28-29 ივნისს აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კ. კუჭუხიძე და სამმართველოს უფროსი რ. კოკაიამ მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულსამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებში ქ. ზუგდიდსა და ქ. სენაკში.
აქციის ფარგლებში რეგიონში განსახლებულ დევნილებსჩაუტარდათ უფასო სამედიცინო გამოკვლევები და გაეწიათ მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაციები.
აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა შედგა საქართველოს განათლების აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან,ქალბატონ სოფო ქვარცხავასთან თემაზე: "საჯარო გამოსვლები და ეფექტური კომუნიკაცია".
შეხვედრაზე განხილულ იქნა საჯარო გამოსვლის ტექნიკა და ეფექტური კომუნიკაციის ზოგადი პრინციპები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კ.კუჭუხიძემ და სამმართველოს უფროსმა რ. კოკაიამ 30 ივნიისს მოინახულეს საზღვრისპირა რეგიონში-სოფ: ხურჩაში მშენებარე ოკუპაციის მუზეუმი, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რ. ქობალიას ორგანიზებით მოძიებული სახსრებით მიმდინარეობს კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი და რევმატოლოგი.
ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების მიხედვით დევნილ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები გადაეცათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ესწრებოდნენ.
ასევე, სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.
საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გამოცხადებული ესეების კონკურსის - „მომავლის ევროპელი“ – „Imagining the European of the future?“ შედეგები შეჯამდა. 28 გამარჯვებულ მოსწავლეს შორის აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გუგა ხუციძეცაა (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ფ. ბენდელიანი), რომელმაც დიპლომი ნომინაციაში - „ჟიურის სიმპათია“ და 400- ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი მოიპოვა.
გამარჯვებულებს სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ გადასცეს.
კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ცნობადობის ამაღლება და ინტერესის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის მნიშვნელობის გააზრება და განვრცობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის მკვიდრის, აფხაზეთის ტურიზმის დამსახურებული მოღვაწის გივი მეშველიანის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გამართა. თავდაცვის ვიცეპოლკოვნიკი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი წლების განმავლობაში ტურისტულ კომპლექს „ცხუმის“ ხელმძღვანელი იყო.
საიუბილეო საღამო გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა, ხოლო საღამოს უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე.
გივი მეშველიანს 90 წლის იუბილე მიულოცეს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ, გივი მეშველიანის მეგობრებმა და ცნობილმა პიროვნებებმა - ვასილ კადენეცმა, თემურ შაშიაშვილმა, შალვა წულეისკირმა, ლონდერ ცაავამ და სხვ.
გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ იუბილარი სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, თანაბრად ემსახურებოდა აფხაზ და ქართველ ხალხს და გამორჩეულად დაამახსოვრა ყველას თავი. გამომსვლელებმა გივი მეშველიანთან ურთიერთობის არაერთი საინტერესო ეპიზოდი გაიხსენეს და კიდევ დიდ ხანს სიცოცხლე უსურვეს მას. საღამოს მუსიკალური ნომრები უწევდა თანხლებას და ამრავალფეროვნებდა.
საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, გივი მეშველიანის ოჯახის წევრები და ახლობელ-მეგობრები.
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში ჩატარდა პოეზიის საღამო თემაზე ,,ქართველი რომანტიკოსები“. X და XI კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ს. რურუას. ხელმძღვანელობით, დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონის ატმოსფერო გააცოცხლეს.
მოსწავლეებმა შესანიშნავად მოირგეს დიდი წინაპრების როლები და მსმენელს წარუდგინეს რომანტიკოსთა ის ნაწარმოებები, რომლებიც XIX საუკუნის I ნახევრის ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის განწყობის გამომხატველი იყო.
პოეზიის საღამოს ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და პედაგოგს ჩანაფიქრის ასე საინტერესოდ გადმოცემისთვის.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის ვლადიმერ იმნაძის სამუშაო შეხვდრა გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების პრობლემებზე და იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო სამოქმედო გეგმაზე.
ახლო მომავალში იგეგმება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც მხარეებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი და მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია ესწრებოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ფოცხოეწერში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის, მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის, მოზარდების საზაფხულო ბანაკში გამგზავრების, ერთჯერადი მატერიალური დახმარებებისა და სხვა საკითხებზე.
ქ. სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის სახლში საანგარიშო კონცერტი გამართა. კონცერტში მონაწილეობდნენ სასწავლებლის მოსწავლეები და პედაგოგები, რომელთაც თანხლებას უწევდა თბილისის სიმფონიური ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით. კონცერტზე შესრულდა გ. ჰენდელის, ი. ბახის, ვ. მოცარტის, ჯ. ვერდის, ჯ. პუჩინის, რ. ლაღიძის, ვ. აზარაშვილის და სხვ. ნაწარმოებები.
კონცერტს აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად მუსიკოსები, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და სხვ. ესწრებოდნენ. კონცერტის მონაწილეებს და დამსწრეთ მადლობა გადაუხადა დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა დავით ოკუჯავამ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციისა და გააქტიურების მიზნით, 2016 წელს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დაწესდა.
სტიპენდიის დაწესება ემსახურება მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან წარმოადგენს ახალგაზრდების მხარდაჭერისა და აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციის მიმართულებით გადადგმულ ქმედით ნაბიჯს.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიეროკონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია გამიზნულია (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიეროკონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა.
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა.
კანდიდატთა განაცხადების წარდგენის ვადაა 2019 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 595 34-33-20, ნინო ლობჟანიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომაგენლობს ხელმძღვანელმა სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ ნორჩ ჩემპიონებს სიმბოლურად ენგურის ხიდზე უმასპინძლა და გამარჯვება მიულოცა. გამარჯვებულები კი აფხაზეთის მე -15 საჯარო სკოლის აღსაზრელები იყვნენ, რომლებმაც ბათუმში ” რაგბი არენაზე” საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის ” კოკა -კოკას თასის” საიუბილეო , 25 -ე გათამაშების ფინალურ მატჩში დაამარცხეს თბილისის 39- ე საჯარო სკოლის გუნდი. მატჩის საზეიმო ცერემონიალზე ჩემპიონი გუნდის მოთამაშეებს გადაეცათ თასები, მედლები და ინდივიდუალური ჯილდოები სხვადასხვა ნომინაციებში. : - ეს იყო პირველი შემთხვევა , როდესაც კოკა -კოლას პრიზი მოიპოვა დევნილმა გუნდმა. მინდა მივულოცო გამარჯვება ნორჩ ფეხბურთელებს და მადლობა გადავუხადო სკოლის მესვეურებს, მშობლებს , მწვრთვნელებს და გულშემატკივრებს გაწეული მუშაობისთვის და განწყობისთვის. იმედია ბევრი მათგანი მომავალში გაიკეთებს წარმატებულ საფეხბურთო კარიერას და ქვეყნის გარეთ გაიტანს ქვეყნის სახელს - განაცხადა მათთან შეხვედრაზე წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ.
25 ივნისს, ბათუმის „რაგბი არენაზე“ „კოკა-კოლას თასი 2019“-ის ბიჭების გათამაშების დასკვნითი მატჩები გაიმართა. „კოკა-კოლას ეს პროექტი წლეულს საიუბილეო იყო, ის 25 წლის გახდა.
2019 წლის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აფხაზეთის მე-15 და თბილისი 39-ე საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. უძლიერესი გუნდის ტიტულის მოპოვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის გუნდმა შანსები უკეთ გამოიყენა და 2:0 დაამარცხა მეტოქე.
„კოკა-კოლას თასის“ წლევანდელ გათამაშებაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1089 სკოლის 13 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. საბოლოოდ, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ვაჟთა შორის 16-მა საუკეთესო გუნდმა მოიპოვა, გოგონათა შორის კი, გამარჯვებული 12 გუნდს შორის გამოვლინდა.
მატჩების დასრულების შემდეგ გამართულ საზეიმო ცერემონიაზე გუნდებსა და მოთამაშეებს კუთვნილი თასები, მედლები და ინდივიდუალური ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მადლობა გადაუხადა „კოკა-კოლას“ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვისათვის. მან წლევანდელი სეზონის გამარჯვებულს, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის გუნდს გამარჯვება მიულოცა და გუნდის თითოეულ მოთამაშეს წარმატებული საფეხბურთო კარიერა უსურვა.
2019 წლის 26 ივნისს ზუგდიდში წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში ასოციაცია ” ქსენონის ” ინიციატივით შეხვედრა გაიმართა. მონაწილეთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დგამს ამ მიმართულებით ცალკეულ ნაბიჯებს, გაცილებით მეტია სამუშაო ერთის მხრივ წამების პრევენციის, მეორეს მხრივ კი მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საომარი მოქმედებებისას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალურ დახმარებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია სტატუსი განესაზღვროთ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებსაც, როგორც ეს ხდება სამხედროების შემთხვევაში. ასევე, შემუშავდეს სოციალური დაცვის შესაბამისი პაკეტი ამ ადამიანებისთვის.შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის №ტავრობის წარმომაგენლობა სამეგრელო ზემო -სვანეთის რეგიონში ხელმძღვანელი რეზო ქობალია :-აუდიტორიისთვის მოულოდნელი აღმოჩნა ინფორმაცია იმაზე , რომ მე წლებია ვარ ზემოთაღნიშნული კომისიის წევრი და ჩართული ვარ ამ პროცესებში. შესაბამისად ვფლობ გარკვეულ ინფორმაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით. მინდა ავღნიშნო , რომ დაზარალებული ოჯახებისთვის ემოციურად უმნიშვნელოვანესია თუნდაც მინიმალური ინფორმაციაც მაგრამ , როდესაც ხდება ნეშთის იდენთიფიცირება და გადმოსვენება ძალიან ბევრჯერ დამიფიქსირებია ტკივილიანი და ცრემლიანი სიხარული. მიმაჩნია , რომ მუშაობა ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს და ყველა ოჯახს მიეცეს მიცვალებულის დატირების და გაპატიოსნების უფლება - განაცხადა რეზო ქობალიამ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ სამუსაო თათბირი გამართა. განხილულ საკითხებს შორის იყო წარმომაგენლობის თანამშრომლებისგან შემდარი მობილური ჯგუფების მუშაობის საკითხი. ჯგუფის წევრებმა წარადგინეს ინფორმაცია კოლექტიურ ცენტრებსა და კერძო სექტორში განსახლებული აფხაზეთის მკვიდრთა მდგომარეობის და საჭიროებების თაობაზე. წარმომადგენლობის თანამშრომლები მუშა პროცესში სწავლობენ დევნილი მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიურ მდგომარეობას, შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებს, სპეციფიკურ საჭიროებებს, საცხოვრებელ პირობებს. ამასთან ერთად მათ მიეწოდებათ ინფორმაცია ყველა იმ პროექტზე და შეღავათებზე , რომლებიც არსებობს ადგილობრივ და ცენტრალურ სტრუქტურებში. ასევე ღებულობენ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციების მიერე გამოცხადებულ საგრანტო პროექტებსა და არასამთავრობო სექტორის მიერ განხორციელებულ მიმდინარე პროექტებზე. ხდება ინფორმირებულობა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში , ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ხდება პრობლემების ადვოკატირება და ლობირება როგორც ადგილობრივ ასევე ცენტრალურ უწყებებში. ჯგუფის წევრები აქტიურად არიან ჩართულები ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ინფორმაციის მოპოვება მათი უფლებების დარღვევის თაობაზე და მიღებული ფაქტების მიწოდება ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებზე. ასევე აფხაზეთში მცხოვრები მოსახლების ინფორმირებულობა და ხელშეწყობა , რომელიც ორიენტირებულია მათი ეკონომიური და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. უწყების თანამშრომლები ხელს უწყობენ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების მდგრადობას. თათბირის ბოლოს უწყების ხელმძღვანელმა შეაჯამა მობილური ჯგუფების მუშაობა და დაისახა ახალი გეგმები. თანამშრომლებმა მიიღეს კონკრეტული დავალებები , რომლთა მიზანი არის დევნილი მოსახლების მხარდაჭერა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესება.