ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს "დიომედი აფხაზეთის" პოლიკლინიკაში უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ.
 
100-ზე მეტ ბენეფიციარს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
 
"სამინისტროში მოქმედი "მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევების" პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები ჩვენი დევნილებისთვის, რათა გავზარდოთ მათი ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებებზე. მსგავსი აქციები ხელს უწყობს სამინისტროში მოქმედი სხვა პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობას, რაც საერთო ჯამში დადებითად აისახება ჩვენი დევნილების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე”, - განაცხადა ლაშა ქარდავამ.
 
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, პირველი მოადგილე მერაბ მარაქველიძე, მოადგილე მანანა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით ფაცაცია გარდაბანში მცხოვრებ დევნილთა საჭიროებებს გაეცნო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია გარდაბანში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა და პირადად მოისმინა მათი საჭიროებები.

დავით ფაცაციამ დევნილ მოქალაქეებს გააცნო მათი მხარდაჭერის მიზნით უკვე განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობა, ასევე ისაუბრა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და სახელმწიფოს ღირებულებებზე.

დავით ფაცაციამ ხაზი გაუსვა მშვიდობის და ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას, ასევე, შეეხო საქართველოს ხელისუფლების სწორ სტრატეგიულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, რომლის შედეგადაც ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების პროცესები წინ მიიწევს.

 

წყალტუბოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამედიცინო აქცია მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, წყალტუბოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამედიცინო აქცია მოეწყო, სადაც მათ ოფთალმოლოგის კონსულტაციები ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისი სათვალეები უფასოდ გადაეცათ.

სათვალეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიისგან“(International Human Rights Commission) ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღო.

აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთან გიორგი ძიგუასთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან ნათია კოპალიანთან ერთად დაესწრო.

 

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ
მოსახლეობას შეხვდა.
 
“აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებთან ჩვენი ვიზიტები გრძელდება. შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას ვაცნობთ დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ პროგრამებს და სამომავლო გეგმებს, ასევე ვისმენთ მათ საჭიროებებს და ვახდენთ თითოეული პრობლემის იდენტიფიცირებას”- განაცხადა ლაშა ქარდავამ.
 
შეხვედრის მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პარამკლავჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ლაშა მიქავას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ საქართველოს პარამკლავჭიდის ეროვნული ნაკრების წევრს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ლაშა მიქავას სამინისტროს საპატიო სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ლაშა მიქავამ ახლახან მოლდოვაში გამართულ პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი და შესაბამისად, პარამკლავჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მინისტრმა ლაშა მიქავას გამარჯვება მიულოცა და მორიგი წარმატებები უსურვა.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სპორტის განვითარებისა და სპორტსმენების ხელშეწყობის მიზნით, კვლავაც არაერთ მსგავს აქტივობას გეგმავს.

დავით ფაცაცია წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოში შეხვედრები გამართა.

ხელისუფლების წარმომადგენლები წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩასა და სოფელ ფარცხანაყანებში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდნენ, ისაუბრეს სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებებით განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობებზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, სახელმწიფოს პრიორიტეტებზე, ღირებულებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

„აფხაზეთიდან დევნილთა წინაშე არსებული გამოწვევების აღწერისა და მათი მოგვარების გზაზე, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის ურთიერთგაგება დევნილებსა და ხელისუფლებას შორის. მჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები, ასევე არის ერთ-ერთი წინაპირობა ჩვენი ქვეყნის განვითარების, გაერთიანების, რასთანაც დღეს ისე როგორც არასდროს ვართ ახლოს.“ - დავით ფაცაცია

შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი ძიგუა.

 

ეკონომიკური პროგრამების სააგენტო აცხადებს კონკურსს „სასათბურე კონსტრუქციის მოწყობაზე“

სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“,  ქვეპროგრამის „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს და იწყებს განაცხადების მიღებას „სასათბურე კონსტრუქციის მოწყობასთან“ დაკავშირებით.

 

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობა სასათბურე მეურნეობის განვითარების პროცესში, სათანადო სასათბურე კონსტრუქციის მოწყობის უზრუნველყოფის გზით.

 

                   კონკურსის პირობები:

 

  1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფს (არანაკლებ 5 პირი), რომლის წარმომადგენლები გააკეთებენ ერთობლივ განაცხადს სასათბურე კონსტრუქციის მოწყობასთან დაკავშირებით
  1. ინფორმაცია ქვეპროგრამის ხსენებული ნაწილის შესახებ და კონკურსის პირობები, ეტაპები, კრიტერიუმები და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე:  https://shorturl.at/fjA23 
  1. განაცხადების მიღება შესაძლებელია ელექტრონული ან მატერიალური ფორმით 2024 წლის 18 ოქტომბრის 15:00 საათიდან 2024 წლის 30 ოქტომბრის 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“  ან  ელ. ფოსტაზე  lepl.applications@gmail.com
  1. საერთო ჯამში 4 სასათბურე კონსტრუქცია მოეწყობა, კონკურსის საფუძველზე შერჩეულ 4 აფხაზეთიდან დევნილ ჯგუფზე.

 

                  საკონტაქტო ნომრები:            577092373 ;  599855369;  599040403

                                          

                                          

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული პოლიკლინიკების რეფორმირება დაიწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე პოლიკლინიკების რეფორმირების საკითხი წარადგინა, რის საფუძველზეც მინისტრის ინიციატივით სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში არსებულ “დიომედი აფხაზეთი”-ს პოლიკლინიკებში ჯვარის, ზუგდიდისა და ხობის ფილიალში სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
 
“სამინისტრომ დაიწყო მუშაობა მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიკლინიკების რეფორმირების საკითხზე. პირველ რიგში ჩვენი მიზანია ძირეულად შევისწავლოთ პოლიკლინიკებში არსებული სიტუაცია და ერთობლივად ვიზრუნოთ თითოეული პრობლემის და საჭიროების გადაჭრაზე. სამუშაო ვიზიტები გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა პოლიკლინიკაში არსებულ ვითარებას გავეცნობით”- განაცხადა ლაშა ქარდავამ.
 
“დიომედი აფხაზეთი”-ს პოლიკლინიკების დირექტორმა ნინო დოხნაძემ სამუშაო ჯგუფთან და მინისტრის პირველ მოადგილე მერაბ მარაქველიძესთან ერთად მოისმინა პრობლემური საკითხები და საჭიროებები, ასევე პოლიკლინიკების წარმომადგენლებს გააცნო რეფორმირებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები.
ლევან მგალობლიშვილი - შეუფასებელია ვეტერანების ღვაწლი და დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე ვეტერანებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ მიმართეს.

ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

„დღეს შევხვდით ღირსეულ ვეტერანებს, მივულოცეთ მათ 10 წლის იუბილე. შეუფასებელია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე და მინდა,  რომ კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით, მივულოცო მათ დღევანდელი დღე და ჯანმრთელობა ვუსურვო“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლაშა ქარდავა ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა
აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომაზე გაცემული დავალების შემდეგ, დევნილ მოსახლეობასთან მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრები გრძელდება.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
 
“შეხვედრის ფარგლებში დეტალურად გავეცანი ხონში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას მოქალაქეებისა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებისთვის. ჩვენი მიზანია ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებიც დევნილი მოსახლეობის წინაშე დგას”, - განაცხადა ლაშა ქარდავამ.
 
შეხვედრის მიმდინარეობას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე ელისო გვასალია, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს წევრი ბაჩანა ბასილაია ესწრებოდნენ.
აფხაზეთიდან დროებით დევნილი ოჯახების განსახლებისთვის ზუგდიდში ბინების მშენებლობა დაიწყო

ოკუპირებული აფხაზეთიდან დროებით დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, ზუგდიდში, 1700 ბინის მშენებლობა დაიწყო.

მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და კომპანია „ანაგის“ გენერალურ დირექტორ ირაკლი გოგოლიშვილთან ერთად ჩაუშვა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ესწრებოდა.

ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 7 კორპუსი აშენდება - ექვსი 12-სართულიანი და ერთი 14-სართულიანი. პროექტს კომპანია „ანაგი“ განახორციელებს, მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 012 850 ლარს შეადგენს.

დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც კლინიკაში განთავსებული ახალი სამედიცინო აღჭურვილობა დაათვალიერა.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო რეგიონში ერთი-ერთი მძლავრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკაა, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასაც ემსახურება.

ლევან მგალობლიშვილი პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

წირვა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

დავით მორგოშია ქუთაისში, აფხაზეთის № 5, №6 და ფოთში, აფხაზეთის №21 საჯარო სკოლებში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია ქუთაისში, აფხაზეთის № 5, №6 და ფოთში, აფხაზეთის №21 საჯარო სკოლებში იმყოფებოდა და სკოლების საჭიროებებს გაეცნო.

დაიგეგმა სამომავლოდ განსახორციელებელი სამუშაოები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში ლაბორატორიების განვითარების, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს.

დავით მორგოშიამ პედაგოგებს არსებული მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა და აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
 
აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტების კონსულტაცია ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
 
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის გულის ცენტრის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებსაც ჩაუტარდათ კარდიოლოგიური კვლევის სრული გამოკვლევა.
 
დროებით დევნილ საზოგადოებას უფასოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტები გადაეცათ.
“მადლობა მინდა გადავუხადო ჩაფიძის გულის ცენტრს თანამშრომლობისთვის. მსგავსი პარტნიორული ურთიერთობები მნიშვნელოვანია ჩვენი დროებით დევნილი საზოგადოებისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის. სამინისტრო მომავალში გეგმავს სხვა კლინიკებთან თანამშრომლობას და მემორანდუმის გაფორმებას”- განაცხადა ლაშა ქარდავამ.
 
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.