამოვლენილი ცოდნის, გამოცდილებისა და მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით მიანიჭეს შესაბამისი შეფასებები და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის, ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დასანიშნად, ინგა გოგუას კანდიდატურის წარდგენის შესახებ.

 

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ვტონომიური ესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული პოეტის ხსოვნის უკვდავსაყოფად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ქვეპროგრამისბეჭვდითი გამოცემებისფარგლებში გამოიცა.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, პოეტის ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე XX საუკუნის II ნახევრის აფხაზეთის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, შესანიშნავი პოეტი და სანიმუშო პიროვნება, რომელმაც პირველი პოეტური კრებულის გამოქვეყნებისთანავე მიიქცია მკითხველის ყურადღება. მან აფხაზეთის ტრაგედიამდე 20-მდე წიგნის გამოქვეყნება მოასწრო. ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ და სხვა ენებზე. არაერთმა კომპოზიტორმა შექმნა მის 50-მდე ლექსზე საესტრადო, საგუნდო და საბავშვო სიმღერები.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ-გალერეაში ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში პოეტ ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული პოეტის ხსოვნის უკვდავსაყოფად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ქვეპროგრამის „ბეჭვდითი გამოცემების“ ფარგლებში გამოიცა.

პრეზენტაციას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, რომელმაც ერთხელ კიდევ შეახსენა დამსწრეთ, როგორ დახვრიტეს ქართველი პოეტი ქალი მეუღლესთან ერთად სოხუმში მხოლოდ მისი ეროვნული სულისკვეთებისა და სამშობლოს ერთგულების გამო. ეთერ სამხარაძე-ჯღამაძეზე, როგორც შესანიშნავ პოეტსა და მოქალაქეზე ასევე ისაუბრეს 
 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, პოეტმა გენო კალანდიამ, მუსიკოსმა ია მაისაიამ, მწერალმა ციალა არდაშელიამ, ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის მშობლიური ჭიათურიდან ჩამოსულმა სტუმრებმა: მაია ტყემალაძემ, პოეტმა იზა ცარციძემ და სხვ. საღამოს ასევე ესწრებოდნენ პოეტის შვილები,  ახლობლები და მეგობრები.

ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე XX საუკუნის II ნახევრის აფხაზეთის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, შესანიშნავი პოეტი და სანიმუშო პიროვნება, რომელმაც პირველი პოეტური კრებულის გამოქვეყნებისთანავე მიიქცია მკითხველის ყურადღება. მან აფხაზეთის ტრაგედიამდე 20-მდე წიგნის გამოქვეყნება მოასწრო. ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ და სხვა ენებზე. არაერთმა კომპოზიტორმა შექმნა მის 50-მდე ლექსზე საესტრადო, საგუნდო და საბავშვო სიმღერები.

საღამოზე ითქვა, რომ ეთერ სამხარაძე-ჯღამაძისა და მისი ოჯახის ტრაგიკული ისტორია დაუვიწყარია და თვით ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც ბევრმა უნდა იცოდ

საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის ილია მეორის კურთხევით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება

დიდუბეში, ვახუშტის ხიდსა და ელიავას    მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად საქართველოს   კათალიკოს- პატრიარქის ილია მეორის კურთხევით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება. ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები , რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.
დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და ამავე უწყების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობაში და ეს პროცესი პერიოდულად მშენებლობის დასრულებამდე გაგრძელდება.

ისნის რაიონში ბესიკ გეთიას სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს დეპუტატ ზურაბ ნეფარიძის ინიციატივით, ისნის რაიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლის ბესიკ გეთიას სახელობის ქუჩა გაიხსნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ბესიკ გეთიას ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ბესიკ გეთია აფხაზეთში ომის დაწყების დღიდან 23-ე ბრიგადის მოტომსროლელ ბატალიონში ირიცხებოდა. მან განსაკუთრებული მამაცობა გამოიჩინა 1993 წლის 15-16 მარტს გუმისთის მიდამოებში წარმოებულ ბრძოლებში. დაიღუპა სეპარატისტების მიერ მძევლად აყვანილი ქართველი მებრძოლის გათავისუფლების ოპერაციის დროს. ბესიკ გეთია სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის".

ვახტანგ ყოლბაია სოფელ რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობას ეწვია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობას ეწვია და სათბურებში მორიგი სამუშაოების ჩატარების მიმდინარეობას გაეცნო ამ სამუშაოების ხელმძღვანელ, აფხაზეთიდან დევნილ რევაზ ჯალაღონიასთან ერთად.

სამეგრელოს რეგიონში დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში, ფოთსა და დარჩელში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის, კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის, მერაბ დვალის თვალის კლინიკა „ახალი მზერა“-ს, ენდოკრინოლოგიის ცენტრი „ენმედიცი“-ს, სენაკის ფსიქონევროლოგიური კლინიკის, თბილისსა და ქუთაისში მდებარე დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების, ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრისა და ჩიჩუების კლინიკა „მზერა“-ს წამყვანი სპეციალისტები. ამ დღეების განამვლობაში მოქალაქეებმა მიიღეს  ოჯახის ექიმის, თერაპევტის, პედიატრის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, გინეკოლოგის, რეპრუდუქტოლოგის, ქირურგის, ოფთალმოლოგის, ოტოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტის, დერმატოლოგისა და ლაბორანტის მომსახურებები.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ 85 სახის სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

გამოკვლევების პროცესის მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მაია მაკალათია ახორციელებდნენ.