საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში ლიკა ტორიკაშვილმა, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში, პარლამენტში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და აფხაზური ენის შესწავლის საკითხებზე იმსჯელეს.
ამ შეხვედრისთვის საგანგებოდ ჩამოვიდნენ აჭარიდან სოფელ ფერიის საჯარო სკოლის აფხაზი და ქართველი მოსწავლეები, ასევე მოსწავლეები აფხაზეთიდან. მათ აფხაზური სიმღერები შეასრულეს და აფხაზურ ენაზე ლექსები წაიკითხეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ მოსწავლეებს ჯემალ გამახარიასა და ლია ახალაძის ავტორობით გამოცემული წიგნი „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ გადასცა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის შენობა, კინოდარბაზში კი შეხვდნენ და ესაუბრნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გენადი მარგველაშვილს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ლია გიგაურს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს მანანა ქვაჩახიას და მოადგილეს ირმა კეკელიძეს, გალის რესურსცენტრის უფროსს ნონა შონიას და სხვ.
შემდეგ მოსწავლეები ეწვივნენ პრეზიდენტის სასახლეს, სადაც მათ უმასპინძლეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,სკოლისშემდგომ განათლების მომზადების" პროგრამაში ჩართულ აბიტურიენტებს შეხვდა.
ამავე დღეს, როლანდ ნიჟარაძე სამეგრელოს რეგიონში განთავსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებს ეწვია, მათ ინფრასტრუქტურასა და პრობლემებს გაეცნო და პედაგოგებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
2019 წლის 10 ივბნისს ზუგდიდში სოფ:ოქტომბერში ყოფილი პროფ სასწავლებლის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეუწყდათ წლის მიწოდება ( გადაიწვა წყლის საქაჩი ტუმბო ). აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით მათ მოგვმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოლექტიური განცხადებით.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ წარმომადგენლობის თანამშრომლებთან ერთად ვითარების გაცნობის მიზნით მოახდინა მყისიერი რეაგირება, ადგილზე მივიდა კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილენბთან, გაესაუბრა და მოისმინა მათი პრობლემები. შეხვედრის ბოლოს იქ მცხოვრებ დევნილებს რეზო ქობალიამ აღუთქვა დახმარება აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში მორიგი თათბირი გაიმართა. თათბირს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი დემურ კეკელია უძღვებოდა.
წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბატონ დემურ კეკელიამ ყურადღება გაამახვილა ქ. თბილისში და კახეთის რეგიონში: ქ. თელავის, ქ. გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში განსასხორციელებელი გასვლითი შეხვედრების მნიშვნელობაზე, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს განსახლების ადგილების მიხედვით უნდა გაეწიოთ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობაზე და დევნილთა განსახლების ადგილებში სოციალურ-ეკონომიკური ხასითის პრობლემების იდენტიფიცირება( მონაცემთა ბაზაში ასახვა).
2018 წლის 4 ივნისს დევნილებით ჩასახლებულ ობიექტზე, ყოფილ სააფთიაქო სამმართველოს შენობაში, სადაც ცხოვრობს 74 ოჯახი, მწყობრიდან გამოვიდა წყალსაქაჩი ტუმბო. იქ მცხოვრებმა დევნილებმა კოლექტიური განცხადებით მიმართეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წარმომადგენლობის ხელმძღვანელს რეზო ქობალიას. პრობლემის ადგილზე დათვალიერების შემდეგ წარმომადგენლობამ ადგილობრივი თვითმართველობის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის დიმიტრი ფაცაციას უშუალო დახმარებით 7 ივნისს ობიექტზე მიიტანა ახალი წყალსაქაჩი ტუმბო და მოხდა მისი დამონტაჟება. დღევანდელი მდგომარეობით ობიექტზე აღდგენილია წყლის მიწოდება.
5-7 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის, სპორტულ ცენტრ „იმედში“, გენო ზარიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში გამართა.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდები, რომელთაგან პირველი ადგილი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილი - აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი -აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდმა.
გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს დიპლომები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯმალ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ.
ტურნირის უხუცეს მოთამაშედ - იური სვანიძე (აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო) დასახელდა; ტურნირის საუკეთესო მეკარედ - კარლო სართანია (აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში); ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ - ირაკლი ფარფალია (აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო); ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ - დათა კიკალიშვილი (აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო); ტურნირის „ბომბარდირად“ - დავით ქანთარია (აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში).
2019 წლის 7 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ძირითდად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. საუბარი შეეხეო უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისებს, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური დევნილი მოსახლეობისათვის გასწევს. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს შორის, გააქტიურდება საინფორმაციო შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან მათი უფლებების შესახებ და დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში გაიზრდება ხელმისაწვდომობა დისტანციურ უფასო სამართლებრივ დახმარებაზე.
5 ივნისს უკრაინის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია ზუგდიდის მუნიციპალიტეტს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უკრაინელ სტუმრებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებისა და ინტეგრაციის სფეროში გამოცდილება გაუზიარეს. აღნიშნული ვიზიტი ორგანიზებული იყო იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-სა და ფონდი „სოხუმის“ მიერ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია, რომელმაც ისაუბრა დევნილების ყოფით პრობლემებზე, და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომ თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვეს. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განათლების სფეროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი მანუჩარ ჩილაჩავა ესწრებოდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს – ,,2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად – საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.
აღსანიშნავია, რომ წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დამატებით 44 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთო ჯამში 45 ქვეყნის სახელითაა, და მას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.
რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.
ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.
რეზოლუციის წარდგენისას, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუცია ეფუძნება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს. ბატონმა იმნაძემ, ხაზგასმით განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკიდურესად შემაშფოთები რჩება. მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ასევე, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის უახლესი ანგარიშის ნახვა დიდ გულისტკივილს იწვევს, სადაც აღწერილია ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების „ტრაგიკული დაღუპვა“ საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას. ასეთი შემთხვევები ხშირია: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია.
სხდომაზე აგრეთვე გაკეთდა შემდეგი მხარდამჭერი განცხადებები: სუამ-ის ქვეყნების სახელით ისაუბრა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა; ჩრდილო ევროპული და ბალტიის ქვეყნების სახელით განცხადება გააკეთა ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა, რომელსაც მიუერთდნენ ბულგარეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ნიდერლნდები, პოლონეთი და სლოვენია. მხარდამჭერი ეროვნული განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მუდმივმა წარმომადგემლებმა.
მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში.
საქართველოს დიპლომატიური სამსახური მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან აღნიშნული საკითხი, მის საბოლოო გადაჭრამდე, რომელიც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანდგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს”.
„მივესალმები გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას, „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
ის ფაქტი, რომ რეზოლუციის ინიციატორი არის 40-ზე მეტი ქვეყანა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალ ყურადღებაზე მიანიშნებს, რომელიც მუდმივად აფიქსირებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიმართ თავის უარყოფით დამოკიდებულებას.
აღნიშნული რეზოლუცია არის მკაფიო გზავნილი, რომ საკუთარ სახლებში დევნილების ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები მუდმივად გაეროს დღის წესრიგშია, რაც საქართველოს მთავრობის ნაყოფიერი მუშაობის უდაო შედეგს წარმოადგენს, ვინაიდან საქართველო არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა დასავლურ სტრუქტურებთან, როგორც დღეს და რეზოლუცია, რომელიც თანასპონსორობიდან გამომდინარე 40-ზე მეტი ქვეყნის პირად ინიციატივას წარმოადგენს, ამის პირდაპირი დადასტურებაა.
ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული რეზოლუცია ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება სამართლიანობის აღდგენაში“ -განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, ხელოვნება, პუბლიცისტიკა და მეცნიერება.
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ენიჭება ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში შექმნილ ნაწარმოებებს, რომლებმაც მხატვრული, პუბლიცისტური და სხვა ღირებულებების გამო, საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვეს, გამსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული და აფხაზური ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში.
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გაიცემა არა უმეტეს ოთხისა, თითოეული 3000 ლარის ოდენობით. გიორგიშარვაშიძისსახელობისპრემიისმოსაპოვებლადკონკურსშიკანდიდატთაწარდგენისპირობებიდაწესი: ა) გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში;
ბ) პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარდგენილიქნეს პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად;
გ) პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი კანდიდატი არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი;
დ) კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსებს შორის შექმნილი ნამუშევრით (30.06.2017_04. 06. 2019 წ.წ.) და ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას, ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოპულარიზაციას.
ე) საკონკურსო ნაწარმოები (ნაშრომი) წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან აფხაზურ ენებზე, ასევე ნებისმიერ უცხო ენაზე სრული ქართული თარგმანის თანხლებით;
ვ) ლიტერატურული, ხელოვნების, პუბლიცისტური და მეცნიერული ნაწარმოების თუ ნაშრომის საკონკურსოდ წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული სახით გამოქვეყნების შემდეგ;
ზ) ხელოვნების სხვადასხვა დარგებში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება მას შემდეგ, რაც მათ სრულიად გაეცნობა საზოგადოება (კონცერტებზე, გამოფენებზე, თეატრებში, მასმედიის მეშვეობით და ა.შ.);
თ) დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ ერთხელ უკვე უარყოფილი ნაწარმოების (ნაშრომის) ხელმეორედ წარდგენა. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწარმოები (ნაშრომი) საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური მიზეზების გამო, ასევე ავტორის წარდგენა განმეორებით შესაძლებელია ახალი ნამუშევრით;
ი) ავტორთა ჯგუფისათვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში პრემია ავტორთა შორის ნაწილდება თანაბრად;
კ) პირს, გარდაცვალების შემდეგ, პრემია შეიძლება მიენიჭოს იმ შემთხვევაში, თუ იგი გარდაცვალებამდე იყო წარდგენილი, ან გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ახალი, მანამდე უცნობი მნიშვნელოვანი ნაწარმოები (ნაშრომი). კონკურსზემონაწილეობისათვისაფხაზეთისავტონომიურირესპუბლიკისგანათლებისადაკულტურისსამინისტროშიწარდგენილიუნდაიქნესშემდეგიდოკუმენტაცია:
წარდგინება, ანუ ნაწარმოების, ნაშრომის აღწერა-დახასიათება იმ განსაკუთრებული ღირსებების აღნიშვნით, რის გამოც ხდება მისი ავტორის გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე წარდგენა. დოკუმენტს ხელს აწერს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
სასურველია წარმოდგენილიქნეს საკონკურსო ნაწარმოების, ნაშრომის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები, აუდიო, ვიდეო, ფოტო და სხვა მასალები ნაწარმოებზე, ნაშრომზე წარმოდგენის შესაქმნელად.
საჭიროების შემთხვევაში ცნობა, სადაც მითითებული იქნება ნაწარმოების (ნაშრომის) გამოცემის (შექმნის) ზუსტი თარიღი (თვე და წელი).
კანდიდატის ბიოგრაფია (CV).
ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკის და მეცნიერების დარგში შექმნილი ნაწაროებები 11 ეგზემპლარად (აუდიო, ვიდეო ჩანაწერები, მუსიკალური ნაწარმოების პარტიტურა 11 ეგზემპლარად). წარმოდგენილი ნაშრომები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.
საკონკურსო განცხადებები და მასალები მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2019 წლის 04 ივნისიდან - 01 აგვისტოს ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
კონკურსის საბოლოო შედეგები და პრემიის ლაურეატთა სია გამოქვეყნდება 2019 წლის 29 ნოემბერს.
2 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“ ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი 45-მდე მოზარდი აკვაპარკ „ჯინო ფერედაისს“ ეწვია.
მოზარდებმა მხიარული და დაუვიწყარი დღე გაატარეს. საქართველოს ცნობილმა მოცურავეებმა მათ ცურვაში მასტერკლასი ჩაუტარეს, ხოლო გართობის შემდეგ კი მოზარდები ლანჩზე მიიწვიეს.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და დევნილი უნივერსიტეტების საერთაშორისო ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა თემაზე - „ოკუპირებული ტერიტორიების ბავშვთა უფლებები“ გაიმართა.
ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. ასევე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია და განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრების პირობები და დევნილ ბავშვთა უფლებები.
შეხვედრას საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
2019 წლის 30 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 30 მაისიდან 2 ივნისამდე გასტანს. ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვია გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) უმაღლესი რანგის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ჰიუგო ზეტცერი - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ხოსე ბორგინო - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ვილმარ დიპგრონდი - სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარე. 2019 წელს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ოთხ (მე-3, მე-5, მე-6 და მე-11) პავილიონს მოიცავს. მე-6 პავილიონი უმასპინძლებს პატარა მკითხველებს, ხოლო მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულებისთვის სრულადაა წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები – ფესტივალს წლეულს სულ 70-ზე მეტი მონაწილე ჰყავს და მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის პირველადაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. შესაბამისად, ფესტივალზე წარმოდგენილია სამინისტროსა და აფხაზეთის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის მიერ აფხაზეთის თემატიკაზე გამოცემული წიგნები, ალბომები და ჟურნალები. ფესტივალის მთავარ სცენაზე ოთხი დღის განმავლობაში მუდმივად გაიმართება უამრავი ღონისძიება. დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/308531403409902/ ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და ქალაქ თბილისის მერია. მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი N118, ექსპო ჯორჯია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა, სადაც კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო დევნილი მოსახლეობის პრობლემებს და მთავრობის წევრებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
„დღეს ჩვენ კახეთის რეგიონში ვიმყოფებოდით და მოვინახულეთ დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. ჩვენ მოვისმინეთ ყველა ის პრობლემა რომელიც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას აწუხებს და ვეცდებით მათზე დროული რეაგირება მოვახდინოთ.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და ადგილობრივ მუნუციპალიტეტებს დევნილი მოსახლეობისადმი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
დევნილებთან შეხვედრებში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი და საგარეჯოს მერი გიორგი ერბოწონაშვილი მონაწილეობდნენ.