უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა და ზვიად გამსახურდიას როლზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიაში ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ.
კონფერენციის მთავარ თემაზე ვრცლად ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ისტორიკოსმა ჯემალ გამახარიამ. ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცალკეული ეპიზოდები გაიხსენეს საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებმა და ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა.
კონფერენციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ საქართველოს პირველ პრეზიდენტზე მომზადებული დოკუმენტური ფილმი უჩვენეს.
კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე და სხვ. ესწრებოდნენ.
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა.
კონფერენციის მთავარი მომხსენებელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისტორიკოსი ჯემალ გამახარია იყო, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირველი წლები გაიხსენეს და ზვიად გამსახურდიას როლზე ისაუბრეს ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა.
კონფერენციაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეროვნული მოძრაობის ლიდერები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
2019 წლის 5-აპრილს ზუგდიდშუ რუსთაველის ქუჩაზე ,,ჩართულობის“ ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თაოსნობითა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვალის რეზო ქობალიას ხელშეწყობით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან. აღნიშნულ შეხვედრისას განიხილეს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემუშავებული ახალი საგრანტო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვისათვის“.
პროგრამა ითვალისწინებს გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური პარტნიორული პროექტების მხარდასაჭერას. პროგრამის პირობებში გათვალისწინებულია დაფინასების მაქსიმალური თანხები 7 000-35 000 ლარამდე, რაც დამოკიდებულია ჯგუფში ბენეფიციართა რაოდენობაზე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნებისმიერი სახის წარმოება, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, გადამუშავება, ხეხილის ბაღის მოწყობა და სხვა. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა.კონფერენციის მთავარი მომხსენებელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისტორიკოსი ჯემალ გამახარია იყო, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირველი წლები გაიხსენეს და ზვიად გამსახურდიას როლზე ისაუბრეს ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა.კონფერენციაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი.ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეროვნული მოძრაობის ლიდერები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავ კვირეულს აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლა სათითაოდ ეხმაურება. კერძოდ კი, სკოლებში, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ტარდება ღია გაკვეთილები თემაზე: „საქართველოს პირველი პრეზიდენტი“.
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას კვირეულის ფარგლებში ეწვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ისტორიკოსი ჯემალ გამახარია. მან სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებს წაუკითხა ლექცია თემაზე: „9 აპრილი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი“. ჯემალ გამახარიამ დეტალურად აუხსნა მოსწავლეებს, თუ რატომ უწოდებენ 9 აპრილს ერთდროულად მწუხარებისა და დამოუკიდებლობის დღეს.
მოსწავლეებში მონათხრობმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ მოსმენილ საკითხებთან დაკავშირებით ისტორიკოსს ბევრი შეკითხვა დაუსვეს, რაზეც კვალიფიციური პასუხები მიიღეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2019 წლის 5 აპრილს სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს იურისდიქცია, საჩივრის შეტანის ტექნიკური და შინაარსობრივი ასპექტები, დავის წარმოების ეტაპები და გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა“.
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი და სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ვეფხვია გვარამია.
შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის „სამხრეთ კავკასია ნაღმების გარეშე“ ფარგლებში აფხაზეთის ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის №2 საჯარო სკოლაში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ლინქსის“ და მისი პარტნიორის ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში არსებული აუფეთქებელი სამხედრო მასალების პრობლემას და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში განაღმვის კუთხით ორგანიზაცია „ჰალო ტრასტის“ მიერ განხორციელებულ სამუშაოებს.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტმა გიორგი მელაშვილმა ისაუბრა კამპანიის ფარგლებში საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასევე ნაჩვენები იყო კამპანიის ფარგლებში შექმნილი კლიპი.
ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო ტრასტის“ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წარმოუდგინეს ნაღმები და სხვადასხვა ფეთქებადი მოწყობილობები, გააცნეს მათგან მომავალი საშიშროებები და უსაფრთხოების წესები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ლინქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დენის სამუტმა ისაუბრეს კავკასიაში და კერძოდ საქართველოში ჯერ კიდევ არსებულ დანაღმულ ტერიტორიებზე რომლებიც მუდმივად საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მაცხოვრებელთა სიცოცხლეს.
ღონისძიებას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ლინქსის“ ერთ-ერთი დირექტორი გიორგი სვიმონიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, №2 საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
4 აპრილს ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა. „სამხრეთი კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე“ კამპანიის ფარგლებში 4-დან 10 აპრილის კავკასიის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში დაგეგმილია ღონისძიებები.
„აფხაზეთისავტონომიურირესპუბლიკისოკუპირებულიტერიტორიიდანიძულებითგადაადგილებულპირთა-დევნილთასაკუთრებაში/სარგებლობაშიგადაცემულსაცხოვრებელობიექტებშიმცირეფასიანიდაგადაუდებელისარემონტოსახისსამუშაოების” ჩატარებისპროგრამისფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთისავტონომიურირესპუბლიკისმთავრობისწარმომადგენლობისდაფინანსებითდასრულდაქ. თბილისში, გლდანის მე-2 მიკრო/რაიონი, კორპუსი №28-ში დევნილთაკომპაქტურადჩასახლებისობიექტზე პირველსა და მეორე სართულებს შორის არსებული ხის სამფრთიანი და ხის ორფრთიანი ფანჯრის შეცვლა მეტალოპლასტმასის ფანჯრებით.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში მიიწვიეს. მადონა მაქაცარიამ მოსწავლეებს წაუკითხა ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი თემა - „ზვიად გამსახურდიას ცხოვრების გზა“, რომელმაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი და ემოცია გამოიწვია.
შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას. მადონა მაქაცარიამ ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულში მონაწილეობისათვის აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორს ლუიზა შონიას მადლობის სიგელი გადასცა.
2-3 აპრილს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი გაიმართა. ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
ჟენევის მოლაპარაკებების 47-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, უკანონო დაკავებასა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე მის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ყურადღება გამახვილდა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკაზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელებაზე, რასაც თან ახლავს ადგილობრივი მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა საკუთარ მიწის ნაკვეთებზე და იწვევს ადგილზე დაძაბულობის სერიოზულ ესკალაციას.
კვლავ მწვავედ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ამასთანავე, თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალების გამო. ქართველმა მონაწილეებმა მოითხოვეს დეტალური ინფორმაციის გაზიარება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ობიექტური გარემოებების დადგენის მიზნით.
მოლაპარაკებებისას საქართველოს წარმომადგენლებმა დააყენეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის, ეთნიკური დისკრიმინაციისა და ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეშად დარღვევის საკითხები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და ეთნიკური ნიშნით შევიწროებას. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსიფიკაციის აქტიურ პოლიტიკას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის იდენტურობაზე მიზანმიმართულ შეტევას წარმოადგენს.
მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის აუცილებლობას. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნით რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ძალის გამოყენებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების საჭიროებას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი საქართველოს წარმომადგენლებმა დასვეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოდან გაყვანის აუცილებლობა.
რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის - ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 2-3 ივლისს გაიმართება.
საქართველოს მთავრობის ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემუშავდა და 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყო ახალი საგრანტო პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“. პროგრამა ითვალისწინებს გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის/ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, აგრეთვე, თანამშრომლობას და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნას, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას. საგრანტო პროგრამის საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით აფხაზეთის ა/რ მთავრობის უწყებები მართავენ შეხვედრებს რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პირველი ასეთი შეხვედრა მ.წ 1 აპრილს ქ.ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამეტის თავმჯდომარემ ვ.ბასარიამ და იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზ.ჩაჩავამ გამართეს ქ.ქუთაისში დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში არსებული ამხანაგებობის თავმჯდომარეებთან. შეხვედრაზე განმარტებულ იქნება საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისათვის“ შინაარსი და ძირითადი მოთხოვნები. შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს პროგრამის მიმართ და გამოთქვეს მზადყოფნა მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნული საგრანტო პროგრამის შესახებ დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას. საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, რათა მაქსიმალურად იქნას მოცული საგრანტო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარები.
მ.წ. 1 აპრილს ქ.ქუთაისში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „,საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგია“. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეობის სექტორში მომუშავე 150-ზე მეტმა მეწარმე-სუბიექტმა, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილმა მეფუკტრეებმა.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო: შიდა და გარე ბაზრებზე კონკურენტუნარიანი თაფლის წარმოების შესაძლებლობა და პროდუქციის მოცულობის ზრდა, თაფლის სტანდარტიზაციის სისტემის სრულყოფა, მეფუტკრეობის პროდუქტების დამუშავების ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე დარგში დასაქმებულთა პროფესიული დონის ამაღლება. ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელები, რომლებმაც მავნებლის წინააღმდეგ 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისა და ფუტკრის დაცვის სისტემის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვ.ბასარიამ და დეპარტამენტის სპეციალისტებმა.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩა №112/3-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტისთვის სასმელი წყლის ტუმბოს შეკეთება დევნილთა თანადაფინანსებით.
2019 წლის 1 აპრილს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან, რომელსაც უძღვებოდა მინისტრი მურმან ფარფალია. მან თანამშრომლებს გააცნო ა/წლის 29 მარტს ჩატარებულ აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხები. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ სხდომაზე სამინისტროს მიერ გატანილ საკითხებზე: 1. ,,აფხაზეთის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ა/რ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’– აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი და 2. აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ –აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი. მინისტრმა ისაუბრა გასულ კვირას, ა/წლის 25 მარტს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის სხდომაზე გატანილ საკითხზე – ,,სამინისტროს სარგებლობაში არსებული ავტომანქანების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე’’, აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ დაფუძნებული (რომლის 100%–იან წილსაც მართავს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს)–ების საქმიანობაზე, დისციპლინაზე და სხვა.
2019 წლის 29 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის საინფორმაციო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს სამინისტროს ახალი პროგრამები, რომლებიც უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მათ საჭიროებებზეა მორგებული.
ახალი პროგრამები ემსახურება აფხაზეთიდან დევნილი სხვადასხვა სფეროში წარმატებული, ნიჭიერი, საზოგადოებრივად აქტიური სტუდენტი-ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას, აფხაზეთის თემატიკის გააქტიურებას, სტუდენტთა პოტენციალის წარმოჩენას, მხარდაჭერასა და სწავლების თანადაფინანსებას. შეხვედრა გაიმართა დიალოგის ფორმატში. სტუდენტებმა დასმულ შეკითხვებზე და მათ შორის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების დაწესების თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.