აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სხდომები

2013 წლის 15 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გატანილი იქნა სამი საკითხი, აქედან ერთი მოიხსნა დღის წესრიგიდან, ხოლო ორი საკითხი დამტკიცდა.

2013 წლის 31 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დავით ნარმანიას აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა გააცნო. შეხვედრაზე დევნილთა სფეროში მიმდინარე პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

დავით ნარმანიამ აფხაზეთია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებს ინფრასტუქრტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის დევნილთა მიმართულებით დაგეგმილი და განსახორციელებელი პროგრამები გააცნო. მინისტრის განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები სპეციალური დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომებს დაესწრებიან. „კომისიები, რომელსაც მე ვხემძღვანელობ და დაკავშირებულია გამყოფ ხაზთან თუ დევნილთა საკითხების მოგვარებასთას, სათათბირო ხმის უფლებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მინისტრები ჩაერთვებიან", - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მთავრობის სხდომაზე შვიდ საკითხი განიხილებოდა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქრტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი. კანონპროექტი ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროების ლიკვიდაციასა და მათ ნაცვლად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შექმნას. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტუქტურებში საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებულ ხარვეზებსა და სამომავლოდ საწვავის მიზნობრივ გამოყანებაზე ისმჯელეს.

2013 წლის 16 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაცია, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მურად აბლოთია დაესწრნენ.

სხდომა გაცნობით ხასიათს ატარებდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დავით დარახველიძეს აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა გააცნო. დავით დარახველიძე აფხაზეთის მთავრობის წევრებს დევნილთა სფეროში მიმდინარე პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე და განსახორციელებელ ღონისძიებებზე ესაუბრა.

უწყებების ხემძღვანელები მომავალში მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

2013 წლის 11 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა ვასილ ხორავამ წარადგინა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და ისაუბრა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

სხდომაზე ასევე განიხილეს აფხაზეთისა და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენისა და წმინდა გიორგის ორდენის კავალერის, სვეტლანა ქეცბას საიუბილეო საღამოს ორგანიზების საკითხი.

სხდომის დასასრულს, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" ხელმძღვანელმა ალუ გამახარიამ მოაწყო პილოტური ბიზნეს-ინკუბატორის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა დასაქმების ხელშეწყობას, კერძოდ: საკუთარი მცირე ბიზნესის აწყობის მსურველთა კონკრეტულ კომპანიებში სტაჟირება/სწავლებას, მათ მიერ სასტარტო ბიზნეს საშუალებების მიღებას, ბიზნესის ინკუბაციას, კონკურენტულ გარემოში ადაპტირებისა და დანერგვის ხელშეწყობას.

2013 წლის 4 ოქტომბერს, მთავრობის ახალი შემადგენლობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და ასევე ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ.