აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში მორიგი თათბირი გაიმართა. თათბირს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი დემურ კეკელია უძღვებოდა. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გაეცნო ქ. თბილისში მდებარე დევნილთა დასახლებებში, რაიონების მიხედვით შექმნილი მობილური ჯგუფების მუშაობის მიმდინარეობას და მოისმინა ანგარიში ჯგუფების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
მიმდინარე წლის 17 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბატონი რეზო ქობალია წარმომადგენლობის თანამშრომლებთან , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელ მანუჩარ ჩილაჩავსთან ერთად შეხვდა ზუგდიდის რ-ნ სოფ. ანაკლიის ბარაკებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებს.
შეხვედრისას რეზო ქობალია გაესაუბრა დევნილებს, მოისმინა მათი პრობლემები და მოლოდინები. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეპირდა იქ მცხოვრებ დევნილებს მათი ინტერესების დაცვას და მედიატორის როლის შესრულებას შესაბამის ორგანოებთან.
აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში ბავშვთა და მოზარდთა ქართულ-აფხაზური ფოლკლორული ფესტივალი გამართა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები, რომლებმაც ქართული და აფხაზური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.
ქართულ-აფხაზურ ფოლკლორულ ფესტივალს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლები და ნორჩი ხელოვანების ოჯახის წევრები და მეგობრები.
დასასრულ კონცერტის წამყვანმა შალვა ბერიანიძემ სცენაზე უხმო ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეებს, ქორეოგრაფებსა და ხელმძღვანელებს, რომელთაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა.
როლანდ ნიჟარაძემ მადლობა გადაუხადა როგორც შემსრულებლებს, ისე მათი ოჯახის წევრებსა და მასწავლებლებს ამ მოზარდების სიყვარულით აღზრდისათვის და აღნიშნა: „სასიხარულოა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა კონცერტი დაიწყეს და დაასრულეს აფხაზური ცეკვით. ეს დასტურია იმისა, რომ სწორედ ისინი გაამრთელებენ სიყვარულის ხიდს, რომელზეც მალე ყველანი ერთად გავივლით. სიყვარულის ძალას ირწმუნებენ აფხაზებიც და ისევ გავერთიანდებით.“
ინფორმაციისთვის, ფესტივალში მონაწილეობდნენ:
ქ.თბილისის მერიის ხელოვნების №7 სკოლასთან არსებული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერიონი“, ქორეოგრაფი ბადრი უგრეხელიძე;
ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლი „დიდლომისა“, სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი დევი ადეიშვილი;
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია „ხალისი“, ქორეოგრაფები სერგო გეგეჭკორი და ელგუჯა ქირია;
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ანსამბლი „შარათინ 1,“ ქორეოგრაფი ოლია წურწუმია;
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ქართული ხალხური ცეკვის ჯგუფი „ალაშარა“, ქორეოგრაფი მაია მახარობლიძე და დავით ჭანტურია;
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ფოლკლორული ჯგუფი „აგუძერა“, ხელმძღვანელი ნათია ბედენაშვილი;
აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული გოგონათა ფოლკლორული გუნდი „გუმბათი“, ხელმძღვანელები: სოფიო ქირია და სოსო კიკვაძე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა 2019 წლის 17 ივნისს განიხილა მოქალაქე დ.კუჭავას ადმინისტრაციული საჩივარი 1992 წლამდე მუდმივად ქ. გაგრაში მცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე, აღმოასვლეთ საქართველოში ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
სხდომაზე საქმის გარემოებების შესწავლის, მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების უარის თქმის შესახებ.
კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრს უკვე მეორედ ეწვივნენ. მოზარდებმა ამჯერად ნახეს რეჟისორ ირაკლი გოგიას სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“, რომელიც ვაჟა ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით არის დადგმული.
აფხაზეთისავტონომიურირესპუბლიკისმთავრობისთავმჯდომარისმოვალეობისშემსრულებელრუსლანაბაშიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე იმერეთისრეგიონში, წყალტუბოსადაქუთაისშიკომპაქტურადმცხოვრებაფხაზეთიდანიძულებითგადაადგილებულპირებსშეხვდა. ისინიგაეცნენდევნილებისსაცხოვრებელპირობებს, იქარსებულპრობლემებსადამთავრობისწევრებთანერთადმათზედროულირეაგირებისადაგადაჭრისგზებზეიმსჯელეს,ასევემოინახულესდევნილიმოსახლეობისგანსახლებისათვისწყალტუბოსადაქუთაისშიმშენებარესაცხოვრებელიობიექტები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოავალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე მთავრობის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა. ის წყალტუბოსა და ქუთაისში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო დევნილების საცხოვრებელ პირობებს, იქ არსებულ პრობლემებსა და მთავრობის წევრებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა. მან, ასევე, წყალტუბოსა და ქუთაისში დევნილებისათვის მშენებარე ობიექტები დაათვალიერა.
2019 წლის 14 ივნისს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ფოთში ,, კერძოდ მალთაყვაში“ ახალ რაიონში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათი იყო. ამასთან ერთად დიალოგის რეჟიმში დევნილებმა დააფიქსირეს შემდეგი სახის პრობლემები: ონკოლოგიურად დაავადებული ბენეფიციალების ,სოციალური , მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტადიონის შეკეთების და მაწანწალა ძაღლების საკითხები ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ხელმძღვალებისგან მათ მიიღეს სრული მხარდაჭერის პირობა. დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბატონი რეზო ქობალია: - ბატონ რუსლანთან ერთად ვესტუმრეთ დევნილთა ჩასახლებებს. ერთ-ერთი შედგა მალთაყვაში,გურიის ქ.230-ში (ტურბაზის ) 1 , 2 და 3 კორპუსის დევნილთა დასახლებაში. აქ ჩასახლებული აფხაზეთის მკვირნი ითხოვენ კორპუსების შეფუთვას და გადახურვას. ჩვენ გავეცანით თითოეული დევნილის პრობლემას და გასაჭირს . ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მოვახდენთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში საკითხების ლობირებას და ადვოკატირებას. კოორდინირებულად და ეტაპობრივად მოვახდენთ როგორც რეაგირებას ასევე შესრულებას და გადაჭრას - აცხადებს წარმომაგენლობის ხელმზღვანელი რეზო ქობალია. შეხვედრებს ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი,აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო_ზემო სვანეთის რეგიონში ბატონი რეზო ქობალია და მთავრობის სხვა წევრები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე იმერეთის რეგიონში, წყალტუბოსა და ქუთაისში კომპაქტურად მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო დევნილების საცხოვრებელ პირობებს, იქ არსებულ პრობლემებსა და მთავრობის წევრებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა, ასევე მოინახულა დევნილი მოსახლეობის განსახლებისათვის წყალტუბოსა და ქუთაისში მშენებარე საცხოვრებელი ობიექტები.
დღეს, რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ქალაქ ფოთის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდებიან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ დევნილებთან პერმანენტულ ხასიათს ატარებს. შეხვედრები უკვე გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში.
რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა ,,თანაზიარი,“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხანდაზმულთა დღის ცენტრი გახსნა. დღის ცენტრი სოციალური საცხოვრისის შენობაშია განთავსებული. პროექტი ,,უზრუნველვყოთ ღირსეული ხანდაზმულობა“ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ფარგლებში ხორციელდება და მას ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან : საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთთან“ (CHCA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან (KRDF) ერთად ახორცილებს. დღის ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, ბენეფიციარები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლეობის ზელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთში რეზო ქობალია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის თანამშრომელთათვის საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი ლევან ყოლბაია, რომელმაც დამსწრეებთან ერთად, კითხვა - პასუხის რეჟიმში, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და სამართლებრივ შედეგებზე იმსჯელა. სამუშაო შეხვედრა საკონსულტაციო ხასიათს ატარებდა.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბატონ დემურ კეკელიას ზეპირი დავალების საფუძველზე, მიმდინარე წლის 11-12 ივნისს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი გრიგოლ ბენიძე და წარმომადგენლობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ქ. თბილისში: გლდანის რაიონში, აფხაზეთიდან დევნილების კომპაქტურად განსახლების 15 მისამართზე.
განსახლების ადგილებში, აფხაზეთიდან დევნილებს გაეწიათ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობაზე. წარმომადგენლობის თანამშრომლებმა მოისმინეს განსახლების ადგილებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ხასითის პრობლემები.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბატონ დემურ კეკელიას ზეპირი დავალების საფუძველზე, წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსი და სამსახურის თანამშრომლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლეთან ერთად მივლინებით იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონის ქ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს განსახლების ადგილების მიხედვით გაეწიათ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობაზე. მოისმინეს განსახლების ადგილებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ხასითის პრობლემები. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეისწავლეს განსახლების ადგილებში საერთო სარგებლობის ფართებში განსახორციელებელი სარემონტო-სამუშაოების გაანგარიშება, მოცულობა და ტექნიკური მდგომარეობა.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბატონ დემურ კეკელიას ზეპირი დავალების საფუძველზე, წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსი და სამსახურის თანამშრომლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლეთან ერთად მივლინებით იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონის ქ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს განსახლების ადგილების მიხედვით გაეწიათ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობაზე. მოისმინეს განსახლების ადგილებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ხასითის პრობლემები. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეისწავლეს განსახლების ადგილებში საერთო სარგებლობის ფართებში განსახორციელებელი სარემონტო-სამუშაოების გაანგარიშება, მოცულობა და ტექნიკური მდგომარეობა.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბატონ დემურ კეკელიას ზეპირი დავალების საფუძველზე, წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსი და სამსახურის თანამშრომლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლეთან ერთად მივლინებით იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონის, ქ. თელავის მუნიციპალიტეტში, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს განსახლების ადგილების მიხედვით გაეწიათ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობაზე. მოისმინეს განსახლების ადგილებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ხასითის პრობლემები. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეისწავლეს განსახლების ადგილებში საერთო სარგებლობის ფართებში განსახორციელებელი სარემონტო-სამუშაოების გაანგარიშება, მოცულობა და ტექნიკური მდგომარეობა.