აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ვახტანგ ყოლბაიამ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გამყოფ ხაზთან, დევნილთა დასაქმების პროექტების მიმდინარეობა გააცნო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, თანაშემწე ენ-სოფი ჰევგრენი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია ზუგდიდის რაიონში იმყოფებოდნენ სადაც მოინახულეს სოფელ რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობა და ასევე გაეცნენ სოფელ რიყეში არსებულ ერთწლიანი კულტურების მოყვანის პროექტს.

მათ ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დევნილთა დასაქმების კუთხით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო.

მომხდარი ფაქტი ტრაგედიაა არა მარტო საფრანგეთისათვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გმობს აღნიშნულ ფაქტს და იმედოვნებს, რომ მთელი პროგრესული კაცობრიობის ძალისხმევით აღკვეთილი იქნება მსგავსი სახის არაჰუმანური ქმედებები, რომელიც 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ყველა ერისა და სახელმწიფოსათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უსამძიმრებს და მორალურ თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს.

15 ივლისს ფესტივალ „არტ-გენზე“ "აფხაზეთის დღე" გაიმართა

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი „არტ-გენი“ უკვე წლებია, რაც იმართება. „არტ-გენის“ მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა.

ფესტივალის ფარგლებში იმართება კონცერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული მუსიკალური შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები. 

ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად აღინიშნება„აფხაზეთის დღე.“ წლეულს ფესტივალზე 15 ივლისს აფხაზეთი წამოადგინეს ფოლკლორულმა ანსამბლმა „დიოსკურიამ“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლმა „მირონმა“.

აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დაწესდა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დააწესა.

სტიპენდიები მიენიჭებათ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით გამორჩეულ ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის სტუდენტებს.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა (პოლიტიკის მეცნიერების დარგში) და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს მოეთხოვებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა ან თანაავტორობა, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, მაღალი საზოგადოებრივი აქტიურობა.

სტიპენდიის ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის შეადგენს თვეში 150 ლარს,  ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის - თვეში100 ლარს.

სტიპენდიანტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად,ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).

პირველადი შედეგების შეჯამება მოხდება აგვისტოს თვის ბოლოსა და სექტემბრის თვის დასაწყისში.

დამატებითი ინფორმაციისათის ეწვიეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვებ–გვერდს ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 34-33-20 (ნინო ლობჟანიძე).

აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დაწესდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დააწესა.

სტიპენდიები მიენიჭებათ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე,განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით გამორჩეულ   ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის სტუდენტებს.
 
დიმიტრი(არზაყან) ემუხვარისა(პოლიტიკის მეცნიერების დარგში)და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს მოეთხოვებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა ან თანაავტორობა, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, მაღალი საზოგადოებრივი აქტიურობა.

სტიპენდიის ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის შეადგენს თვეში150 ლარს,  ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის- თვეში100 ლარს.

სტიპენდიანტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად,ერთი სასწავლო წლის განმავლობაში(ათი თვე). დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე:595 34-33-20, ნინო ლობჟანიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

 

სტიპენდიები 2016

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ტრენინგი ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ორდღიანი ტრენინგი თემაზე: „ადმინისტრაციული სამართალი" ჩატარდა.

ტრენინგის მიზანი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათ მიერ ადმინისტრაციული სამართლის არსის, მიზნებისა და მნიშვნელობის გააზრება, რაც ხელს შეუწყობს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამართლებრივი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

ტრენინგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში თემაზე: ,,ადმინისტრაციული სამართალი“

მიმდინარე წლის 9-10 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი თემაზე: ,,ადმინისტრაციული სამართალი“.
ტრენინგის მიზანი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათ მიერ ადმინისტრაციული სამართლის არსის, მიზნებისა და მნიშვნელობის, ადმინისტრაციულ სამართლებრივი ნორმების შესრულების სავალდებულოობის გააზრება, რაც ხელს შეუწყობს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამართლებრივი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

ვახტანგ ყოლბაია USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელს ბრაიან კინგს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში" ხელმძღვანელთან ბრაინ კინგთან და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის REAP წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიმდინარე პროექტების ფარგლებში ქვეყნის აგრარულ სექტორში დევნილთა დასაქმების ხელშეწყობა და მათი ეკონომიკური ინიციატივების სტიმულირება, განსაკუთრებით ე.წ. „გამყოფი ხაზის" მიმდებარე რაიონებში.

სამუშაო შეხვედრაზე გამოითქვა არაერთი საინტერესო მოსაზრება და გადაწყვეტილება მიიღეს რეგულარული კონსულატაციების დაწყების შესახებ, რათა უმოკლეს დროში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები დევნილთა დასაქმების კუთხით.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერ ბასარია ესწრებოდა.

ვახტანგ ყოლბაია სამხრეთ კორეის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს კაილა ჩანგს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამხრეთ კორეის არასამთავრობო ორგანიზაციის „Heavenly Culture World Peace Restoration of Light"-ის (HWPL) წარმომადგენელს კაილა ჩანგს შეხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „HWPL" მუშაობს მსოფლიოში კონფლიქტების დარეგულირების კუთხით და დაინტერესებულია ისეთი კონფლიქტური რეგიონების საკითხებით, როგორიც არის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

ორგანიზაციის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და მათ მიერ მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს კონფლიქტის საკითხები და ერთმანეთს გაუზიარეს კონფლიქტის გადასაჭრელად გადადგმული ქმედითი ნაბიჯები. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.

შეხვედრას ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი ესწრებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აქციაში „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინე“ - მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლებმა ჰემატოლოგიის ინსტიტუტში სისხლის უანგარო დონორთა აქციაში „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ" მიიღეს მონაწილეობა და სისხლი გაიღეს.

 ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. აფხაზეთის მთავრობა დონაციის პროგრამებში აქტიურადაა ჩართული და თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში „ნუნუ გაბუნიას, გურამ ოდიშარიასა და ნერსე ბაწაშის შემოქმედებითი სიახლეების“ საღამო გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ნუნუ გაბუნიას, გურამ ოდიშარიასა და ნერსე ბაწაშის შემოქმედებითი სიახლეების საღამო გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა კომპოზიტორის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, გურამ ოდიშარიასა და არქიტექტორ ნერსე ბაწაშის შემოქმედებით მიღწევებს, აგრეთვე მოესმინა კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას ერთ-ერთი კომპოზიცია.

ღონისძიების ბოლოს, მოწვეულ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით დევნილი ბავშვები დასასვენებლად ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდ „FINSOL-ის" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ. წელს ამ პროექტის ფარგლებში დასასვენებლად 20 ბავშვი გაემგზავრა, რომელთა უმეტესი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა.

მოზარდები ორი თვის განმავლობაში ესპანურ მოხალისე ოჯახებში დაისვენებებენ, სადაც ისინი გაეცნობიან მდიდარ ესპანურ კულტურას, შეისწავლიან ესპანური ენას და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის აქტივობებში. გამგზავრებამდე პროგრამაში მონაწილე  ბავშვებსა მათ მშობლებს ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია შეხვდნენ და ბედნიერი დასვენება უსურვეს. პროექტში მონაწილე ბავშვები ესპანეთში გამთენიისას გაემგზავრნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL" 2008 წლიდან თანამშრომლობენ. მათი ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება.

ტრენინგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში

იმდინარე წლის 6 ივლისს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ჩატარდა ტრენინგის მეორე ეტაპი  თემაზე:  „საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. 

ვახტანგ ყოლბაია ჟურნალ „ფორუმი“-ს პრეზენტაციას დაესწრო

სამოქალაქო ფორუმის ინიციატივითა და ორგანიზებით ჟურნალ „ფორუმი"-ს პირველი ნომერი გამოიცა, რომლის პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკა მთლიანად ორიენტირებულია კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარების რესურსების წარმოჩენასა და მკითხველისათვის ქართულ-ოსურ-აფხაზურ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. ჟურნალში გამოქვეყნებული იქნება ქართველი, აფხაზი და ოსი ავტორების მიერ წარმოდგენილი, როგორც საინფორმაციო, ისე ანალიტიკური შინაარსის მასალები, ინტერვიუები და ფოტორეპორტაჟები.

ასევე, პრეზენტაციაზე მოეწყო ფოტო გამოფენა კონფლიქტური რეგიონების თემატიკაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მილოცვა ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

სრულიად ამერიკელ ხალხს და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის ვულოცავთ დამოუკიდებლობის 240-ე წლისთავს.

თითქმის მეოთხედი საუკუნეა, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ამ ხნის მანძილზე საქართველოში განმტკიცდა და გაიზარდა დემოკრატიული ინსტიტუტები და ფასეულობები, მკეთრად გამოიკვეთა შეერთებული შტატების ძალისხმევა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარების საქმეში. განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ იმ თანადგომას, რომელიც ამერიკელი ხალხის მხრიდან წლების მანძილზე გრძელდება საქართველოს მოსახლეობისადმი. რომ არა ამერიკელთა ერთსულოვანი მხარდაჭერა  ქართველი ხალხისადმი და, განსაკუთრებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ, დარწმუნებულნი ვართ, ბევრად უფრო მძიმედ  წარიმართებოდა დევნილი მოსახლეობის  ადაპტაციის, მათი სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესი. 

მნიშვნელოვანია ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში შეერთებული შტატების მონაწილეობა. დარწმუნებულნი ვართ, მისი ობიექტური, სამართლიანი პოზიცია ქართველებსა და აფხაზებს აუცილებლად მიგვიყვანს  ნდობის აღდგენამდე, რაც, საბოლოო ჯამში, კონფლიქტის დარეგულირების საწინდარია. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ და ამერიკელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, წარმატებებს და განვითარებას დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცებისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა