სამუშაო შეხვედრა ზუგდიდის მერთან

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომაგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია შეხვდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს გეგა შენგელიას. შეხვედრაზე განხილული იყო დევნილთა პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. : - ჩვენ რეგულარულად ვხვდებით ერთმანეთს და განვიხილავთ იმ საკითხებს , რომელთა გადაჭრა აუცილებელია მიმდინარე ეტაპზე. მე ძალიან კმაყოფილი კომუნიკაციის ფორმით და იმ მხარდაჭერით , რასაც მუდმივ რეჟიმში ვგრძნობ, როგორც უწყების ხელმძღვანელი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სერიოზული მიდგომა და მყისიერი რეაგირება ასევე დადებითად აისახება აფხაზეთის მკვიდრთა ყოველდღიურობაზე. იმედი მრჩება , რომ კოლექტიურ ცენტრებში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები, ხურჩის საოკუპაციო მუზეუმში ( ” არვის ჩვენი მიწა” ) არსებული პრობლემების აღმოფხვრა და სხვა განხილული საკითხები ასევე გადაიჭრება და მოგვარდება ერთობლივად - განაცხადა წარმომაგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ.

აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 8 დევნილ ბენეფიციარს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.

დაბა წყნეთში დევნილ დათო შენგელიასთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მას ეტლი პირადად გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2016 წელს გაფორმდა. შეთანხმება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შშმ პირთათვის ეტლებით დახმარებასა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში მორიგი თათბირი გაიმართა.

 

            აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში მორიგი თათბირი გაიმართა. თათბირს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი დემურ კეკელია უძღვებოდა.

            ბატონმა დემურმა მოიმინა დევნილთა განსახლების ადგილებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრების მიმდინარეობა, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს წარმომადგენლობის თანამშრომლების მიერ ეწევათ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება: ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობასთან, სამართლებრივი დახმარების გაწევასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მონაცემთა ბაზაში პერიოდულ განახლებასთან დაკავშირებით.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ქვეპროგრამა „ვიცნობდეთ ქვეყნის გმირებს“ დაასრულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურმა აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებისთვის ქვეპროგრამა „ვიცნობდეთ ქვეყნის გმირებს“ განახორციელა. ქვეპროგრამა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებული გმირების წარმოჩენას, არაფორმალური განათლების ხელშეწყობას.
მოსწავლეებმა, ქვეპროგრამის ფარგლებში, მოიძიეს ინფორმაცია თანამედროვე ქართველ გმირებზე, შეხვდნენ მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, საინტერესო ისტორიები ჩაიწერეს და მერე გმირების წარმოსაჩენად პრეზენტაციები მოაწყვეს. 
ქვეპროგრამის ბოლოს პროექტში მონაწილე მოსწავლეებისათვის მოეწყო ექსკურსია ქუთაისში. ბავშვებმა მოინახულეს პრომეთეს მღვიმე, მოილოცეს ბაგრატისა და გელათის ტაძრები.

რუსლან აბაშიძე DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის მიღწევების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით  DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის მიღწევებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 200-ზე მეტი მეწარმე, ბიზნეს საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი დაესწრო.

ღონისძიებას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე ესწრებოდნენ.

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის ოფისები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში დაარსდა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) საკითხებზე საინფორმაციო ცენტრების მეშვეობით 6 ათასამდე მცირე და საშუალო მეწარმემ კონსულტაციები და ტრენინგები გაიარა. 

ანსამბლმა „მაფშალიამ“ საანგარიშო კონცერტი გამართა

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი მიმართულების (ხელმძღვანელი მანანა ბურბუთაშვილი) საესტრადო განყოფილების ანსამბლმა „მაფშალიამ“ ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში საანგარიშო კონცერტი გამართა (პედაგოგები: ქეთი ქარდავა და დავით კევლიშვილი).

ანსამბლმა „მაფშალიამ“ ცნობილი ქართველი კომპოზიტორების საესტრადო სიმღერები და მათ შორის ანსამბლის პედაგოგის დავით კევლიშვილის ნაწარმოები „სოხუმო“ შეასრულა. კონცერტში მონაწილეობდა ასევე ამავე მიმართულების როკ-ჯგუფ „ოცნების“ სოლისტი ნიკა დოლიძე.

ანსამბლ „მაფშალიას“ წევრებს მიესალმნენ და მომავალი შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა, მუსიკოსმა გურამ ჯაიანმა. კონცერტს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ირმა ირემაძე ესწრებოდნენ.

გრძელდება ქ. თბილისის გლდანის რაიონში დევნილთა განსახლების ადგილებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები.

          გრძელდება ქ. თბილისის გლდანის რაიონში დევნილთა განსახლების ადგილებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს ეწევათ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება, ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობაზე. წარმომადგენლობის თანამშრომლები ისმენენ და სწავლობენ განსახლების ადგილებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ხასითის პრობლემებს.

 

გრძელდება ქ. თბილისის გლდანის რაიონში დევნილთა განსახლების ადგილებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები.

        გრძელდება ქ. თბილისის გლდანის რაიონში დევნილთა განსახლების ადგილებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს ეწევათ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება, ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობაზე. წარმომადგენლობის თანამშრომლები ისმენენ და სწავლობენ განსახლების ადგილებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ხასითის პრობლემებს.

 

გრძელდება ქ. თბილისის გლდანის რაიონში დევნილთა განსახლების ადგილებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები.

 

          გრძელდება ქ. თბილისის გლდანის რაიონში დევნილთა განსახლების ადგილებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს ეწევათ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება, ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობაზე. წარმომადგენლობის თანამშრომლები ისმენენ და სწავლობენ განსახლების ადგილებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ხასითის პრობლემებს.

გრძელდება ქ. თბილისის გლდანის რაიონში დევნილთა განსახლების ადგილებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები.

 

          გრძელდება ქ. თბილისის გლდანის რაიონში დევნილთა განსახლების ადგილებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს ეწევათ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება, ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობაზე. წარმომადგენლობის თანამშრომლები ისმენენ და სწავლობენ განსახლების ადგილებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ხასითის პრობლემებს.

ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-მა ვალერი არქანიას არტ-გალერეაში კონცერტი გამართა

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-მა კონცერტი გამართა. კონცერტის რეპერტუარი სკოლისთვის ჩვეული მრავალფეროვნებით იყო გამორჩეული და მასში მონაწილეობდნენ საფორტეპიანო, საესტრადო სიმღერების, სიმებიანი ჩასაბერი, კამერული ანსამბლების, ბალეტის კლასის მოსწავლეები, გუნდი „კანტილენა“, უმცროსკლასელთა გუნდი, სტუდია „ასკინკილა“, ხალხური სიმღერის გუნდი, ფოლკლორული ჯგუფი „აგუძერა“. აქვე მოეწყო სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა გამოფენა. საღამოს უძღვებოდა თავად სკოლის დორექტორი თამარ შაკიაშვილი-ახალაია.

კონცერტს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.

წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბატონმა გრიგოლ ბენიძემ გამართა სამუშაო შეხვედრა ქ. თბილისის, გლდანის რაიონის გამგეობის საუბნო განყოფილების უფროსთან, ბატონ გრიგოლ მეტრეველეთან.

             აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი გრიგოლ ბენიძე და წარმომადგენლობის თანამშრომელი სოციალური მიმართულებით, ირმა ჩიჩუა შეხვდნენ ქ. თბილისის, გლდანის რაიონის გამგეობის საუბნო განყოფილების უფროსს ბატონ გრიგოლ მეტრეველს, სადაც ისაუბრეს გლდანის რაიონის ლუწ მიკრორაიონებში დევნილთა დასახლების ადგილებში არსებულ სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

ზუგდიდში სტიქიამ დევნილებს პრობლემები შეუქმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები სამეგრელო ზემო - სვანეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე , ვექტორის ჩასახლებაში ( მექაღალდეთა 26 ) გაეცნენ. ძლიერმა ქარმა და წვიმამ დააზიანა დევნილთა ჩასახლების ერთსართულიანი კორპუსის სახურავი. შედეგად აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებ დევნილებს წყალი ოთახებში ჩაუვიდათ. ამ ეტაპზე ადგილობრივი მერიის თანადგომით განხორციელდა დროებითი გადახურვის სამუშაოები, ხოლო უახლოეს პერიოდში მოხდება დაზიანებული კორპუსების კაპიტალური გადახურვა . წარმომადგენლობის თანამშრომლები უშუალოდ იყვნენ ჩართულები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

რეზო ქობალია ევროკავშირის დახმარების დაცვის მოხალისე ოფიცერ ფილომენ ფრანსეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია ევროკავშირის დახმარების დაცვის მოხალისე ოფიცერ, ფილომენ ფრანსეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა: - ერთჯერადი დახმარების გაცემის წესები და კრიტერიუმები, სხვადასხვა აუცილებელი პრობლემების ადვოკატირება და ლობირება ადგილობრივ და ცენტრალურ უწყებებში, კოლექტიურ ცენტრებში სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროგრამის განხორციელება, წარმომადგენლობის თანამშრომლებისგან შემდგარი მობილური ჯგუფების მუშაობა, სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვების მიმდინარეობა და ხელშეწყობა, საინფორმაციო შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან. 

„ჩვენ ვაცნობიერებთ საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელობას და დახმარებას. ამიტომ დღევანელი შეხვედრა იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისა , რომ მათ გაიგონ დევნილი მოსახლეობის საჭიროებები. სტუმარმა მიიღო ამომწურავი ინფორმაცია აფხაზეთის მკვიდრთა პრობლემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ. ფილომენ ფრანსესმა მადლობა გადაუხადა ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელს და იმედი გამოთქვა შემდგომშიც ანალოგიური , ეფექტური და კომუნიკაბელური თანამშრომლობაზე.

ზუგდიდი სოფ: ოქტომბერში, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას აღუდგა წყლის მიწოდება.

ზუგდიდში სოფ:ოქტომბერში ყოფილი პროფ სასწავლებლის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ დანაპირები უმოკლეს ვადებში შეუსრულა. :- აღნიშნულ კოლექტიურ ჩასახლებას შეუწყა წყლის მიწოდება. ჩვენ ვერ დავუშვებდით იმას , რომ არ მოგვარებულიყო ეს საკითხი და ჩვენი დაპირება დარჩენილიყო მხოლოდ ლიტონ სიტყვებად. დახმარებისთვის და საკითხის დადებითად გადაჭრისთვის მინდა მადლობა გადავუხაო ადგილობრივ თვითმმართველობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს. სამივე უწყების მყისიერი რეაგირების შედეგად ამ ეტაპზე საკითხი მოგვარდა დროულად და ეფექტურად - განაცხდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ.