14 აპრილს დედაენის ძეგლთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით (ორგანიზატორი იზონერა ბერაია), ტრადიციულად აფხაზეთის მოსწავლეები და სტუდენტებიც შეიკრიბნენ. შეკრებილებს დედაენის დღე მიულოცეს მოწვეულმა სტუმრებმა: საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ თემურ ჩალაბაშვილმა, პოეტებმა ტარიელ მუმლაძემ და ბაღათერ არაბულმა.
აქვე მოეწყო აფხაზეთიდაან დევნილი მოზარდების ნახატების გამოფენა დევიზით „მამული, ენა, სარწმუნოება“. ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა ლიტერატურული კომპოზიცია „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“ წარმოადგინეს. აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“ წევრებმა კი წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე, დედაენაზე.... შეასრულეს საგალობელი „წმინდაო ღმერთო“.
შეკრებას ესწრებოდნენ აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში საღამო „ვულოცავთ საერთაშორისო ჯილდოს გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა)“ გაიმართა. ღონისძიება ვარშავის უნივერსიტეტის მიერ გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დაჯილდოებას მიეძღვნა. მეუფე ანდრიამ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და წმ. გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობასა და ღვაწლზე ისაუბრა.
საღამოს თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა (გუნია) უძღვება.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ გალერეაში „ეტალონის“ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ჩემპიონატში აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიიდან.
ჩემპიონატის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ღონისძიების მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც თითოეულ მონაწილეს უდიდესი ტკივილის დაძლევაში ეხმარება.
2018-2019 წლების „ეტალონი მოსწავლე“ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ არშბა გახდა. დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის" ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
ქ. თბილისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ერთმანეთს აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები შეეჯიბრნენ (სულ 65 მოსწავლე).
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის აფხაზეთის ა/რ ეტალონ მოსწავლეს“ სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა, მის მშობლიურ სკოლას კი დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის. თავის მხრივ 2017-2018 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლემ“ მონაწილეები გაამხნევა და ნათია თოდუას სიმღერა აფხაზეთზე - „ფრთამოტეხილი მაფშალია“ შეასრულა.
2019 წლის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ არშბა დაეუფლა (74 ქულა) და მან საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა; მე-2 ადგილზე გავიდა აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ჩარგაზია (69 ქულა); მე-3 ადგილის მფლობელი გახდა ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლე (66 ქულა).
მომდევნო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მე-4 ადგილი - აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მოსწავლე ლანა ჯგუბურია (65 ქულა); მე-5 ადგილი - ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლე (63 ქულა); მე-6 ადგილი - აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მოსწავლე რამინ ბერაია (63 ქულა); მე-7 ადგილი - აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლე რევაზ ჩაკვეტაძე (62 ქულა); მე-8 ადგილი - აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა შელია (60 ქულა); მე-9 ადგილი - აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მოსწავლე ჯონი ყალიჩავა (60 ქულა).
საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე - ბესიკ ოდიშარია, აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი – ნინო ლობჟანიძე, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი – ნონა შონია, აფხაზეთის საჯარო სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მიერ, ქ. თბილისში
გლდანის მასივი, მე-2 მ/რ კორპ. 28ბ. ბმა ,,იმედი’’ (ყოფილი ბაგა/ბაღი) განხორცილედა ძველი ხის ფანჯრების დემონტაჟი და მეტალოპლასმასის 1 სამფრთიანი და 2 ერფრთიანი ფანჯრის მონტაჟი.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ.გორის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის შენობაში, ცხინვალის გზატკეცილი N37ა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ადგილას მცირე სარემონტო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა წყალსადენი მილგაყვანილობის მოწყობა და დაზიანებული ავზის შეცვლა.
დევნილ მეფუტკრეთა მიერ შექმნილი კოოპერატივი „კოდორი 2015“ აგრძელებს მეფუტკრეობის შემსწავლელი კურსის განხორციელებას. აღნიშნული ტრენინგ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 5 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, კურსის მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ პრაქტიკული ხასიათის სემინარს საქართველოს მეფუტკრეთა კავშირისა და კოოპერატივი „კოდორი 2015“-ის სადემონსტრაციო-საჩვენებელ საფუტკრეში, რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისთან. პრაქტიკულ სასწავლო კურსს უძღვებოდა დამსახურებული მეფუტკრე და დარგის ექპერტი-დემურ დარსანია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სპეციალისტებმა. პრაქტიკული სემინარის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატი.
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ კონფერენცია „სამხრეთ კავკასიაში ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდის მცდელობების გაზრდა“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს „HALO TRUST“-ის წარმომადგენლებმა რომლებმაც სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე, განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს. ღონისძიება „LINKS“-ისა და „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერითა ჩატარდა.
კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „LINKS“-ის აღმასრულებელი დირექტორი დენის სამუტი, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ ტერიტორიების ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს კონფერენციაზე მოწვევისთვის და ასევე „HALO TRUST“-ის წარმომადგენლებს მრავალი წლის განმავლობაში მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის, იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პრობლემა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება და ტერიტორია ნაღმებისგან სრულად გაიწმინდება.
ღონისძიება „სამხრეთ კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
„9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ის ისტორიული ფურცელია, რომელმაც მსოფლიოს ქართველი ერის აბსოლუტური ერთიანობის შესაშური მაგალითი უჩვენა. ეს დღე ყოველი ჩვენგანისთვის თავგანწირვის, ერთიანობის, თავისუფლების, მადლიერების და სიხარულის დღედ იქცა. უიარაღოდ, შიშველი ხელებით, იდეისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილები. მთელი საქართველო დღეს მუხლს იყრის მათი უმანკო სულების ხსოვნის წინაშე. 9 აპრილი ჩვენი ერის ცოცხალი მეხსეირების გამოძახილია, რომელიც არასოდეს მინავლდება. ისტორია, რომელშიც ლომის წილი ჩვენს ბრწყინვალე ახალგაზრდობას მიუძღვის. 1989 წლის 9 აპრილიდან განვლილმა პერიოდმა დამოუკიდებლობის შეგრძნებამ ბევრი სიხარული მოგვიტანა. ამ დღემ დაგვანახა, რა ძალა აქვს ერის საყოველთაო ერთიანობას, რომელიც ყოველ ჩვენგანს მადლიერებით ავსებს და ახლო მომავალში გაერთიანებულ საქართველოს მომავლისკენ უბიძგებს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მურმან ფარფალიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
9 აპრილი სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.
30 წლის წინათ, 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილენი საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა.
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც ქართული სულის გამოღვიძების, თავისუფლებისა და თავგანწირვის სიმბოლო.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამ შეუქცევადი სახე მიიღო და 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის/ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის უწყებები მართავენ საჯარო შეხვედრებს რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის 4-5 აპრილს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა რიგით მეორე საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში, ქ. ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში განსახლებულმა დევნილებმა, ასევე, მათმა წარმომადგენლებმა ფოთიდან, სენაკიდან და წალენჯიხიდან. ღონისძიებას ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის წარმომადგენლებიც. დეპარტამენტის სპეციალისტებმა დაინტერსებულ პირებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის მიზნების, მოთხოვნების, საგრანტო კონკურსის განაცხადის ფორმისა და ბიზნეს-გეგმის შედგენის შესახებ. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, პოტენციურ ბენეფიციარებთან განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის აფხაზეთის რეგიონის ფინალური თამაშები გამართა. აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლები ერთმანეთს რეგიონის პირველობისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ. სულ ოლიმპიადაში 200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის აფხაზეთის რეგიონის გამარჯვებული გუნდების ტიტული და ზონალურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს:
მინი ფეხბურთში - ვოვა ვეკაუს სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლამ; გეზრბენში (ვაჟები) - ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლამ; გეზრბენში (გოგონები) - ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლამ; ფრენბურთში (ვაჟები) - აფხაზეთის №10 საჯარო სკოლამ; კალათბურთში (ვაჟები) - ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლამ; კალათბურთში (გოგონები) - ოტობაიის №1 საშუალო სკოლამ; მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟები) - აფხაზეთის №10 საჯარო სკოლამ.
გამარჯვებული გუნდები დიპლომებით დაჯილდოვდნენ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელშეწყობით ფინალისტ გუნდებს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფორმები გადაეცათ.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. პროგრამის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
2019 წლის 8 აპრილს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი სამუშაო თათბირი. მინისტრმა მურმან ფარფალიამ მოისმინა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ა/წლის 5 აპრილს აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე – ,,ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი.’’ კონფერენციაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ატარებს გეგმიურ აუდიტს შ.პ.ს ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ს/ამბულატორიაში. მინისტრმა ისაუბრა სახელმიფო 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ სხვა შ.პ.ს–ებში არსებულ პრობლემებზე (პოლიკლინიკების შერწყმა, ,,ავტოტრანსსერვისის’’ ლიკვიდაცია), სამინისტროში ა/წლის 2 აპრილს მოწვეულ შ.პ.ს–ების საქმიანობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2019 წლის ბიზნეს–გეგმების განხილვაზე და დამტკიცებაზე.