7 მარტსქ. ქუთაისში, აფხაზეთის მე- 6 საჯარო სკოლისპედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ ჩატარებულ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების - 75-ე წლისთავს, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია, წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი რომან კოკაია, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა დაესწრნენ.
ღონისძიების დამთავრების შემდეგ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გ. ბულისკერიამ და სამმართველოს უფროსმა რომან კოკაიამ წარმომადგენლობაში სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს მიმდინარე და აქტუალური საკითხები.
„რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის“ ორგანიზებით ფლორენციაში საერთაშორისო სიმპოზიუმი და 21-ე საერთაშორისო გენერალური ასამბლეა სახელწოდებით „კულტურული მემკვიდრეობა, როგორც მშვიდობის მშენებელი“ გაიმართა. შეხვედრაზე განიხილებოდა კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი ინტერკულტურული დიალოგისა და მშვიდობის მშენებლობისთვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და „რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანმა.
სიმპოზიუმზე მინისტრის მოადგილე წარსდგა მოხსენებით „ინტერკულტურული დიალოგისა და კულტურული მემკვიდრეობის გამოწვევები და პერსპექტივები პლანეტა დედამიწისათვის, საქართველოს მაგალითზე“ . მან გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ძირძველი ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტებიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის აუცილებლობაზე საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. გამოსვლის შემდეგ საინტერესო დისკუსია გაიმართა.
სიმპოზიუმს საერთაშორისო ექსპერტები, მეცნიერები, მკვლევარები, პოლიტიკოსები და კულტურის მოღვაწეები ესწრებოდნენ 42 ქვეყნიდან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზი, ოსი და ინგუში ახალგაზრდები.
ღონისძიებაზე უდიდესი ინტერესი გამოიწვია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალურმა მასალამ, სადაც საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორც უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილ მასალას მაღალი შეფასება მიეცა და გამოითქვა სურვილი, რომ მომავალ წელს, 22-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში ფლორენციაში ქართული ხელნაწერების გამოფენა მოეწყოს.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები, სადაც გამოითქვა რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელების სურვილი, რომელიც ფოკუსირებული იქნება განათლებასა და კონფლიქტების პრევენციაზე, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესების ხელშეწყობაზე.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო „რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდი“ უმსხვილეს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა UNESCO, ICOMOS, ICOM, UNWTO.
საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. კვირეულის ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ჟიული შარტავას საიუბილეო საღამო, რომლის დამდგმელი რეჟისორი იყო საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე.
საღამო აგებული იყო ჟიული შარტავას ჩანაწერებზე, რომლებსაც სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები კითხულობდნენ. ამ ჩანაწერებით, ვიდეოკადრებითა და თანამებრძოლთა მოგონებებით დაიხატა პორტრეტი მამაცი, თავდადებული და ერთგული ადამიანისა, რომელიც ქვეყნის მთლიანობისათვის ბრძოლას შეეწირა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ გაიხსენეს ჟიული შარტავასთან ერთად გატარებული 1993 წლის სექტემბრის ბოლო უმძიმესი დღეები. საღამოზე ნაჩვენები იყო ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან „ჩვენი დროის გმირი“, რომელიც ჟიული შარტავასა და მისი თანამებრძოლების აფხაზი სეპარატისტებისა და სხვა ჯურის ბოევიკების ტყვეობაში ყოფნის ფაქტებს ასახავს.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ ჟიული შარტავას ოჯახს მისი ინიციატივით დაწესებული სპეციალური მედალიონი, წარწერით „სოხუმელი“ გადასცა.
საიუბილეო საღამოზე მუსიკალურ ნომრები შეასრულეს გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა.
საღამოზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები , ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები.
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა ნინო სადღობელაშვილის პიესის - „დაბადების დღე“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა.
სპექტაკლი მაყურებელს საქართველოს უახლესი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის - 1993 წლის 27 სექტემბრის მოვლენების შესახებ და ჟიული შარტავას უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს. პიესა აგებულია აფხაზეთის ომის მონაწილეთა, თვითმხილველთა, მებრძოლთა ახლობლების მონათხრობისა და ზეპირი ისტორიების საფუძველზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის დასსა და ხელმძღვანელობას სპექატკლისათვის - „დაბადების დღე“ მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული სპექტაკლის მაღალ მხატვრულ დონეზე დადგმისათვის რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
სპექტაკლის ჩვენება საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო.
ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პარლამენტში პირველი ეროვნული გმირის სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა გაიხსნა.
მემორიალური დაფა და დარბაზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟიული შარტავას ოჯახის წევრებთან ერთად გახსნა და საქართველოს ეროვნული გმირის თავდადების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის დარბაზისა და მემორიალური დაფის გახსნას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.
ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ეროვნული გმირების ოჯახის წევრებმა, დევნილმა საზოგადოებამ გვირგვინით შეამკეს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას საფლავი და პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას.
გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ჟიული შარტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების მამია ალასანიას და გურამ გაბესკირიას საფლავები.
ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები ასევე, საქართველოს რეგიონებშიც გაიმართა.
საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დემურ კეკელიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა, ყვავილების გვირგვინით შეამკეს ჟიული შარტავას სახლობის მემორიალი.
წლეულს, 7 მარტს ჟიული შარტავა - საქართველოს ეროვნული გმირი, „დიდგორის’, „ვახტანგ გორგასლისა“ და „წმიდა გიორგის“ I ხარისხის ორდენების კავალერი - 75 წლის გახდებოდა.
ჟიული შარტავა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.
„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი!“ – უთქვამს ჟიული შარტავას იმ უმძიმეს დღეებში მეგობრისთვის. თავად კი ამ სიტყვების ერთგული დარჩა, ბოლომდე არ მიატოვა განწირული სოხუმის განწირული მოსახლეობა და გმირულად დაიღუპა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში.
საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას 75 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, 7 მარტს ჟიული შარტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს მემორიალთან „ერთიანი საქართველოსათვის“.
პანაშვიდი თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ბიძინა გუნიამ ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინამძღვარ მამა დავით კონჯარიასთან ერთად გადაიხადა.
პანაშვიდს ესწრებოდნენ საბურთალოს წმ. ნინოს, წმ. ვასილისკოს, წმ. გრიგოლ ხანძთელის, მირქმის სახელობის ტაძრების წინამძღვრები და მრევლი, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგნლები და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ტექნიკური დახმარების პროექტის – „მცირე და საშუალო მეწარმეთა შესაბამისობის პროგრამის დანერგვა” ფარგლებში, ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით, 2019 წლის 6 და 7 მარტს გაიმართა ტრეინინგი თემაზე – „როგორ გავზარდოთ მცირე და საშუალო მეწარმეთა შესაბამისობა პროდუქტის უსაფრთხოების ევროკავშირის რეგულაციებთან“. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2019 წლის 7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. დღეს მას 75 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღის აღსანიშნავად ქუთაიში, აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის #6 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და პედკოლექტივის ინიციატივით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის დევნილთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის დევნილთა დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი გია კოკაია, წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წარმომადგენლობის უფროსი სპეციალისტი ციალა კოპალიანი, ჟიული შარტავაას თანამებრძოლები და ვეტერანები.
7 მარტს რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სპექტაკლი - ,,დაბადების დღე“ წარმოადგინა.
სპექტაკლის ჩვენება საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო.
პიესა ასახავს საქართველოს უახლესი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის - 1993 წლის 27 სექტემბრის ბატალიებს; იმას, თუ როგორ იქცნენ ამ დღის გმირებად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მისი 50-მდე თანამებრძოლი, რომლებმაც უკანასკნელ წუთამდე არ დატოვეს მთავრობის შენობა და ამით ასობით მშვიდობიან მოქალაქეს სოხუმიდან გაღწევის საშუალება მისცეს.
პიესის ავტორია ნინო სადღობელაშვილი, რეჟისურა და სცენოგრაფია ეკუთვნის სოსო ნემსაძეს, კომპოზიტორი - მიშა მდინარაძე, კოსტუმების მხატვარი - ბიძინა სიდიანი, რეჟისორის თანაშემწე - ნაილი იაშაგაშვილი.
სპექტაკლის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის დასს იმ ტრაგიკული მოვლენების შთამბეჭდავად და ემოციურად წარმოდგენისათვის და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
სპექტაკლის ჩვენებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტი მანანა ქვაჩახია, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებით აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ალპინიადის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. ასევე, მოეწყო ალპინიადისადმი მიძღვნილი ვიდეო კლიპების პრეზენტაცია. ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე მოწყობილი პირველი ალპინიადის მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საპატიო სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ალპინიადის მონაწილეები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
დაჯილდოება საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ეროვნული ალპინიადა 2018 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდა. მასში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის - პარტნიორობის მომზადებისა და განათლების ცენტრის, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. დალაშქვრის შედეგად აღმოსავლეთ კავკასიონზე, ხდის ხეობაში მდებარე უსახელო მწვერვალს (სიმაღლე 3700 მეტრი ზღვის დონიდან), საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა.
ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პარლამენტში პირველი ეროვნული გმირის სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა გაიხსნა.
მემორიალური დაფა და დარბაზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟიული შარტავას ოჯახის წევრებთან ერთად გახსნა და საქართველოს ეროვნული გმირის თავდადების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის დარბაზისა და მემორიალური დაფის გახსნას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.